კაცო რატოა ის კაცი იდიოტი? და რატომ ხარ შენ ჭკვიანი? სად გაავლე ეს სადემარკაციო ხაზი? ადამიანს აქვს თვითექსპრესიის უფლება. უნდა ხლეობას დაწერს და უნდა ადჟიმანიებს აკეთებს. რა პრობლემაა ვერ გავიგე. საინფორმაციო სივრცეს რა აავსებს, შემოსაზღვული სიბრტყე კი არ არის. და რომც იყოს, აივსოს მერე. კულტურაში ნაგავი ლეგიტიმაციას ვერ გაივლის, იმიტომ რომ ამ უკანასკნელ საკითს "სავსე საინფორმაციო ველიდან" ნაკვები ხალხი არ წყვეტს. არც შენს კომპეტენციაში შედის მეთქი გადაწყვეტა მაგრამ განაგრძობ ჯიუტად.
". მერე კი ვისაც ხარისხიანის წაკითხვა უნდა უძნელდება მოძებნა და ხშირ შემთხვევაში ვერ ნახულობს." აი ეს ხომ აბსოლუტური ნონსენსია.
ჯერ ამბობ რომ საინფორმაციო ველი გაჯერებულიაო, და მერე ამბობ ინფორმაციის დეფიციტიაო. არაფრის მოძებნის პრობლემა არ არსებობს.(ბოლოს და ბოლოს ილია ზდანევიჩის ტიპოგრაფიული დადა-ექსპერიმენტები ვიპოვე აიოვას უნივერსიტეტიდან ვიღაც მუწუკებიანი სტუდენტის მიერ დასკანირებული

) არის უიკიპედია. არის ჩაკ პალანიკის ფან კლუბი,

არის ლიტერატურული პერიოდიკა(საკმაოდ კარგი სხვათა შორის. ცხელი შოკოლადის ლიტერატურული დამატება, ჩვენი მწერლობა, ალტერნატივა, ჟურნალი 'ლილ და ეს მხოლოდ ქართულენოვანი). არის საჯარო ბიბლიოთეკა. ახლა ლიტერატურით სერიოზულად დაინტერესებული ჯეელი მხოლოდ ლიტერატურა.გე-დან თუ გადაწყვეტს ჟანრის შესწავლას - არ ყოფილა ხო ის კაცი სერიოზულად დაინტერესებული?
რაც შეეხება უთოებს და ულთიმეით ჩოპერებს

ეს საკითხი საკმაოდ კარგად აქვს გაშლილი პაატა შამუგიას ერთ-ერთ ესსეში. დავაგდებ აქვე :
როგორ დავწეროთ ლექსები
(ტექსტები და კონტექსტები)
ხშირად ხდება, რომ ხელოვნება იმ სფეროზე აცხადებს პრეტენზიას, რო-მელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. ეს კონტექსტის კრიზისია. როცა კონტექსტები არ ჩანს, ძნელია იფიქრო სახელოვნებო პროცესზე, როგორც ასეთზე.
ამ ესეში მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ქართული ტექსტებისა და კონ-ტექსტების ურთიერთობას.
მანამდე კი:
პოეზიას ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს: რელიგია და თვითონ პოეზია.
დავიწყოთ უკანასკნელით: პოეზია პოეზიის წინააღმდეგ.
ქართულ პერიოდიკაში ადრეც დაწერილა იმის შესახებ, რომ არსებობენ პრივილეგირებული სიტყვები, ფრაზები, მოვლენები, რომლებიც ითვლება პოე-ტურად, ანუ მათი გამოყენება პოეზიაში ასე ვთქვათ, პოეზიას ხდის პოეზიად. შესაბამისად, არსებობენ სიტყვები, მოვლენები, რომელთა გატექსტება, გავრ-ცელებული თვალსაზრისით, მკრეხელობა თუ არა, არაპოეტური მაინცაა.
სინამდვილეში კი `პოეტური” და `არაპოეტური” სიტყვების არსებობა ფიქციაა, სიტყვას თუ მოვლენას პოეტურად ხდის კონტექსტი. რა თქმა უნდა სა-კამათოა თავად ტერმინი `პოეტური”, რას ნიშნავს ის? მაგ: სიტყვა `ბოქვენი” რატომ არ არის პოეტური და რა კომპონენტში სჯობს მას სიტყვა `მთვარე?” რატომ არის პოეტური `რაში” და არა _ `ჯორი?”
უნდა მოხდეს `მეორეხარისხოვნების, როგორც ღირებულების განმტკიცება” (აკილე ბენიტო ოლივა), მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერა-ტურული სტატუსის ლეგიტიმაცია. შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი `შეცონდ Aრტ” (სექენდ არტ) და ამით მოვინიშნოთ პოსტინდუსტრიული ლირიკის საზღვრები, რომლებსაც ბოლოსკენ ალბათ შევეხები.
მოტივირებული კონტექსტი ნებისმიერ სიტყვას აძლევს ესთეტიკური არსებო-ბის შესაძლებლობას. მთავარია კონტექსტი. კონტექსტის გარეშე დაწერილი სიტყვა `სამშობლო” გაცილებით უზრდელურად ჟღერს, ვიდრე სიტყვა `ტრაკი.”
მაგალითად, ტომაზო ლანდოლფის მიერ ორგაზმის ოთხგვერდიანი აღწერა გაცილებით პოეტურია (ამ სიტყვის თუნდაც ტრადიციული განმარტებების მოშ-ველიებით), ვიდრე მთელი `ანა კარენინა” თავისი გულისგამაწვრილებელი პა-თოსითა და ფსევდოინტელექტუალური განაზრებებით. უიტმენის `ყოფითი” ტექსტები, რომლებიც ბევრ ლიტერატურათმცოდნეში `დეილი ტელეგრაფის” პუბლიკაციების ასოციაციას იწვევდა, პლანეტის საუკეთესო პოეზიაა.
პოეტმა-არტისტმა უნდა შექმნას კონტექსტი, რომელშიც აცხოვრებს თავის ტექსტებს. ტექსტი, რომელიც გაურბის კონტექსტს, კლავს საკუთარ არსებობას. ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს კონტექსტში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზუსტად ამიტომ სასურველია, მალე მოხდეს უკვე ნახსენები მეო-რეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტი-მაცია, რაც დაუბრუნებს დაჩაგრულ საგნებსა და სიტყვებს უფლებას, მოხვდნენ პოეტურ განზომილებაში.
ნებისმიერ ნივთს აქვს უფლება, აღიწეროს. კონტექსტის მიცემის შემთხვევაში, საპირფარეშოს იხვი და `თი-ბი-სი ბანკის” 17 %-იანი განვადება ისეთივე პოეტური (ფ)აქტი ხდება, როგორც `ბჰაგავატ გიტა” და `ბალახის ფოთ-ლები”.
მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული ღირებულების გამტკიცებას ხელს უშლის აბსოლუტისტური წარმოდგენები პოეზიაზე, მის `საკრალურ” ბუნებაზე, შესაბამისად, პოეზიის თემად მიიჩნევა მხოლოდ `ამაღ-ლებული” (?) მოვლენები. ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს `ღვთაე-ბრივი ინიციაციის” თეორია, პოეტის, როგორც ღვთისგან ან მსგავსი მოვლენის-გან ხელდასხმული ადეპტის წარმოდგენა და ა.შ. საბჭოთა საქართველოში ჩამო-სული სტაინბეკი თავის `რუსულ დღიურში” (თუ კარგად მახსოვს, ეგრე ჰქვია) წერს, თუ როგორ ვერ გააგებინა ქართველ მწერლებს, რომ იქ, ამერიკაში მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი პროფესიაა, როგორც ვთქვათ, ინჟინრობა და არავინ მიიჩნევს მწერალს ერის წინამძღოლად და ღვთისგან ხელდასხმულად. ქართველებს გაუკვირდებოდათ ასეთი მიდგომა, აბა რა. ქართველი პოეტი ხომ უფლის შიკრიკია.
აი, ამ კონტექსტების გათვალისწინებით უამრავი ლექსი ზედმეტად `სე-რიოზულად” იწერება.
ავტორი ძალიან სერიოზული სახით ეკიდება თავის საქმეს მაშინ, როცა პოეზია პლანეტის ყველაზე არასერიოზული საქმიანობა.
პოეზია თამაშია.
პირველი პოეტი-პერფორმერები _ ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში `კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ.
10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული `ფსიქიკური ავტომა-ტიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექ-სპრომტად იმღერებოდა ლექსები.
`სადაც კარგი ბარებია,
გოგო დაგიბარებია,
ისე დაგიბარებია,
როგორც დაგიბარებია.”
ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც საერ-თოდ მეოცე საუკუნეში დაწერილა. იმიტომ, რომ დაწერილია პოეტი-მოთამაშის მიერ და ტექსტიც ცხოვრობს შესაბამის კონტექსტში. ცხადია, ეს არაა ინ-ტელექტუალური პოეზიის კონტექსტი, როგორც მაგ: ხარანაულის `წიგნი ამბა ბესარიონისა” ან ბარბაქაძის `ლოგიკის მონატრება”. ამ პოეტებს სხვადასხვა კონტექსტები აქვთ და ყველა მათგანი ზუსტად იცავს თავის ტერიტორიას. მა-გრამ ასეთი ზუსტი კონტექსტები ძალიან მცირეა ქართულ ლიტერატურაში, რისი მთავარი განმაპირობებელი, ჩემი აზრით, არის ავტორების სურვილი, იყვნენ ფილოსოფიურები. შედეგად ვიღებთ კვაზიინტელექტუალურ პოეზიას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ცუდადგარითმულ `წმინდა გონების კრიტიკას”.
პოეტური `ეგოს”-ს პრეზენტირების მიზანმიმართულად ფილოსოფიურ-ლირიკული მეთოდი ფიასკოთი დამთავრდა.
`ქართული” რილკე ვერ შედგა.
ოთარ ჭილაძის ლექსები არის ცხადი ნიმუში პოეზიაში მიზანმიმართული ფილოსოფიურობის კრახისა. მსგავსი შაქარყინულოვანი, მონოტონური ფილოსოფიურობა ძალიან იოლი პოზა გახდა. ფაქტია, რომ მათით შეყვარებული თინეიჯერები სიამოვნებით იმესიჯებენ, მაგრამ ამ ტექსტების შემოქმედებითი ეფემერულობა გარდაუვალია. ამავდროულად, სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ჭილაძემ მოახერხა, შეექმნა ჩვენი დროის საუკეთესო მონუმენტური პროზა (არა მარტო ქართული მასშტაბით). პროზაში მისი ფილოსოფიური ნარატივი ძალიან მაღალი პილოტაჟის ნიმუშია.
ჩვენთან კონტექსტის კრიზისია.
ამიტომაც ქართული მწერლობა ისევ არის ბაყაყი და სამწუხაროდ, ჯერ ერთი ბებრუხანა პრინციც კი ვერ მოიძებნა, რომელიც მას აკოცებდა და მზეთუნახავად გადააქცევდა.
ქართულმა ლიტერატურამ უნდა დაივიწყოს `მაღალი” იდეალები, უნდა დაივიწყოს `სამი სტილის თეორია”, უნდა დაივიწყოს `დიადი” ლიტერატურული მემკვიდრეობა, უნდა დაივიწყოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი... და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მის თანამედროვე არტში ინტეგრირებაზე საუბარი. რაც მთავარია, ტექსტები უნდა გახდეს ადამიანური, ძალიან ადა-მიანური. ადამიანურში არ ვგულისხმობ ჰუმანურს (როგორც ამას მისი ეტი-მოლოგია გვაიძულებს), უფრო პირიქით. თავის მხრივ, წარსულის დავიწყებაშიც არ იგულისხმება მისი არგამოყენება, ესეც პირიქით. გამოიყენე და დაივიწყე, ან პირიქით: დაივიწყე და მერე გამოიყენე. ეს წარსულის რეექსპონაციაა.
წარსულის შეცვლა შესაძლებელია. ესაა მისი ინტერპრეტირება, რე-ვიზირება, რეექსპონირება. ჩვენ წარსულს უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა, სხვანაირად მისი სრულფასოვანი ექსპლიცირება ვერ მოხდება. `ვეფხისტყაოს-ნის” მიმართ ქართველი ლექტორ-მასწავლებლების რელიგიურ-ეგზალტაციური დამოკიდებულების გამო დღემდე ეს წიგნი საერთოდ არ შეფასებულა. საჭიროა, უარვყოთ `ვეფხისტყაოსანი”, გამოვუცხადოთ მას სრული უნდობლობა, დავცი-ნოთ, აბუჩად ავიგდოთ... და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი შეფასება (ან (გა)დაფასება). და ასე უნდა მოხდეს ყველა საკრალიზებული წიგნისა თუ სხვა კულტურული კონცეფციის გადახედვა. მარინეტისგან განსხვავებით, ჩემი ეს აზრი მხატვრული მემკვიდრეობის პრაგმატულად შეფასებას ემსახურება და არა _ მის განადგურებას.
ბარიერი #2: რელიგია.
ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ წერა ათეიზმია. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს. თვითონ პროცესია ათეისტური. წერო _ ნიშ-ნავს, იყო თავხედი, არ ითვალისწინებდე ტაბუებს (სოციალურს, ლინგვისტურსა თუ რელიგიურს).
პოეტის მხრიდან რელიგიური თემების ჰერმენევტიკა მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიცაა ანჟეი ბურსასთან:
`მე მწამს ყველა სახელმწიფოს რელიგიები
მწამს ერთდროულად ყველა იდეალი
ისე როგორც იმათი უგუნურება ვინც ისინი მოიგონა”
(მთარგმნ. დ. ბარბაქაძე)
ვინც ხელოვნებას ღვთაებრივ ინიციციად მიიჩნევს, მას გაუჩნდება კითხვა, თუ რატომაა წერა ათეიზმი, ან როგორ შეიძლება ის, რაც ღვთისგან მოდის, ათეიზმი იყოს. ჯერ ერთი, ძნელი დასამტკიცებელია, ღვთისგან მოდის თუ არა, და მეორეც, გავიხსენოთ, რომ `ღმერთიც კი ზოგჯერ ათეისტია” (ვგულისხმობ ეჟი ლეცის ერთ `დაუვარცხნელ აზრს”, რომელიც დაახლოებით ასე `ჟღერს”).
თუ ასეთი თავისუფლება ვინმეს უზნეობად მიაჩნია, ვკითხავ: რას ნიშნავს ზნეობა ლიტერატურაში? ეს იგივე ხომ არაა, რაც წიწაკა მარწყვში?
ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვნება იმ კონტექსტზე აცხადებს პრე-ტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა.
ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ზნეობა.
პოეტური კონტექსტი ზნეობისაგან გასვლას ითხოვს, ვინაიდან ძნელია, ერთ-დროულად ორ ცხენზე იჯდე. ძნელია, აღწერო თუ როგორ უხეთქავს თავს უმ-წეო დედაბერს ეგზალტირებული რასკოლნიკოვი და ამავდროულად იფიქრო, მორალური ასპექტით რამდენად გამართლებულია ამაზე წერა. ძნელია, პერ-სონაჟს ათქმევინო, ქრისტე სულელიაო (როგორც ეს ნობელიანტმა სარამაგომ გააკეთა) და მერე თავი იმტვრიო, ზნეობრივია (ან ქრისტიანულია) თუ არა ამაზე წერა. დიდაქტიკა დავუთმოთ სასულიერო პირებს და დაწყებითი კლასის პედა-გოგებს.
შელი ძალიან სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ის, რაც კარგია პროზაში, გულისამრევია პოეზიაში. ავტორი გულისხმობდა დიდაქტიკურ-მორალისტურ ტენდენციებს პოეზიაში, ასეთად ვთვლი აფორიზმებს `ვეფხისტყაოსანში” (მორ-ალისტურ პროზაზეც იმავეს ვიტყოდი.).
პოეზია, რომელიც ზნეობას აფარებს თავს, ყალბია.
დიდხანს ვისაუბრე ავტორ(იტეტ)ებზე, ორი სიტყვით შევეხები ჩემი თაობის ფართო წრეებში ჯერარცნობილ პოეტებს (არტ-ჯგუფები `ლაბორატორია”, `ვარდისფერი ავტობუსი”, `ლილ”, ცალკეული თინეიჯერი პოეტები), რომლებიც ზუსტად ამ უკანასკნელი მიზეზის (ჯერარცნობილობის) გამო არიან გაცილებით თავისუფლები. მათ ჯერ არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარ-მოდგენები. შესაბამისად, მეტი ენერგიით ცდილობენ თავისუფალი კონტექსტების მოძებნას. აქ იკვეთება `სექენდ არტის” სილუეტები, რომელიც არ ახარისხებს თემებს, სიტყვებს, ადამიანებს. მათთვის შამპანურის გატეხილი ბოთლი ან მზე-სუმზირის ნაჭუჭი ისეთივე ფილოსოფიური განაზრების მიზეზი ხდება, როგორც არქიმედესათვის ამომგდები ძალის თეორია. ეს სექენდ არტია. ბოლოსდაბოლოს, თანამედროვე კულტურაა სექენდ კულტურა.
რაც შეეხება სათაურს `როგორ დავწეროთ ლექსები”, სიმართლე გითხრათ, ეგ მეც არ ვიცი!
This post has been edited by shota gagarini on 21 Oct 2008, 10:52