Globus
Rettet unsere Erde!

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 45374
რეგისტრ.: 1-November 07
|
#7662834 · 9 Dec 2007, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემის წაკითხვისთანავე ერთი მოთხრობა გამახსენდა, გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ... როგორც უნდა, ჯანდაბას, თვითონ შეირჩიოს, იქნება ეს სკეტჩები, სიმენონი თუ დასტად აკინძული ჟურნალი „ნიანგი“, ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერსა სჯობს, მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი - გაშლა, წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით... აბა, კლიმ... ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო ჰენრის, მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები, კლიმ, ორი კაცი მომაწოდე... მშვენიერია - ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ... და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან... ჰოო, მერიმე, ჩეხოვი... ერთიც! სწორია, სწორი - ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს, შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა, რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება - ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ... აჰ, არა, არა, რა დროს მაგისი „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო... მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური... ჰოო, თუნდაც დიკენსი...
* * * * * * * * * * * * ... ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, - აქ ეღიმება, - მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა... - და სახე უმკაცრდება, - ეს, როგორც მოგახსენეთ, მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია - უკეთესი ხდები...
--------------------
Wer in der Demokratie schläft, erwacht in der Diktatur!
მე ვარ არსება, რომელიც ცდილობს (ყველანაირად) დაიმსახუროს და იწოდებოდეს ადამიანად!
|