უკოზი არასერიოზულია მართლა, არ გეწყინოთ.
ჩემს სუბიექტურ, მაგრამ ალბათ სავსებით კომპეტენტურ აზრს მოხახსენებთ:იმედია, ყველამ იცით ეს
http://www.the-leaky-cauldron.org/უსერიოზულესი საიტია. მაგრამ ჩვენსას მივხედოთ. საიტის კეთებისას რამდენიმე რამეს აქვს მნიშვნელობა (ჩვენს შემთხვევაში)
1. დიზაინი უნდა იყოს სუფთა a la Hogwarts ან რამე ეგეთი. უნდა იყოს ჩართული საინტერესო დამატებებიც
2. საჭირო მასალებით უნდა იყოს დატვირთული. სტატიები უნდა ეწეროს გამართული ქართული ენით და არა ეგეთით - 'ჰრაი პტოერი და სიკვდილის საჩუქრები არს მეშვიდე დ ძაალიაან მგაარი წიგნი ჰარი პოტერზე'
3. ეს უაზრო რეკლამები და პოპუპები არ უნდა იყოს. ვირუსებს ატარებენ ეგენი (პოპაპები). რეკლამა შეიძლება იდოს (რომელიც შიგნით იქნება ჩასმული) და არა პოპაპი
4. საიტის კონცეფცია ზუსტად უნდა გქონდეთ არჩეული. მაგალითად, მენიუში უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განთავსებული არა ფილმებთან, არამედ წიგნებთან დაკავშირებული მასალა + ინფორმაცია ჯოანა დეიდაზე. ფილმები საერთოდ მეორეხარისხოვანია.
5. რუსულ ჰოსტზე მართლა არ უნდა იდოს ეს საიტი. თუ რამე სერიოზული გინდათ, შეკრიბეთ ფული და იყიდეთ ქართულზე. დომენი უკვე გაქვთ, თვეში 1 GB ადგილი კი (უცოზის მაგივრად ქართულზე) 7-10 ლარი დაგიჯდებათ (ქართულ სერვერზე).
6. ნიუსები განახლებადი უნდა იყოს. იქნება ეს წიგნთან თუ ფილმთან დაკავშირებული ამბავი.
7. ფორუმი აუცილებელი არ არის (თავდაპირველად). ჯერ შეაჩვიეთ ხალხი საიტს. იყოს ჩართული რეგისტრაცია, მაგრამ ფორუმი არ იყოს გააქტიურებული. მომხმარებლებმა ახალ ამბებზე კომენტარები დაწერონ.
8. კარგად ახსენით, რა ხართ და ვინ ხართ (საიტის შესახებ-ში). გირჩევთ, 12 წლის ბავშვების შთაბეჭდილებას ნუ დატოვებთ, მაქსიმალურად ზრდასრული ადამიანის ენით დაწერეთ ტექსტები, უფრო სერიოზული ხალხის შთაბეჭდილებას დატოვებთ + იმის იარლიყი არ გექნებათ, რომ თინეიჯერული საიტია და მარტო მოზარდები კითხულობენ როულინგს.
ეს მხოლოდ ზოგადად.. 
იმედია, ადეკვატურად მიიღებთ რჩევებს და ოდესმე გაითვალისწინებთ.
This post has been edited by Roverandom on 7 Jun 2009, 12:38