'ჩვენ ხომ სულის სიღრმეში, ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ წუთებში, ენით აუწერლად მარტონი ვართ'
'ჩაუღრმავდით უბრალო, პატარა, სხვებისთვის შეუმჩვეველ ნივთებს, რომელნიც, შესაძლოა, მოულოდნელად დიადნი და უსაზღვროდ მნიშვნელოვანნი გახდნენ'
'გიყვარდეთ სხვა ადამიანებში უცხო, განსხვავებული სახის სიცოცხლე'
'ადამიანის ადამიანისადმი სიყვარული ალბათ ყველაზე ძნელი ამოცანაა, რაც კი განგებას დაუწესებია ჩვენთვის'
'ნამდვილი სიყვარული არის საბოლოოს მიზანი შესაძლოა საბოლოო მისიაც, რომლის აღსრულებასაც ადამიანთა სიცოცხლე ჯერჯერობით არ ჰყოფნის'
'დაკარგულად ნუ ჩათვლით იმ დიდ სყვარულს, რომელიც ბავშვობაში გარგუნათ ბედმა; ეგება სწორედ მაშინ მწიფდებოდა თქვენში ის დიდი, კეთილი აზრები და სურვილები, დღეს რომ გასულდგმულებენ. ვფიქრობ, თქვენს მოგონებებში ეს სიყვარული იმის გამოც ჩაიბეჭდა ასე ღრმად და უფლებამოსილად, რომ ის თქვენი პირველი დიდი სულიერი მარტოობა, თქვენს ცხოვრებაში აღსრულებული პირველი სულიერი საქმე იყო'
'სწოედ მაშინ, როცა ვწუხვართ, რაღაც ახალი, რაღაც უცნობი რამ შემოდის ჩვენში, ყველა გრძნობა შიშით მუნჯდება მის წინაშე, უკან იხევს და წარმოიქმნება - სიჩუმე. ეს ახალი და ყველასათვის უცნობი კი დგას შუაგულში და დუმს'
'ვინ იცის, ეგებ ჩვენი ცხოვრების ყველა ურჩხული მეფის ასულია, ჩვენს სიმამაცესა და სიკეთეს რომ ელის. ეგებ ყველაფერი საშინელი და შემზარავი - თავის სიღრმეში მხოლოდ უმწეო და საწყალი რამ არის, შველა რომ სწყურია ჩვენგან'
'აღივსეთ მოთმინებით, რათა გაუძლოთ ყოველივეს და იმ უბრალოებით, რაც რწმენას სჭირდება, უფრო მეტად უნდა მიენდოთ სიძნელეებს და თქვენს მარტოობას ამ ხალხმრავლობაში, საერთოდ კი აცალეთ ცხოვრებას საკუთარი გზით იდინოს. მერწმუნეთ, ცხოვრება მუდამ მართალია'
რაინერ მარია რილკე /წერილები ახალგაზრდა პოეტს/