მართალია, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ლექსები არ მოგვეპოვება
სამაგიეროდ აი კიდევ ერთი კარგი ლექსი
მე მომწონს
ათიოდე თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,
მე კი არ ვიცი როგორ ვიცხოვრო
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,
რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით.
შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.
შემოდგომამშვიდობისა ჩემი ცხოვრებავ,
ჩემო მოუხელთებელო, ჩემო თითქმის არაჩემო არსებავ,
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს, რომ მათგან ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია,
ხოლო მეორე კი ჩემი შეყვარებულია,
მესამე კი ჩემი შეყვარებულია.შესაძლოა
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
მე შემიძლია, შემოდგომამშვიდობისა,
არ შმიძლია სხვაგვარად წერა.
ზვიად რატიანი