levan63
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09
|
#12512338 · 6 Feb 2009, 18:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამეღიმა, ძალზედ მოხარული ვიყავი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ასეთი კმაყოფილი იყო. Bოლოს, როგორც იქნა მოვიფიქრე, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე, კარი გავაღე და მე და თიკომ მძიმე ჩანთა სახლში შევათრიეთ. თიკომ, ერთი შეიკუნტრუშა, გაქანდა და ოთახში მდგარ ფუმფულა დივანში ჩახტა, შემდეგ ქუდი წაიძრო და აღნიშნა, რომ ეს ნამდვილი სამოთხე იყო; მეც, ჩემდათავად მადლობა გადავუხადე ასეთი გულუხვი შეფასეფისთვის და ვთხოვე, რომ სანამ გათბობას არ ჩავრთავდი ქურთუკი არ გაეხადა. მან გაოცებით შემომხედა და იკითხა ამ უგაზობაში, თუ რა გათბობაზე ვლაპარაკობდი. სიმართლე გითხრათ, ჩემს მიერ, აგარაკზე დამონტაჟებული გათბობის სისტემას დაწვრილებით არ ვიცნობდი. ვიცოდი მხოლოდ მისი ჩართვა-გამორთვა და ის, რომ ამ სისტემის საშუალებით, რომელიც მზის ბატარიებზე მუშაობდა, ზამთარ-ზაფხულ ცხელი წყლით ვიყავი უზრუნველყოფილი და ახლად გაკეთებულ მსუბუქი რემონტის შემდეგ სახლში გაჩნდა რადიატორები და დუში, რაც აქაურობისთვის თითქმის ფანტასტიკა იყო. ყოველივე ეს თიკოს ავუხსენი და სამზარეულოს ბოლოში საკუჭნაოში ვრგე თავი, სისტემის ჩასართავად. ეს ჯადოსნობა, ხუთი წუთის ჩართულიც არ მქონდა, რომ სახლში ისეთი სითბო დატრიალდა, შუბლზე ოფლის წვეთებმა გამომასხა და ტანიდან სასწრაფოდ ყველა დასათბუნებელი ჩასაცმელი გავიძრე. გამახსენდა, რომ მანქანა ღიად იყო დავტოვილი და თიკოს შევთავაზე, ჩემს არყოფნაში რამით შეექცია თავი ან აივანზე გამოსულიყო და ზამთრის სუსხიანი, მაგარამ ძალზედ სუფთა ჰაერის მოციონი მიეღო, თავად, კი გასაღებების აცმას დავავლე ხელი და კოპწია კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. მანქანიდან მობილური, რადიო ტელეფონი, დათა პაპასთვის ნაყიდიდ სიგარეტი, ორი ბუხანკა პური ამოვიღე, ჩემი რკინის რაში საგულდაგულოდ ჩავრაზე და სახლისკენ მოვუსვი, მარტლა კაი გვარიანად ციოდა და არემარეს უკვე ბინდბუნდიც ეპარებოდა. ის იყო პირველ კიბეს შევდგი ფეხი, რომ დათა პაპას ხმა გაისმა: -, ჩამახველ მეზობელო, რა ჩამამიტან?!, - უკვე მიჩვეული იყო, სულ რაღაცა, რომ ჩამომქონდა. -, ვააა, კაი ხალხს სიცოცხლე, რას ჩამაგიტანდი, სიგარეტსა და პურსა, სხვა რამ გინდოდა კიდო?!, - ჩემი ჭკუით ადგილობრივ დიალექტზე წაველაზღანდარე რაღა და ადრესატისგან პასუხმაც არ დააყოვნა -, ეეე, ქალაქელო, ვერ მააწყე მოდაზე . . . . . , - მაგრამ ვინ აცალა ბილწსიტყვაობა, შვილიშვილმა ნანიკომ პირზე ააკრა ხელი და პაპაი დატუქსა: -, სუ გამოლენჩდი არა ამხელა კაცი, კაი ჩემი აღარა გჯერა და იმ ქალისა მაინცა არ გერიდება, - და პაპამისი ჩემი სახლის აივანზე გამოსული თიკოსკენ გაახედა. დათა პაპა, რმადენადაც მამაკაცებთან შეხუმრებულ კაცად ითვლებოდა, იმდენად იგი მანდილოსნებისადმი რაინდული თვისებებით ხასიათდებოდა და ამასთან დაკავშირებით სოფელში ათასნაირი ჭორი დადიოდა მის თავგადასავლებზე ადგილობრივ, თუ მეზობელი სოფლების ოჯახიან და ქვრივ დედაკაცებთან, რითიც ის სასწაულად ამაყობდა. -, აუფ, ეს როგო შევრცხვი ჰა, მაპატიე შვილო, რაღაც ვერ დაგლანდე, ბოლო დროს თვალის ჩინი მამაკლდა ეს ოხერი, ესა და ხო იცი მოხუცებულობა არაა ადვილი საქმე, - ხმამაღლა, ჩემდა გასაგონად მიმართა მან თიკოს. -, რას ამბობ პაპა, რა გჭირთ ჩემი საპატიებელი, ჯანმრთელად იყავით და აბა შაირი ქვეყანაზე ვის აუკრძალავს, - პასუხი დაუბრუნა ფისუნიამ, გურული კალანდაძე არ იყო, რა შეეშლებოდა! -, კაი მეგობარი გიპოვია ბიჭო ხო იცი, ასეთი ლამაზი გოგო, ამოდენა ხნისა შავიყარე და იშვიათად თუ მინახავს, ჰაი დედასა შვილო, აბა მაგის ხნისა ვიყო, მაშინ ვნახავდი ერთი, როგორ გაუმკლავდებოდი ჩემს მზერასა ჰა, მაგასა კიდე ბედი ჰქონია შენნაირი რო შაახვედრა ღმერთმა, ჰოდა უნდა მოგხედოს და მოგიაროს კიდეცა მაშა! აბა ჭკუით იყავით ბალღებო, თორემ ეს ჩემი შვილისშვილი ფანჯრიდან მიმათრევს და მეძახის, ამხელა კაცს ტვინი გამოგლევიაო და ვეღარ ვეურჩები, ძალა აღარ მყოფნის ბავშვებო, - მოხუცური თბილი სიცილით გამოგვძახა მან ღია სარკმლიდან, შემდეგ კი დააყოლა სიგარეტი და პური მიმეწოდებინა, სამაგიეროდ რაღაცის მოცემას დამპირდა, მივხვდი, ეს წესით მისი ნაქები ჭაჭა უნდა ყოფილიყო. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ჩია კაცისგან, ასეთი საჩუქრით სოფლის მამაკაცების უმრავლესობა ვერ დაიტრბახებდა, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო და მეც ამ რჩეულთა სიაში ვირიცხებოდი, ასეთი იყო დათა პაპასთან ჩემი რეიტინგი. მე სწრაფად გავაღე შუა ღობე, მისი სახლის კიბეებზე ოცი წლის ბიჭივით ავირბინე და ჩამოტანილი პური, სიგარეტთან ერთად ნანიკოს გადავეცი. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ნანიკომ პატარა ბავშვივით ქეჩოში ჩამავლო ხელი, თიკოსკენ გამახედა და მითხრა: -, ის არის? ნახე რა ლამაზია თოვლის მტვერზე! ასეთი შედარება პირველად გავიგე და, რომ დავუკვირდი ეს გოგო მართალიც იყო. თიკოს ოქროსფერ კულულებსა და მთელს სხეულს, გაჩირარდნებულ აივანზე თოვლის ბუნთულა ფიფქები წვრილი ალმასებივით ეფინებოდა, მას ხელები ცისკენ ჰქონდა აშვერილი, ხოლო ხელის გულებით ფიფქების დაჭერას ლამობდა და შეიბყრობდა თუ არა რომელიმეს, პატარა ბავშვივით, სიხარულისგან კისკისებდა, საოცარი სილამაზე იყო გაოგნებული ვიდექი. -, ადე ბიჭო მიხედე მაგ ქალსა, რას ჩამაეყინე ჩემს კიბესა, მიდი, მიდი!, - ვითომ წამამხნევა ნანიკომ და მხარზე ხელი დამიტყაპუნა, აბა, აქაო და შენ იციო! მეც თითქოს მის “ბრძანებას” ველოდებოდი, მყის მოვწყდი ადგილს და ორიოდ წუთში მოკისკისე თიკოს გვერდით ვიდექი. -, მოგწონს ჩემი მამული?!, - ვკითხე მას. -, ფანტასტიურია, მსგავსი სამოთხე ჯერ არ მინახავს, რა ბედნიერი ვარ, რომ წამომიყვანე, - მიპასუხა მან, მხურვალედ მომეხვია და მთხოვა, - ცოტა ხანს ასე ვიყოთ რა! -, შენი სიტყვა ჩემთვის კანონია დედოფალო, ვიყოთ რა, - ვუპასუხე და საპასუხოდ მეც მაგრა ჩავიკარი ჩემი ოცნების ანგელოზი. ასე, ათიოდე წუთი ვიდექით და მეც დიდი ყურადღებით ვათვალიერებდი ჩემს ადგილ-მამულს, თითქოს აქ პირველად ვიყავი. სიმართლე გითხრათ აქ ზამთარში ჩემი ვიზიტი მართლა პირველი იყო, მანამდე ზაფხულში კი შესაძლებლობის ფარგლებში, რემონტს ვაკეთებდი და შედეგიც სახეზე გახლდათ. წიგნის ჰონორარით, შენაძენი ეს ჩემი კოპწია სახლი ძალიან მომწონდა. ის მე, მინდა აღვნიშნ თავის “ფირმა” ავეჯიანად მეპატრონისგან, რომელიც კაზინოში თამაშისგან ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული და სასწრაფოდ თავანი ჰქონდა ჩასატანი, სულ რაღაც სამი ათას ევროდ ვიყიდე. სახლი დიდი არ იყო, მაგრამ მოხერხებული, ოთახების ძალზედ კარგი განლაგებითა და მანსარდაში მოწყობილი ორი საძინებლით, რომელთა ფანჯრებიც სახურავში გადიოდა და მეტალოპლასტმასისგან იყო დამზადებული, ქვედა სართულზე კი დიდი სასადილო ოთახი, საძინებელი, სამზარეულო და ვანა-ტუალეტი იყო განლაგებული. მე, მაინც მანსარდა მიზიდავდა, ვინაიდან თუ მის საშუალო ზომის აივანზე გახვიდოდი თვალწინ დიდგორის ველი იშლებოდა, ხოლო სამხრეთით ენით აუწერელი ბუნება. მოქეიფე “სასტავსაც” მეტი რა გვინდოდა, აბა აქ იშლებოდა პურ-მარილები თუ იშლებოდა, ითქმეოდა ლექსები, ძველი და ახალი, სიმრერები ხო მთებს აზანზარებდა. მერე კაცო რა ბახუსი, რის ბახუსი, რასაკვირველია თუ ადამიანი მაიმუნს არ დაემსგავსებოდი! უქეიფობის პერიოდებში, კი რასაკვირველია ასეთი ჩავარდნებიც მქონდა, აქ ჩდომას და ლექსის წერას რა სჯობდა, მე შენ გეტყვი და ყოველივე ამის მაცქირალს მუზა არ მოგიფრინდებოდა?! მოკლედ ჩემს სტიქიაში ვიყავი რა! ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ვიგრძენი, რომ მეც და თიკოც ნელ-ნელა ყინულის ლოლოებს ვემსგავსებოდით. -, სიცოცხლე, ძალიან ყინავს არ გამიცივდე, მოდი შინ შევიდეთ კარგი!, - შევთავაზე ჩემს კოხტა ქალბატონს, რომელიც ისე იყო შეციებული, რომ კბილებს აკაწკაწებდა და სულ კანკალებდა. იგი მყის დამთანხმდა და ორივემ სახლს ვდურთეთ თავი, თუმცა იქაც იგივე გამყინვარება დაგვხვდა, გათბობა არ ჩართულიყო. ელდა მეცა, თიკოს ჩემი დათბილული ქურთუკი მოვახურე და საკუჭნაოსკენ გავქუსლე, სადაც გათბობის ჩამრთველი იყო განთავსებული, თუმც სანერვიულო ვერაფერი აღმოვაჩინე, უბრალოდ მეორე სათადარიგო ვინტილის გადაწევა დამვიწყნოდა და ტონანახევრიანი თერმოსი სისტემას ცხელ წყალს ვერ აწვდიდა, იგი მყის მუშა მდგომარეობაში მოვიყვანე და თიკოსთან გავედი, რომელიც სიცივისგან მობუზული დივანში საცოდავად მიკუნტულიყო, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ავდექი და გვერდში მივუჯექი. ათიოდე წუთში სახლში ისეთი სითბო დატრიალდა, ადამიანს ტანთ ყველაფრის გაძრობა მოუნდებოდა. წამოვდექი და თერმომეტრს დავხედე, ოცდაორი გრადუსი იყი, სახლისთვის სრულიად ნორმალური ტემპერატურა. თიკო აღარ კანკალებდა და ცოტა აზრზე იყო მოსული, მეტი რა მქონდა საქმე, გვერდში მივუჯექი, ხელი გადავხვიე და მაგრა მივეხუტე. მანაც იგივეთი მიპასუხა და ტკიპასავით მომეკრა. Aსე ცუმად ათიოდე წუთი ვიჯექით, სანამ მან პირველმა არ დაარღვია სიჩუმე და არამოილუღლუღა: -, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ხომ არასდროს მიმატოვებ? -, არა ჩემო სიცოცხლე, არც შენ და არც სალოს! სალო, მისი ხუთი წლის, მომხიბლავი გოგონა იყო და ძალიან ვუყვარდი, მეც ძალიან მიყვრდა იგი, ხან რას ვჩუქნიდი და ხან რას, აბა სათამაშოები, ჩასაცმელიო და რა ვიცი კიდევ რა, განსაკუთრებით ჩემს მიტანილ შოკოლადებს ელოდებოდა, რომელსაც შემდეგ, ხალიჩაზე ფეხმორთხმული ერთად შევექცეოდით, თიკო მეუბნებოდა ამ ბავშვს კბილები, რომ გაუფუჭდეს იცოდე სულ შენი ბრალი იქნებაო. მოკლედ, ამ პატარა ანგელოზს, როგორც შემეძლო ისე ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა, როგორც ყველაფერი, ისე გამოჩენილი ყურადღებაც არანორმალურად გადაჭარბებული მქონდა და ეს, ბავშვის ჩემზე ისეთი მოკედლების მიზეზი გახდა, რომ წამისვლისას ტირილს იწყებდა და ძლივს ვაწყნარებდით. რა ვქნა ასეთი ნატურა მაქვს, საშუალო არაფერი მაქვს, არც სიყვარული და არც სიძულვილი. -, ჰო, ვიცი სალო, რომ ძალიან გიყვარს, დედა ვარ და ვგრძნობ, რომ არ თამაშობ, მაგრამ არც კი იცი მას როგორ უყვარხარ, შენზე პირდაპირ აბოდებს ბავშვი, შენ ჩემი ნამდვილი შვილი, მისი კისკისი და ღიმილი დამიბრუნე და ამ ამაგს ვერაფრით გადაგიხდი, - ცრემლნარევმა მომმართა მან. -, ძალიან გთხოვ ამ თემაზე მეტი არ დამელაპარაკო, არ მსურს შენგან მსგავსი სისულელეების სმენა და ბოლობოლო გაიგე რა, რომ მე ამას ძალით არავინ მაკეთებინებს, ეს მხოლოდ ჩემგან გამომდინარეა და ისიც დაიხსომე, რომ ჯერ არ დაბადებულდა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც რამის გაკეთებას მაიძულებს, “ვსიო”, გეყო ეხლა ამ ლამაზ საღამოს ანგელოზის დარი თვალების ცრემლით დანამვა, - ნახევრად მკაცრად ვთხოვე მას. -, კაი, კაი არ გამიბრაზდე ფისო, ყველა ეს იდიოტური აზრი ხომ იცი გადაჭარბებული სიყვარულისგან მომდის, ხომ არ მიბრაზდები?!, - ტუჩებმობზუკულმა პატარა ბავშვივით მკითხა მან. მე, ძალად გაბრაზებული სიფათი შევკერე თავი მაღლა ავწიე და პასუხი დავახანე, რაც თიკომ თავისთავად ვერ აიტანა, მთელს ტანზე შემომეხვია და ახლა უკვე ყურში ჩამჩურჩულა: -, ნუ მიბრაზდები რაა ფისო, ხო არ ბრაზობ? მითხარი რა რამე. -, ვერაფერს გეტყვი პასუხად, შემიძლია მხოლოდ სიყვარულისგან გადაგსანსლო, - სიცილით ამოვიხავლე და ორივე ერთმანეთს მთელი გრძნობით გადავეხვიეთ.
. . . . .
ისე მინდა ცოტა ხანს სიუჟეტს მოვწყდე და ცოტა თიკოზეც მოგითხროთ რამე. იგი, დედისერთა, ოჯახის იმედო გოგო იყო და ალბათ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ ანებივრებდნენ და აფოფინებდნენ მშობლები, მისი შეუსრულებელი ნატვრა არ არსებობდა, მაგრამ მამამისის მკაცრი ხასიათიდან გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნული ნებივრობა, თავხედობასა და გარყვნილებაში არ გადაზრდილა. მამისი - ბატონი აკაკი კალანდაძე საამშენებლო კომპანია “დევიXXI”-ის პრეზიდენტი იყო და საკმაო კაპიტალსაც ფლობდა, ასე, რომ ოჯახში რაიმე გაჭირვებაზე საუბარიც კი ზედმეტია, დედა, მეტად სათნო ადამიანი - ქალბატონი მაგული მგალობლიშვილი გახლდათ, რომელიც მთელი დღე პატარა სალომეს დევნასა და სადილების კეთებაში ატარებდა, სურდა, რომ ოჯახში ყველა ნასიამოვნები და გემრიელად გამოკვებილი ჰყოლოდა. ცხოვრებით კი ეს ოჯახი მიცკევიჩზე, რა არის დაუჯერებელი და რვა ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, “ცარსკიე ხარომის” ვეძახდი. თავად თიკო, როგორც ზემოთ ვთქვი, ასეთი ოჯახების შვილების უმეტესობისგან განსხვავებით, მეტად თავმდაბალ ადამიანს წარმოადგენდა. იგი სპეციალობით ბიოლოგი იყო და მიკრობილოგიის კვლევით ცენტრში მუშაობდა, აქ ის დროსაც კლავდა და მის გარშემო ნისლივით ჩამოწოლილ იმ არცთუ სასიამოვნო გარემოს გაურბოდა, რაზეც ეხლა შეიტყობთ. ოცდაორი წლის ასაკში, თურმე ერთი სიპფატიური, მაგრამ მაგარი ახვარი მასტი გადაკიდებია. მისი სახელი და გვარი ნიკუშა რაზმაძე, გახლდათ, თითქოს ბევრი არაფრის მთქმელი, თუმცა თავის დროზე თურმე მთელი საბურთალო აწიოკებული ჰყოლია, აბა ჩხუბები და დაჭრებიო, აბა რეკეტი და სროლებიო და რა ვიცი კიდევ რა, მოკლედ ტიპი “ბეზპრედელშჩიკი” ყოფილა რაღა; ბოლოს, როგორც ასეთ პერსონაჟებს სჩვევიათ ხოლმე და ნაძარცვ-ნაყაჩაღარი ფული აღარ იციან სად წაიღონ წამალზე შემჯდარა. ერთხელაც მას თიკო და მისი დაქალი ბარში გაუცვნია, რის შემდეგაც საშველს აღარ აძლევდა, აბა ძვირფასი საჩუქრების მირთმევა და ასი ვარდის სახლში ატანა და ბევრი ისეთი კომბინაციები, რომელთაც ქალი ბოლო-ბოლო ჭკუიდან გამოჰყავს ხოლმე, მოკლედ ამ კაცმა ტავის საქმე ხუთიანზე იცოდა. მამამისის ამბავი, რომ გაუგია პირდაპირ დორბლები წამოსვლია და ახლა გააუთკეცებია შრომა-მოღვაწეობა. Bოლოს არ ვიცი და არც მაინტერესებს როგორ მოუხერხებია თიკოსა და მისი მშობლების დაყოლიება. ასე შექმნილა კიდევ ერთი თავიდანვე მკვდრად შობილი ქართული ოჯახი. ბატონ აკაკის, ახლად დაქორწინებულთათვის საჩუქრად, იქვე საბურთალოს ქუჩაზე, თავიანთთან ახლოს ოთხ ოთახიანი ბინა უყიდია და თავიდან ბოლომდე გაუწყვია, ეს იდიოტი კი თავის კომპანიაში მოუწყია სამსახურში, თვეში ათას ლარიანი ხელფასით, მოკლედ კაცმა მარტო შეიშნე და იცხოვრე რა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ მკვდარს მარტო სამარე გაასწორებსო, ჰოდა ამ ნიკუშას საქმეც ეგრევე დატრიალებულა. თიკოს სამსახურში ყოფნისას ბინაში ნარკომანი ძმაკაცების ამოჰყავდა და იწყებოდა წამლის ხარშვა, ჩხერვა; მოკლედ ამ ახვარმა საკუთარი სახლი “პრიტონად” აქცია. ეს არაკაცი იმ დონეზეც დაეშვა, რომ ლომკის დროს თიკოს უმოწყალოდ ცემა დაიწყო, არ ინდობდა, არ იშურებდა არც მუშტს და არც წიხლს, აიძულებდა მამამისისთვის ფული გამოერთმია და წამლის ბარიგისგან მისთვის “ჩეკი” მოეტანა, უბრალოდ ნორმალური გონებისთვის სიტუაციის წარმოდგენაც კი ჭირს. ბოლოს თიკოს ყოფა, აუტანელი გახდა და ის იძულებული გახდა ყველაფერი მამამისისითვის მოეყოლა, გაცოფებულმა ბატონმა აკაკიმ ამ მოძალადეს, მთელი საქმის რჩევებისა და იარაღის ტრიალის შემდეგ სახლიდან აახვევინა, თიკოსთვის კი ოჯახური ბენიერების წუთები ექვს თვეში დამთავრდა და უკვე ხუთი თვის ფეხმძიმე ისევ სახლში დაბრუნდა, იმ წყეულ სახლში გაჩერებაც კი აღარ უნდოდა. მამამისმა ის მიაყიდა და თიკოს ამჯერად ვაკეში, ფალიაშვილზე, ახლად აშენებულ სახლში ხუთ ოთახიანი ბინა უყიდა და გუწყო, მაგარამ მარტო საცხოვრებლად არ უშვებდა, რამეთუ იცოდა, რომ მარტო გაუშვებდა თუ არა, ის ახვარი მიადგებოდა. ცხრა თვის თავზე ულამაზესი სალოც გაჩნდა და მთელმა ოჯახმა ისევ ბედნიერად, ერთად განაგრძო ცხოვრება. ალბათ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ თიკოს და სალოს არაფერი მოაკლდებოდათ, თუმცაღა თიკომ, ასეთი გადატანილი სულიერი და ფიზიკური ტრავმების შემდეგ სიცილისა და ხალისის უნარი დაკარგა, სულ ჩაფიქრებული და სევდიანი იყო, მეგობრებშიც იშვიათად დადიოდა, არც მასთან სურდა ვინმეს ხილვ, ხოლო ღამ-ღამობით მისი საძილედან ქვითინის ხმა გამოდიოდა, რომელიც ხშირად ისტერიკით და დამაწყნარებელი ნემსებით მთავრდებოდა. შვილის ასეთ მდგომარეობაში მხილველს, ბატონ აკაკის, დანა არ უხსნიდა პირს, ხოლო ქალბატონ მაგულის სულ ცრემლი ჰქონდა თვალებზე. ამის გაძლება აუტანელი გახდა და ოჯახურმა “ვეჩემ”, საკუთარი შვილი ხელში, რომ არ ჩახმობოდათ, თიკო სამსახურში, ზემოთ ხსენებულ მიკრობიოლოგიის ცენტრში განამწესა. შხვათაშორის გარემოს ცვლილებამ მასზე დადებითად იმოქმედა, ტელევიზორის ყურებაც დაიწყო, იღიმოდა და სალოსთვისაც იცლიდა ხოლმე. შედეგით ყველა კმაყოფილი იყო და ოჯახმაც ცხოვრება შედარებით მსუბუქად განაგრძო, თუმცა იყო მომენტები. ღოდესაც თიკო ხანდახან საკუთარ თავში იკეტებოდა ხოლმე, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდებოდა, ყველა ცდილობდა აღნიშნული, ყურადღების მირმა გაეტარებინა. ასე გავიდა ექვსი წელი, სანამ თქვენი მონა-მორჩილი არ გამოჩნდა ამ მომხიბლავი გოგოს ცხოვრებაში. ყოველივე კი შემდეგნაირად მოხდა: ოცდაორი სექტემბრის გრილი საღამო იდგა. ნუცუბიძის ქუჩაზე ახლობელთან რაღაც საქმე მქონდა და იქიდან ვბრუნდებოდი. ახლად ნაყიდი “ჯიპით” რესპუბლიკური საავდმყოფოსაკენ, საშუალო სიჩქარით ვმოძრაობდი. მე თვითონ ვერაზე ვცხოვრობ და ჩემთვის, თითქოს უფრო ოპტიმალური, საბურთალო-ვაკის მიმართულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაგიგიათ ალბათ, “სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი”-ო და მეც, რატომღაც ეს მარშრუტი ვარჩიე. რესპუბლიკურ საავდმყოფოს ჩასახვევთან არ მისული, მანქანის წინა საქარე მინას, უცებ ვიღაც შემოასკდა. ცივმა ოფლმა დამასხა და მომენტალურად დავამუხრუჭე, მანქანა ადგილზე გაქვავდა და ეს ამოუცნობი მფრინავი არსება ხუთი მეტრით წინ გადავარდა. ავტოდან სასწრაფოდ გადმოვხტი და გადასროლილი სხეულისკენ გავქანდი, ეს შარი მიდოდა?! ორ წამში, მუხლდაჩოქილი ვიღაცი უგონო სხეულს ვედექი თავზე, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, ასეთი ცოდვის დადებას მტერს არ ვუსურვებ! დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ეს უგონო მდგომარეობაში მყოფი, ოცდახუთი-ოცდაშვიდი წლის გოგონა იყო, რომლის გახეთქილი შუბლ-წარბიდან სისხლი ჩანჩქერივით მოასხვდა და სამოოსი სულ დაფხრეწვოდა. აფხაზეთის ომში, ამერიკელების მიერ გამოწვრთნილ სპეცდანიშნულების რაზმ “კობრა”-ში ვმსახურობდი და სისხლი და ექსტრემალურ სიტუაციებთან მომენტალური ადაპტირება ჩემთვის ჩვეული საქმე იყო, მაგრამ ის ომი იყო, აქ, კი ჩემს მიერ დასახიჩრებული, სისხლში ამოთხვრილი, უგონოდ მწოლიარე, ახალგაზრდა გოგონას სხეული მქონდა თვალწინ, მაგრამ გამოცდილებამ არ მიღალატა და ყველაფერი უცებ რეფლექსების დონეზე ამუშავდა, თვითმობილიზაციის პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ჩამერთო. პირველ რიგში ტყავის ქურთუკი გავიძრე და გოგონას ტანთ გადავაფარე, რათა ძლიერი სისხლდენისგან ორგანიზმი არ გადაციებულიყო. მას სასწრაფოდ თავი წამოვუწიე, კისრის მალები თითებით მოუშინჯე და სახის ჭრილობები დავუთვალიერე. ეტყობა მანქანიდან გადმოსროლისას ასფალტისთვის დაერტყა თავი და გვარინი სიღრმის ნახეთქები ჰქონდა, სწორედ იქიდან მოასხვდა სისხლი, მაგრამ რაც მთავარია ყველა კისრის მალა მთელი ჰქონდა. კისერზე სისხლის არტერიაც უცემდა ე.ი. ცოცხალი იყო, მაგრამ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, საშიში იყო შიდა დაფარული სისხლდენა არ ჰქონოდა. რა თქმა უნდა ძალზედ გამიხარდა ამ გოგონას ამქვეყნიურობა, მაგრამ მის გადასარჩენად დაუყოვნებლივი მოქმედება იყო საჭირო, ვინაიდან სისხლდენის გაჩერება არაფრით არ ხერხდებოდა! უცებ უცნობმა გოგომ თვალები გაახილა, მისი ტკივილით სავსე, ნაღვლიანი იასამნისფერი თვალები შემომაციმციმა და ოდნავ გასაგონი ხმით მთხოვა: -, ძალიან გთხოვთ მიშველეთ, გამიყვანეთ აქედან! შემდეგ კი თვალები კვლავ მილულა და გონება დაკარგა. Mისმა თხოვნამ ძალზედ გამაკვირვა - რა ფრონტის ხაზია, საიდან მთხოვს გაყვანას?! - გავიფიქრე ჩემთვის, თან ინტუიციამ, რომელიც საშინლად მაქვს განვითარებული, რაღაც ცუდი მიკარნახა, თუმცა იმ წამს ვერ გამეგო რა საშიშროებას უნდა დავლოდებოდი. ინტუიციამ მომენტალურად თავდაცვითი რეფლექსი ჩართო და გონებას ახალი პროგრამა მიაწოდა: ხიფათისგან ამ საცოდავი არსების, საკუთარი თავის გადარჩენა და პოტენციური მოწინაღმდეგის ნეიტრალიზება, ლიკვიდაცია იქნებოდა ეს, თუ უბრალოდ მისი მწყობრიდან გამოყვანა ამ წუთში ჩემი გონებისთვის აზრი არ ჰქონდა, რაც მთავარია მექანიზმი უკვე გაშვებული იყო, საღოლ ამერიკელებო! მთავარი ის არის, რომ ყოველივე ზემოთ აღწერილი წამებში ხდებოდა და ეს რაღაც ნახევარ საათიანი დროის მონაკვეთი არ გეგონოთ. საბედნიეროდ, ყველაფერს ნათელი მალევე მოფინა. Gარშემო ხალხი შემოგვხეოდა, ზოგი დახმარებას მთავაზობდა, ზოგი კი მილიციაში წათრევით მემუქრებოდა. დიდი ბოდიში და ყველა ფეხზე მეკიდა, მუხლებზე მდგომი, მოსალოდნელი საფრთხის დასაფიქსირებლად გარშემო სივრცეს გაფაციცებით ვაკირდებოდი. ამ საფრთხემაც არ დააყოვნა, უცებ დავინახე, თუ ჩემს გარშემო შეკრებილ მასას, უშვერი გინებითა და არაადამიანური ყმუილით, როგორ ჯიქურ მოაპობდა ერთი ტყიური, თმაგაბურძგნული, დაფხრეწილ ჯინსის ქურთუკში გახვეული, დაახლოებით იატაკის ჯოხის სისქისა და წონის მქონე “როჟა”, ამ ორგანიზმს მე სხვას ვერაფერს ვუწოდებდი. ამ კრეტინის მოსაგერიებლად, მუხლებზე აიკიდოს თავდაცვითი პოზა შევარჩიე, პირდაპირ ჩემზე, თუ წამოვიდოდა ერთ ილეთში “ტრუპი” იყო, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც არჩეული პოზიციიდან გვერდზე გამიხტა და ამ საცოდავ გოგოს ზედიზედ ორჯერ, მთელი ძალით მუცელში წიხლი ჩაარტყა, თან ისეთი უშვერი სართუელებით აგინებდა, ამხელა კაცი ვარ, რა არ გამეგონა და მსგავსი საზიზღრობა არასდროს, თან გაჩერებასაც არ აპირებდა. გარშემო მყოფი საზოგადოება კი აღშფოთდა, მაგარამ აბა ვის ჰქონდა ორი თავი ამ შიზოიდთან დაეჭირა საქმე, ეს კრეტინი კი აგრძელებდა თავის სრულიად უკონტროლო სიგიჟეებს და ამ საცოდავ გოგოს წამლის ან ფულის გაჩითვას სთხოვდა. თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი, ეს რა ხდებოდა?! ამ ორომტრიალში იასამნისფერთვალება გოგონა ეტყობა ოდნავ გონს მოვიდა, ამჯერად უკვე ცრემლიანი თვაელბით შემომხედა და მუდარით მთხოვა: -, მიშველეთ, გადამარჩინეთ, ძალიან გთხოვთ! -, დაწყნარდი გენაცვალე, ყველაფერი კარგად იქნება,- მივუგე პასუხად დამამშვიდებელი ხმით, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და მარჯვენა საფეთქელთან ნაგლეჯი ჭრილობიდან სისხლი მოვწმინდე. ზუსტად ამ დროს თითებში ამ ახვრის მოქნეული წიხლი არ მომხვდა, გავგიჟდი საფეთქელში უმიზნებდა პირდაპირ ამ საცოდავს. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო და ჩემმა გონებამაც წამსვე მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება გასცა, მანქანა ჩართო. ფეხზე წამოვდექი და მომხდურს ჯერ სიტყვით შევუტიე: -, გამჩენი არ გასვენებს არა შე ნაბოზვარო შენა, ეხლავე აქედან თუ არ გააჯვავ ღორივით დაგკლავ. ამ სიტყვებით გაოცებული მომხდური იდიოტის სახით მიყურებდა, ვერ გაეგო ვინ ვიყავი “ძაღლი”, თუ მასზე გიჟი. ასე, ორიოდ წამი მიყურა და უცებ შეტევაზე გადმოვიდა, მეც არ დავიბენი და კონტრშეტევაზე წამოსულს სახეში ისეთი წიხლი მივაზილე, რომ მომენტალურად გაუსკდა წარბი, იქიდან სისხლმა იხუვლა ვიღაცის მანქანას მიენარცხა და ნოკაუტში ძირს გაერთხო. ამ დროს ვიღაც მსგვსი, მეორე ორგანიზმის ხმა გავიგე: -, ნიკუშ, ბიჭო ეს რა გიქნა ამ ახვარმა ბოზიშვილი ვიყო! რომელიც გინებით ჩემსკენ მოიწევდა. ამ ახვარს ჩემამდე სამიოდე მეტრიღა ჰქონდა დარჩენილი, უცებ კურტკიდან ყამა გააძრო და მოსაკლავად წამოვიდა, ხალხის მასამ შეჰკივლა. მე რაპირასავით გამოქნეულ დარტყმას სხარტად გავეცალე და ვინც აიკიდოს აზრზეა “შიხონაგეს” ილეთით მკლავი სამ ადგლზე გადავუმტვრიე, თანაც ისე, რომ ძვლები ხორცებს ზევით ჰქონდა ამოსული, შემდეგ კი მივვარდი და კისრის მოტეხვა დავუწყე, მის გადამტვრევამდე წამის მეასედიღა მაშორებდა, რომ ერთი თეთრ წვერა კაცი მომიახლოვდა, მითხრა ეგ მაგად არა ღირსო და განზრახვაზე ხელი ამაღებინა, მეც მოვეშვი ამ სირაკოზას და ცოცხალი დავტოვე, მოხუცს დავუჯერე და კარგიც ვქენი, თუმცა, რომ მიმოვიხედე მისი კვალი ვერსად აღმოვაჩინე, გამქრალიყო, ძალზედ გაოცებული ვიყავი; მაგრამ ვინ გაცალა გაოცება, ახლა ეს ვიღაც ნარკომანი ნიკუშა გამომენთო, ხალხმა ისევ შეჰკივლა. ამ ცირკს დიდხანს ვერარ გავაგრძელებდი, ეს კრეტინი ისევ მოძრაობაზე დავიჭირე, ხელი ხელით დავუჭირე და საკუთარ ინერციას ისეთი ძალით გავაყოლე, რომ ტროტუართან მდგარი “ჟიგულის” წინა საქარე მინა შევატანინე, შემდეგ თვითონაც წამში იმ მანქანსთან გავჩნდი და ამ არაკაცის, “პარპლიზის” ნამსხვრევებით დასახიჩრებული სახე, საშინელი დარტყმებით კალოშს დავუმსგავსე, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ მას სახე აღარ ჰქონდა, მე კი ექსტაზში ვიყავი შესული და საერთოდ მისი დაბრედვა მქონდა განზრახული. ხალხის მასიდან ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა მოიაზრა რაც მქონდა ჩაფიქრებული, მომვარდა, უკნიდან მომქაჩა და ამ ნახევრად “ტრუპი”-სგან მთელი დავიდარაბითა და აყალ-მაყალით უკან გამათრია, დღემდე მადლიერი ვარ მისი, თუმცა არ კი ვიცი ვინ იყო. მომენტალურად აზრზე მოვედი, მიმოვიხედე, ვიღაც ქალი სველი პირსახოცით სახეს და ხელებს მიწმინდავდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი სჩანდა. თავს დავხედე, კინაღამ გული წამივიდა, თავიდან ბოლომდე სისხლში ვიყავი ამოთხვრილი, თან იმასაც მივხვდი ჩემი, რომ საკუთარი არ იყო, ასე ადვილი გასასაღებელი არ გახლდით. ხალხის ერთი ნაწილი, “ჟიგულის” კაპოტზე დაგდებულ, იმ ვიღაც ნიკუშას უგონო სხეულს დასტრიალებდა, რომელიც სისხლის გუბეში იწვა, მეორე ნაწილი, ტროტუართან დაგდებულ ხელდასახიჩრებულს მისეოდა, რომელიც უხამს გინებას არ ამთავრებდა, ამ დროს ერთი კომიკური რამ მოხდა, ეტყობა ერთ ხანში შესულ ქალბატონს ყელში ამოუვიდა ამ არამზადას სმენა და უცებ გაუგონარი წყევლა-კრულვით მივარდა ამ ვითომ ძველ ბიჭს და ყავარჯნით ზუსტად მოტეხილ ადგილებში დაუნდობლად დაუწყო ცემა, ხალხი ძალზედ გახალისდა, თმცა, როდესაც ამ ქალბატონმაც გადაამლაშა, იგივე საზოგადოებამ ძლივს მოაცილა სამმსხვერპლოს, მეც გამეღიმა. უცებ გოგონა გამახსენდა. მიმოვიხედე, რესპუბლიკურიდან სასწრაფო უკვე ამოსულიყო, მისტვის წვეტოვანი ჩაედგათ და საკაცით მანქანაში უპირებდნენ შესრიალებას. მყის მისკენ გავეშურე, მივუახლოვდი, თუ არა მისი ულამაზესი თვალები შემომანათა და თავისკენ მიხმო. ხალხმა გზა გამიხსნა და გოგონასთან დაუბრკოლებლივ მივედი, რაღაცის თქმა სურდა, დაიხარეო მანიშნა,. მეც დავიხარე და ყური ლამის ტუჩებთან მივუტანე, მან მისავათებული ხმით ჩამჩურჩულა: -, დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მე და ჩემი სალომე, მთელი ჩემი შგნებული ცხოვრება თქვენი მოვალე ვიქნებით. გაკვირვებისგან თავი წამოვწიე და მას ზევიდან დავაცქერდი. ამ საცოდავისთვის სახიდან სისხლი მოეწმინდათ და ახლაღა შევამჩნიე მისი ულამაზესი სახე და ცისფერი თვალები, ასე, რომ შემომციცინებდნენ სახეში. მე მის სახეზე დავიხარე, ჩემდაუნებურად შუბლზე ვაკოცე და გავეხუმრე: -, არაფერს შენ შემოგევლე, მიჩუქნია შენთვის ეს სიცოცხლე, ხოლო ვალი არ გამაგონო, თუ გინდა იაპონურ ტრადიციებს დაემორჩილე და ამ დღიდან შენი სული, ცხოვრების ბოლომდე, როგორც შენი გადამრჩენელი ჩემი საკუთრება იქნება და მე ვიცი, როგორი პატივითაც მოგხედავთ შენც და შენს სალომესაც, შენი შვილია ალბათ ხო?! მან, თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა, ხელი ხალს ჩამჭიდა და თვალებით, საავადმყოფოში წაყვანას მთხოვდა. უკნიდან რაღაც ბუბუნი შემომესმა, კარგად, რომ გავარჩიე ცნობისმოყვარე, გარშემორტყმული საზოგადოება გაყოლას მიბრძანებდა. მე იმ ორი ახვრისკენ გავიხედე სისხლში, რომ ცურავდნენ. ეს, რომ ერთმა ჭარმაგამ კაცმა შემამჩნია, ჩემთან მოვიდა და ყველას გასაგონად მითხრა: -, შვილო ეგენი შენი ყურადღების ღირსები არ არიან, შენნაირი ვაჟკაცები ციხეში არ უნდა ისხდნენ, შენი ადგილი ასეთი ლამაზი გოგოების გვერდითაა, რა იცი იქნებ შენი ბედიც ეგ იყოს,- შემდეგ ხალხს შეუტრიალდა და მოუწოდა, - ეგრე არ არის ხალხნო, რა უნდა ამ არაკაცების გულისთვის ციხეში, ხომ დავეხმაროთ?! საზოგადოებამ დადებითი ყიჟინით შეაფასა მამაკაცის მოწოდება და მირჩია, პოლიციის მოსვლამდე სასწრაფოდ გავცლოდი აქაურობას.
|