ყველა ხარაგაულელმა კარგად იცის
რომ კობრი იქ ბინადრობს სადაც ისინი არ არიან,
ამიტომაც არის, რომ ყველა ნამდვილი ხარაგაულელი
აღარ ცხოვრობს ხარაგაულში,
და როცა ნამდვილი ხარაგაულელები
შეხვდებიან ერთმანეთს ამსტერდამის, ჰონგ კონგისა თუ
ადის აბებას ქუჩებში ნაღვლიანად ესალმებიან ერთმანეთს
და კობრზე საუბრობენ
კობრი,
ოჰ, ეს ბუთქუნა და ლამაზი თევზი,
როგორი სათუთი და ფაქიზი თევზია.
როგორი სულიერი სისპეტაკე აქვს.
მახსოვს პატარა რომ ვიყავი,
ნიტო 1975 ნიტო 1976 წლებია,
როდესაც
ალბანეთიდან ტრეფიკიგს გამოქცეული კობრი ჩამივარდა
ხელში.
გულწრფელად მთხოვა, სამ სურვილს შეგისრულებ და გამიშვიო.
მე კი, როგორ არ დავუჯერე და როგორ შევჭამე.
მეგიჟი,
მე უგონო,
მეტაკიმასხარა,
მე კრამიტდაცურებული,
მე მოუსვენარი
მე ცინიკოსი
მე გიჟი, მე გიჟმაჟი,
მე აღვირახსნილი
მე შმაგი, შლეგი, მაცაცერა, ადლიბაჯა
მე ღორჯო და მე კამბალა.
როგორ მოვკალი საწყალი კობრი.
და მე მას დავარქვი სახელი
ვახტანგიუსი.
ყველა ხარაგაულელმა იცოდა რომ კობრს, დიდი ტყის
მფარველი- ასტიბუ მტრობდა
და ყოველ ღამე,
როცა კუნაპეტი ჩამოწვებოდა,
ხარაგაულისა და ხაშურის გზაგადასაყარზე
გამოჩნდებოდა
თეთრ კაბაში მოსილი ქალიშვილი
(დედას ვფიცავარ ქალიშვილი იყო)
და დაიძახებდა
სად ხარ ანთიმოზ.
და რადგან არასდოს პასუხობდა
ანთიმოზი
იქვე ჩამოჯდებოდა
ქვაზე, წლის პირას და ატირდებოდა.
ასე გრძელდებოდა
მანამ
სანამ 1977 წლის შემოდგომაზე, უკანასკნელი ფოთოლიც
არ ჩამოვარდა
და ქალიშვილის სული თან არ გაიყოლა.
ყველა ხარაგაულელმა იცის რომ
კობრი იქ ცხოვრობს სადაც ისინი არ არიან.
წყარო:
http://literatura.lit.ge/html/index.php?pa...mposition=36866ეს თემა 2 წლის წინ გავხსენი. მერე აღარ მქონია ასეთი ჭეშმარიტი პოეზის წაკითხვის ბედნიერება
გვერხევა და ვერ ვხვდებით
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!