იმდენი იძახეს, ადამიანს სიკვდილის მერე ვაფასებთო, ეს რა ჭირი გვჭირსო, რომ მართლა დაიკარგა ხალხი, აღარ პოსტავენ თითქმის

ერთი ამბავი გიამბოთ მინდა
(მაშინაც, ახლაც საათია შვიდი).
ეს, როცა მოხდა სულაც არ წვიმდა,
არც ქარიშხალი ყოფილა დიდი.
ვიღაცა გოგოს, ვიღაცა ბიჭი
ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე.
დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი,
მოკლედ შეთანხმდნენ, რომ ზუსტად შვიდზე.
მას არც ციოდა და არც ცხელოდა.
ყმაწვილი იყო საოცრად მშვიდი,
რადგანაც საათს რომ დასცქეროდა,
წუთები აკლდა, არ იყო შვიდი.
სამაგიეროდ ღელავდა მტკვარი
(თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ფლიდი),
აზვირთებული იყო ვით ხარი...
აჰა, შესრულდა კიდევაც შვიდი.
ბაბუაჩემიასე ამბობდა:
,,ახალგაზრდებმა დაკარგეთ რიდი''.
გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა.
შორს ჩამოსტოვეს წუთებმა შვიდი.
ბიჭი აკივლდა ცრემლმორეული!
- ყველა მას სტოვებს, ღალატობს, გარბის.
როდემდე იყოს ასე ეული?
შვიდს ვინღა ჩივის - ცხოვრება გადის.
რა შუაშIა ამ ლექსში სამი?
- გეტყვით: დათვალა, თავს უთხრა ''მიდი''
მტკვარში გადახტა და მისი გვამი
იპოვეს, დილის რომ გახდა შვიდი.
ერთ რამეს გეტყვით, ნუ დაიბნევით:
ვინ გაექცევა - რაც უწერია...
თურმე წინა დღეს დადგენილებით
საათი უკან გადუწევით.
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.