Meerkatჩემი რჩევა იქნება "მოგზაურობა ყარაბაღში" და მეტი არაფერი. ეგ ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებამდე აქვს დაწერილი.
დანარჩენი ტექსტები აკა მორჩილაძეს ცოტა სხვანარი აქვს და განსხვავდება ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისგან.
მაგას მუღამი რო გაუგო ძალიან ბევრი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული მანამდე თორე რაზე კაიფობს ვერ გაიგებ.
სულ მცირე თითქმის მთელი ქართული ლიტერატურა.
ისეთი მწერლებიც კი როგორიც მაგალითად ეგნანტე ნინოშვილია, სხვებზე რო არაფერი ვთქვათ.
ასევე უცხოური ლიტერატურის აზრზე უნდა იყო. დაწყებული ათას ერთი ღამით დამთავრებული შარლოტა ბრონტეთი
.
80 და 90 წლების ბევრი ცნობილი ფილმი უნდა გქონდეს ნანახი.
კარგათ უნდა იცოდე 19 საუკუნის საქართველოს ისტორია და ა. შ.
თორე ისე რო დაიწყო მაგალითად 'შენი თავგადასავლის" ან "მადათოვის" კითხვა მაგარ ბოდვათ მოგეჩვენება. იფიქრებ ამან ეს ყველაფერი მაშინ დაწერა როცა მოწეული ქონდაო და მაქსიმუმ 10 გვერდამდე გაქაჩო

ადრეა 14 წლის ასაკში ეგეთი წიგნების კითხვა განა იმიტომ რომ შიგნით სექსებია და რამე უბრალოდ ძალიან ბევრი რამე რაზეც აკა გადაკვრით წერს არ შეიძლება რო ნორმალურმა ადამაინმა მაგ ასაკში იცოდეს. კითხვის მუღამიც იმაშია კითხვის დროს რო ხვდები რაზე კაიფობს და შენც იცინი იმაზე.