დეფის უჭირს :| სხვანაირად Edgar Allan Poe ვიდეოს არ ატვირთავდა youtubeზე და კიდევ რამდენი რამ ამტკიცებს რომ უჭირს :| მაგრამ ...
შალამბერიძედა ზანგური

განსაკუთრებით შალამბერიძის ეს ლექსი
შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი,ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი,
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის?გული როგორ ცემს და რითმობს,
მერე ტალღებს შენი მკერდის გაზვირთებულს,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი დაგათრობდი რამდენს.
საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დაგითვლიდი მალებს,
შენს სისველებს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგინთებდი თვალებს...
და ზანგურის

პაემანზე წასვლის წინ
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და
დაკეტე ზურგსუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,
ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენენ ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს, ინანებ
ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბდე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავ,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს
P.S კარგი თემაა და ბევრიი ბეევრი ლექსები დადეთ რა
This post has been edited by Anuushki on 17 Feb 2013, 01:14