ავტორი
დიოგენეწესები:
ლიტ.თამაშობა # 1
თამაშის მონაწილეთაგან ერთ-ერთი "დედაა".
დედა არჩევს რაიმე პროზაულ ნაწარმოებს (სულერთია, წიგნი აქვს შინ თუ ინეტში იპოვის ტექსტს). ეს წიგნი თამაშის ყველა მონაწილესათვის სრულიად უცნობი უნდა იყოს.
ფორუმში ქვეყნდება მხოლოდ ავტორის ვინაობა და ნაწარმოების სრული სახელწოდება.
ამის შემდეგ თამაშის ყველა მონაწილე (ბუნებრივია, დედის გარდა) გარკვეული, წინასწარ დათქმული დროის განმავლობაში თხზავს წიგნის პირველ აბზაცს. აბზაცის მოცულობა და შინაარსი ნებისმიერია. ოღონდ ტექსტი ისეთი უნდა იყოს, რომ ორიგინალისაგან ავტორმაც კი ვერ გაარჩიოს .
თითოეული მონაწილე თავის ტექსტს PM-ით უგზავნის დედას. დათქმული დროის ამოწურვის მერე დედა ფორუმში დებს როგორც ორიგინალის I აბზაცს, ასევე მოთამაშეთა ვარიანტებს (ცხადია, ავტორთა მიუთითებლად).
მოთამაშეები ეცნობიან ტექსტებს და გარკვეული დროის შემდეგ ასახელებენ ვარიანტს, რომელიც, მათი აზრით, ორიგინალია.
მას, ვინც სწორად ამოიცნობს, 1 ქულა ეწერება.
ხოლო ის, ვინც თანაფორუმელები გააბრიყვა

და საკუთარ ვარიანტზე, ორიგინალიაო, ათქმევინა, 2 ქულას იღებს. ასევე დამატებით ქულას იღებს ის, ვინც სწორად ამოიცნობს რომელიმე არაორიგინალური ვარიანტის ავტორს.
სულ ესაა.
ვითამაშოთ ?
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/