როგორ არ შეიძლება...
ჩემი აზრით, როცა ადამიანს "ჰარი პოტერი" შედევრად მიაჩნია, მაგრამ ვერ იგებს "მანანა თევზის ამინდს" , ეს ნიშნავს, რომ იგი, როგორც მკითხველი დიდად არაა განვითარებული
თუმცა, თუ ჰარი პოტერზე შენი აზრი კი არ გამოთქვი, არამედ უბრალოდ თეორიულად თქვი, მაშინ მომიტევე...
"ბანანა თევზის ამინდს" რაც შეეხება:
სიმორ გლასი იბრძოდა ომში, ნახა უამრავი საშინელება, როგორ იბრძოდა და თავს წირავდა ხალხი იმათ გადასარჩენად, ვინც უყვარდათ...
დაბრუნდა უკან და რას ხედავს: მისი ცოლი თურმე სულაც არაა იმის ღირსი, რომ ვინმეს მისთვის თავი გაეწირა, იგივეს ამჩნევს თითქმის ყველა სხვა ადამიანსაც...
ყველა საოცრად ყალბია, ყველა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე...
მაგალითად: მისი ცოლი სიმორს მხოლოდ იმიტომ იცავს, რომ არ უნდა, დასვენება ნაადრევად შეწყვიტოს, თუმცა დედას ეუბნება, რომ "სიმორი მოჭკვიანდა"...
ასეთ მდგომარეობას სიმორი თითქოსდა შეეგუება, მაგრამ უცებ გაიცნობს პატარა გოგონას - სიბილს, რომელშიც ხედავს ყველა იმ დადებით თვისებას, რომელიც ასე აკლია მის ახლოს მყოფ ადამიანებს და რომელთა დანახვაც ასე მოენატრა მას...
მაგალითად: სიმორი ამბობს, რომ სიბილს უხდება ლურჯი საცურაო კოსტუმი, არადა ის ყვითელია... (სიმბოლიზმში ლურჯი, ცისფერი ფერი სიწმინდის, სისუფთავის აღმნიშვნელია)
მაგრამ სიმორი უკვე შეჩვეულია იმას, რომ ადამიანებში სიყალბის მეტი აღარაფერია და მას უჭირს შეეგუოს იმას, რომ თურმე სისუფთავე, სიწმინდე რეალობაში არსებობს...
მისი შერყეული ფსიქიკა ამას ვერ უძლებს და სიმორი თავს იკლავს...
რაც შეეხება ბანანა თევზის მეტაფორას: იგი სიმორს ასახავს, რომელიც 'მშიერი", სიკეთესა და სიწმინდეს მონატრებული "დაცურავდა", აღმოაჩინა სიკეთით სავსე "დარანები" (სიბილი) და დაეწაფა მას, თუმცა ვერ გაუძლო ამას და სიცოცხლე დაკარგა...
ბოდიში, ცოტა ქართულის თემას თუ დაემსგავსა ჩემი ნაწერი