jadgschloss
წავიკითხე

მინდა გითხრათ რომ ეს ნამდვილად მურაკამია,
აი, ისე დაემთხვა რომ როცა მათმა ფირ-საკრავმა სიმღერა დაასრულა ჩემი კომპის ფლეიერიც მაშინ გაჩერდა,
მერე დაიწყო შემოდგომის ჩუმი წვიმა.
ისეთი სევდიანი ვიყავი წუხელ,
როცა მივხვდი რომ სიყვარული კაცებს უფრო კლავს ცოცხლად, ვიდრე ქალებს.
რადგან ქალები მაინც კატებივით ვართ და ცხრა სიცოცხლე გვაქვს.
დილას გაჩერებაზე კოჭლი ქალი გამოჩნდა და ეგრევე შიმამოტოა,
ისე დავიძაბე სამარშუტო ტაქსმა გამასწრო

პ.ს.
მწერლის ღირსებაა ასე საზოგადოდ კონკრეტული პერსონაჟების ამბავი გადმოცეს, ბოლო თავები
შუბლზე ძარღვამობურცულმა ვიკითხე.
სინდისი სადაც არის წესით, როგორც გვასწავლეს.
მაგარი რამეა, პატარა ღმერთივით ეს სინდისი.
პ.ს.ს.
მთარგმნელს მადლობა.
* * *
და რატომღაც არა, ზუსტად ვიცი რატო, ჩემი ძველი ლექსი გამახსენა":
ფრენები მერკურზე
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს
ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი
ვიიონ
დატბორილ ქალაქში,
ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული
ძელები,
ოდესმე, ვითომ მე და..
შენ,
ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას,
ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით
ჩამოემსგავსა.
ოდესღაც, სადაც იდგა კოშკები
და სარკმლიდან გადინებულ საკმევლის კვამლზე,
მოდიოდნენ მკვდარი ღმერთების სერაფიმები -
მტრედებივით ისხდნენ რაფაზე და
ჩვენ შიშვლებს გვაკვირდებოდნენ.
მზერით,
უსიტყვოდ გვანიშნებდნენ ერთმანეთისკენ:
- შენ აღარა ხარ, ეს უკვე იყო
და ჯერ-ჯერობით გვისვამდნენ ზურგზე.
ჯერ-ჯერობით ვტოვებდით მიწას.
გრძელი ფრთებით. ასე, მსუბუქად.
გაფრინდი, მიდი -
ჩავძახოდით და ბაცდებოდა გამონაგონი
გრავიტაცია
მე ახლა ვიცი, დიდი ხნის წინათ,
პატარა გოგოს დამტიროდა ბრმა
მოხუცი, მიტოვებულ
ძველ სასაფლაოს დაშლილ საყდართან.
მამაა ჩემი.
ის დარჩა მთას და გახდა მიწა.
მე, შენთან შერწყმის სურვილმა მომცა,
სხვა გოგოს ტანი, ნაზი სხეული
და ახლა, როცა შენს წინაშე თუ შენთან ერთად,
საწოლისკენ იკრეფავს ხელებს,
ჩუმად, ჩუმად ვეჩურჩულები:
- ქალწულად მოვკვდი. ჯერ ქალწული ვარ,
თუმცა თქვენს ღმერთებს მერკურიდან,
ხელცარიელს ხომ არ გაუშვებთ?
ან რა მიზეზით შემდეგ რეისზე.
დატბორილ ქალაქში,
ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული
კოშკები,
უჩვენობისას მხოლოდ ხეები,
გამოფიტული დემონები გვისვამენ მხრებზე:
- გაფრინდი, მიდი -
დაგვძახიან და მთელდება
გრავიტაცია -
დედამიწაზე დასაბრუნებლად.
This post has been edited by aravinac on 2 Nov 2012, 10:24