პოლანიუკი არა, პოლანიკი ასე გამოითქმის ინგლისურად და ასე გამოთქვამს თვითონ ჩაკი რასაც ხაზს უსვამს რამოდენიმე ინტერვიუში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=576&st=0ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ახალი თაობები იმიტომ კი არ გადაეჩვივნენ წიგნების კითხვას რომ გამოდებილდნენ. არა, პირიქით, დაჭკვიანდნენ. რა სირად უნდათ წიგნი, როდესაც არსებობს ტელევიზორი, რომელიც უფრო სრულფასოვნად ასახავს სურათს? მართლაც და. ამიტომ ჩაკ პალანიკის გაკვეთილი მსოფლიო პროზაიკოსებს. იმისათვის რომ თქვენი წიგნები იკითხონ პრიშჩიკიანმა თინეიჯერებმა დაშოკეთ ისინი!
"პალანიკი - შოკური ავტორი" ამ ფრაზამ გამახსენა ეს ყოველივე.
მოდით მაშინ შეძლებისდაგვარად ყველა რომანს შევეხოთ
fight club, ერთერთი ყველაზე ძლიერი რომანი (ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ბრედ პიტი მევასება მაგის სმაზლივი დედაც..), არა, ისე, ობიექტურად. ამ ნაწარმოებში ყველა ჭკუის სწავლებას ეძებს. მრავალ ქვეყანაში მართლაც დაიწყეს ფუნქციონირება მსგავსმა კლუბებმა. მოსკოვშიც კი, ვიღაც თავგადაპარსული სუბიექტები პარკებში იკრიბებიან და დედის ალერსს უტარებენ ერთურთს. მზარეულები მასობრივად ჩინჩლავენ კერძებს და ა.შ. და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც ისედაც არ იყო "ძალიან გამოგონილი" უფრო და უფრო იქცევა რეალობად. პალანიკი კი ამ ყოველივეზე ასე რეაგირებს: "თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?". ჩაკის ეგ რომანი იმისთვის კი არ დაუწერია, რომ ჭკუა გასწავლოთ და მიგითითოთ მომავალში რა გააკეთოთ. არა. მას უბრალოდ უნდა განახოთ სად ხართ ახლა. მას უნდა განახოთ რომ ნივთებს ეკუთვნით თქვენ და არა ნივთები გეკუთვნიან თქვენ. თქვენ ნივთების ადამიანები ხართ. აი ამ იდეაზე აგორდა fight club და არავის ძუძუს ახევა საჭირო არაა ავტორისთვის ერთგულების დასამტკიცებლად
რომანი უბრალოდ ფიქციაა. ვირტუოზული ფრენა ფანტაზიისა. არ არის საჭირო ვაკეთოთ ნიტროგლიცერინი. არაა საჭირო დავუნგრიოთ მეგობრებს ყბები. არაა საჭირო გავაფუჭოთ სატელეფონო ავტომატები. სამწუხაროდ რომანი ზედმეტად დამარწმუნებელია, ზედმეტად გავს სიმართლეს და ძნელია დაარწმუნო ვიღაც ძალით პალანიკისტი სირთაოზები რომ მებრძოლთა კლუბი რომანის აზრი კი არა, უბრალო დეკორაციაა.
fight club არის:
არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი თაობის ამბავი
დამამტკიცებელი საბუთი რომ ჩვენ შეგვიძლიათ შევქმნათ საკუთარი რეალობა
რომანი შენზე და ჩემზე. პალანიკმა შექმნა ის როგორც დიდი fuck off გამომცემლებს, რომლებმა არ დაბეჭდეს მისი პირველი ნაწარმოები "უჩინარი ურჩხულები" invisible monsters. მან დაწერა იმაზე, რაზეც ყველა ფიქრობს მაგრამ არავინ ლაპარაკობს
იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები სამუშაოებზე რომლებიც ეზიზხებათ, რათა იყიდონ ნივთები, რომლებიც არ ჭირდებათ
როგორ ცხოვრობენ ადამიანები უმიზნოდ და უნდათ ამოავსონ თავიანთი სულიერი სიცარიელე მატერიალურით
როგორ გვასწავლიდნენ რომ ჩვენ გავხდებოდით როკ ვარსვლავები და მილიონერები. ჩვენ კი ვერ არ გამოგვივიდა...
მორჩა
სხვა დანარჩენი ატრიბუტიაკაა. დეკორაცია. გაფორმები. მებრძოლთა კლუბები იგივე წარმატებით შეიძლება ყოფილიყო ჭრა-კერვის წრე ან ბრუდერშაფტზე მასტურბანტთა საზოგადოები. საქმე მათში არაა. პორნოგრაფიული კადრები, დამწვარი ავტომობილები, ადამიანები ჰოკეისტების ნიღბებით, საპონი-ეს უბრალოდ ამბავია. ერთად შეყრილი ბევრი რეალური ამბავი. ედვარდ ნორტონი, მჯდარი უნიტაზზე იკეას კატალოგით ხელში და მაცივრის მდოგვით გამომტენი იმ უბრალო მიზეზით რომ მას მეტი არაფერი აქვს საქმე - ეს სიმართლეა
გეგონათ რომ განახებდნენ საით წახვიდეთ რომ გასხივოსნდეთ?
არა
უბრალოდ გაჩვენეს ვინ ხარ და სად ხარ
ერთი შესწორება მელკიადეს, shoke კი არა choke, ანუ ხრჩობა.
ძლიერი რომანია. ძლიერი ნე ტო სლოვო. ფაქტიურად ცხოვრებისეული ფილოსოფია. ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. პალანიკის თქმით ესაა "ისტორია ისტორიის შესახებ". რომანი ადამიანის შესახებ რომელიც ირჩევს მომავალს, იმის მაგივრად რომ წარსულს უიმედოდ ებღაუჭოს.
მართლაც და! საუკეთესო ადგილი გაიცნო ქალი არის ჯგუფები სექსუალურად უპასუხისმგებლო ადამიანებისთვის. ჩენი მისწრაფებები ამიერიდან ვეღარ გიმალავენ სიმართლეს. როცა მთელი შენი ცხოვრება ინგრევა. როცა ირჩევ როგორი უნდა იყოს შენი სიცოცხლე. ამოეფარები სექსს, ნარკოტიკებს, საჭმელს თუ წერას, ბოდიბილდინგს, მებაღეობას. ერთი სირია. სინამდვილეში შენ უბრალოდ ცვლი ერთ მისწრაფებას მეორეთი. მაგრამ როგორც მინიმუმ ახალი მისწრაფების შემთხვევაში SHEN ირჩევ მას. და არა პირიქით. ჩემი სუბიექტური აზრით, მებრძოლთა კლუბის შემდეგ უძლიერესი ნაწარმოები!
choke-ზე ზემოთ ვისაუბრე. ახლა დანაპირევი შევასრულოთ და კიდევ დავაღოთ საინფორმაციო ღრუ, ცოტა დრო მოვიხელთე, საფიქრალ-სალაყბოდ.
survivor:
რომანი სამწუხაროდ უიღბლოა
(ეხლა დაიწყება, დიდი პალანიკის გაკრიტიკება გაბედეს!!!!)
მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანი უიღბლოა. ეს სოფომორული რომანია. ტერმინი სოფომორული მუსიკალური ბიზნესიდან მოგვევლინდა და ნიშნავს - მეორეს, წარმატებულის შემდეგ. პირველ ალბომს სადებიუტო ქვია, და მეორე ნამუშევარი წარმატებული დებიუტის შემდეგ არის სოფომორული. და სწორედ ეს მეორე და არა პირველი აჩვენებს ჯგუფის ნამდვილ პოტენციალს.
რატომაა ასე? იმიტომ, რომ მატერიალი სადებიუტო ნაწარმოებისთვის წლობით გროვდება. და თუ პირველი იყო წარმატებული, მეორეს კეთება გიწევს გამომცემელთა კივილის ქვეშ. გინდა მუსიკალური კომპანია იყოს გინდა გამომცემლობა: სწაფად! სწრაფად! სწრაფად, მეტი, კიდევ, კიდევ!!!! სექსის აპოთეოზი! როცა ზღვარი გადალახე მეტი! ღრმად! ძლიერად! მანამდე კი შეყოფაც წარმოუდგენელი იყო...
თუ ავტორი ასეთ პირობებში გვთავაზობს სოფომორულ ალბომს თუნდაც იგივე დონისას, როგორიც იყო სადებიუტო - მაშინ ხელოვანის მომავალი ნათელი და ლამაზია. სოფომორული უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე სადებიუტო
სოფომორული რომანი პალანიკმა ვერ გაქაჩა. ვერ გადალახა. "survivor"-ზე უარესი ალბათ მხოლოდ "invisible monsters" არის - გამოცემული ნე ტო სასოწარკვეთით ნე ტო იმედით რომ დებილი მკითხველი ყველაფერს ჩაყლაპავდა.
survivor-ში სტილიც კი, ამხანაგი პოლანიკისა, ადგილებში ქრება და იხსნება "წყალში". კარგი, თარგმანში შეიძლება ეს ვერც კი შენიშნო, ვინაიდან ორიგინალის სტილის მას ცოტაღა სცხია. კი, პალანიკის "საფირმო" ხერხი - გამეორებები და თვითციტატები ყვერებით არის მოთრეული კუდა ტოლკა ზაპიხნუწ მოჟნა, მაგრამ ეს ვერ გადაარჩენს ნაწარმოებს. მას არ აქვს მთავარი
მას არ აქვს მორალი
რაზეა რომანი - არაფერზე. თითქოს ყველაფერი ადგილზეა. იდეებიც კარგია (მორზეს ანბანი სკლეპებში, დიაგოზები, სიმპტომების იმიტაცია), და ჭეშმარიტებასაც ვღაღადებთ (პატენტები არარსებულ პროდუქტებზე, სუპერვარსკვლავთა ცხოვრება). მაგრამ რაღაცა აკლია
აზრი! იდეა! ფაბულა
რომანი არის - არაფერზე
ნუ იყო ასეთი, ბრენსონი, მერე ან მოკვდა ან გადარჩა - და მარტო პალანიკი ფიქრობს რომ ყველაფერი ნათელია, მე კი უკვე ხუთამდე ვერსია გამიგია. ერთი მთარგმნელი საერთოდ თვლის რომ შესაძლებელია გადარჩე მიწისკენ მთელი ძალით მომავალ თვითმფრინავში, მას შემდეგ რაც მიწას ჩაეხუტები თუ კარგ ადგილას მდებარეობ. ნუ არ უნახია ალბათ კაცს მისდღემში თვითმფრინავი ტაკ შტო მაგის ბრალიც არაა
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ ეყო დრო. მატერიალი იყო, იდეები ქონდა, მაგრამ ერთად შეკვრა - უბრალოდ ვერ მოასწრო
მოგვიწევს ამასთან შეგუება, რაოდენ მკივნეულიც არ უნდა იყოს. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ რომანი შეიძლება მოგვწონდეს. პრინციპში ბევრად უარესები გვინახავს გაფეტიშებული - მაგალითად კოელიოს რომანები პირველიდან უკანასკნელის ჩათვლით. თუმცა რაღაცა მათაც დატოვეს
მოკლედ
თითები დამეღალა
დანარჩენი მერე
* * *
თვითონ რომანის ავტორს ფილმი იმდენად მოეწონა რომ თავის პირით თქვა, წიგნზე უკეთესი თუ არა, უარესი არააო.
ეს მგონი შენს კითხვაზე პასუხია
ჩაკი ქესთინგებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და ნოველაც სცენარად თავის ხელით გადააკეთა. თუმცა ბრეტ პიტი იქ სუფთა კომერციული ხრიკია... (თავად პალანიკის თქმით)
თუმცა არის რაღაც უზუსტობები, თუნდაც ის, რომ ნოველის მთავარი გმირი წიგნში უსახელოა (ანუ ეს ერთი ადამიანის კი არა, მთელი თაობის ისტორიაა), ფილმს კი სახელი დასჭირდა.. ასეთი უზუსტობა მრავლადაა, მაგრამ ყველა ცვლილება ავტორთან არის შეთანხმებული..
სახელს თავისი ისტორია აქვს. როცა ედვარდ ნორტონის გმირი ამბობს "მე ჯეკის ბრაზი ვარ" (თუ რაღაც მსგავსი). აქ ჯეკი სიტყვაზეა აღებული, შეიძლება ამავე წარმატებით ყოფილიყო ჯიმი, თემური და ა.შ.
მაგრამ სწორედ ამ წინადადებამ შესძინა ფილმის მთავარ გმირს სახელი.
ხოლო სუბიექტური აზრი თუ გინდა, მაშინ გირჩევ წიგნი წაიკითხო. ჯერ ერთი იმიტომ რომ როცა მთხრობელი გიყვება ისე ვერ ჩაჰკირკიტებ თითოეულ წინადადებას როგორც როცა შენ კითხულობ (თან ჩაკის ლიტერატურას ფილოსოფიური კვლევები ახასიათებს. ჰენრი მილერის მსგავსია, ოღონდ აქ ფილოსოფია უფრო ცხოვრებისეულია და უფრო მოქნილად ჩაქსოვილი)
და ამის გარდა, პალანიკის წერის სტილი. აბსოლუტურად უნიკალური. ფაქტიურად ლინგვისტურ ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული.. უცნაური ალიტერაციები, აბზაცების თავისებური განლაგება და ა.შ.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ თარგმანი.. პალანიკს ბევრი თარგმნის, მაგრამ ორიგინალთან ყველაზე ახლო ზავგოროდნია.
ლაპარაკი არ მაქვს კინოთარგმანზე, როცა ცალკეულ ფრაზებს კი არა, ხანდახან წინადადების აზრს ცვლიან.
თარგმნილი პალანიკის პალანიკად აღქმა შეუძლებელია..
ამიტომ წაკითხვა ჯობია რა თქმა უნდა ორიგინალში ანუ ინგლისურად (თუ არის საშუალება)
თუ არა და შეგიძლია მე დამიკავშირდე, 4 ერთმანეთისგან განსხვავებული თარგმანი მაქვს და მოგაწოდებ ზავგოროდნის თარგმნებს (რა თქმა უნდა დაბრუნებით 01.gif ) , რომელიც ჯერ წიგნად არ გამოსულა. თაბახებზე მაქვს ამოპრინტული და გარწმუნებ რომ თარგმნებიდან ყველაზე მეტად ის შეგაგრძნებინებს ნამდვილი ჩაკის არომატს 01.gif)