თეფში
უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, ჩემმა მეზობელმა გოგონამ (ერთობ სიმპათიურმა, სხვათა შორის) სახლში დამპატიჟა თავისთან - თეფში უნდა დავატრიალოთო. მე გამეცინა , რადგან ძალიან ურწმუნო ვიყავი და ზუსტი მეცნიერებების გარდა , არაფერი მწამდა. (ახლა იმ ჩემს ურწმუნოებაზე მეცინება)
- არ მჯერა, - ვუთხარი დიანას.
- - მოდი და დაიკერებ, - მითხრა და გამიღიმა.
დამაინტერესა და მივედი.
ჩააბნელეს ოთახი და დახაზულ მაგიდას შემოვუსხედით . ნინომ თეფში ამოატრიალა , სანთელზე მოატარა და ასევე დადო მაგიდის ცენტრში. ორ-ორი თითო ოთხივემ დავდეთ და ნინომ წამჩურჩულა - ბებია თუ გყავსო . კი- მეთქი - თავი დავუქნიე.
- რა ვქნათ?- ჰკითხა ნინომ დიანას.
- -ერთი ბებია მყავს მხოლოდ, -ვთქვი მე
- - ოო! -გაუხარდათ გოგოებს.
მამუკამ ჩუმად ჩაიცინა.
-დავიწყოთ, ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო ნინომ - ხმაური არ იყოს!
- სული უნდა გამოვიძახოთ, - დაიწყო ისევ ნინომ. - დათოს ბებიავ, თანახმა ხართ თუ არა შეკითხვაზე გვიპასუხოთ?
- ინტერვიუა? - ვიკითხე მე
- რა არასერიოზული ხარ, თავიდან უნდა დავიწყოთ, -გაბრაზდა ნინო.
- მორჩა, ჩუმად ვარ! - მოწაფესავით დავპირდი და ხელები ავწიე.
- სულო, თანახმა ხარ თუ არა გვიპასუხო?
ყველანი თეფშს მივაშტერდით . მერე ერთმანეთს გადავხედეთ.
- თანახმაა, - ვთქვი მე.
- - შენ რა იცი?
- - დუმილი თანხმობის ნიშანია.
- - რა არასერიოზული ხარ, ასე არაფერი გამოვა, -ისევ გაბრაზდა ნინო . მეც კიდევ ერთხელ ავწიე ხელები და სულ გავჩუმდენი - მეთქი დავპიდი.
ნინომ ერთხელაც გამოიძახა ბებიაჩემის სული და თეფში დაიძრა ...
მე ძალა არ დამიტანებია , ფაქტია მამუკა ნადირაშვილს ჩემზე მეტად გაუკვირდა თეფშის მოძრაობა , ნინოს და დიანას გაეცინათ (თვალებზე შევატყვე ღიმილი) არაფერი უთქვამთ , მაგრამ მივხვდი რისი თქმაც უნდოდათ რატომ არ გჯეროდა თეფში რომ დატრიალდებოდაო. სიმართლეს სად წაუვალ და ნამდვილად არ მჯეროდა.
თეფში ნელ - ნელა გასრიალდა კუთხისკენ და ისრით პლიუსთან გაჩერდა. დიანამ ამიხსნა რაშიც იყო საქმე - ბებიაჩემის სული თანახმა იყო ჩემთან ესაუბრა.
- ჰკითხე რამე? - მითხრა ნინომ და თეფში ისევ მაგიდის ცენტრისაკენ გააცურა.
ასეთ შემთხვევებში, ძირითადად , სიყვარულის შესახებ ეკითხებიან, მაგრამ მაშინ მე, მსგავსი გრძნობა, საერთოდ არ მაწუხებდა და უცებ ვერაფერი მოვიფიქრე.
- ნიშანზე ჰკითხე, - გადაულაპარაკა მამუკამ დიანას.
- - დათო პირველ გამოცდაში რას მიიღებს? - ჰკითხა დიანამ.
თეფში ახლაც ნელა დაიძრა. მე წინასწარ ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა. ბებიაჩემს ძალიან ვუყვარდი და ჩემთვის ერთი ხუთიანი როგორ დაენანებოდა. თეფში მართლაც ისრით მიტრიალდა და სადაც არაბული ”ხუთი” ეწერა იქ გაჩერდა.
- მომილოცავს, მოწყობილი ხარ, - თქვა ნინომ და ხელი ჩამომართვა. - მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთი შეკითხვა დავსვი:
- თბილისის ” დინამო”თუ გახდება წელს ჩემპიონი?
ოთხივემ საჩვენებელი თითები ფრთხილად შევახეთ თეფშს და პასუხს დაველოდეთ, მაგრამ თეფში , რატომღაც არ დაიძრა.
- დაიღალა ალბათ და იმიტომ არ გვპასუხობს, -თქვა დიანამ.
- - ასე უებ რა დაღლიდა, ფეხბურთში ვერ ერკვევა , ალბათ. სხვა რამე ჰკითხე - მომიტრიალდა მამუკა.
- -თეფში იქნება უხარისხო , თორემ ბებიაჩემი ფეხბურთის სპეციალისტი იყო, კიროვის ბაღიდან ძლივს მოგვყავდა ხოლმე სახლში, - მეწყინა მე
- უხარისხო რა ჭირს ამ თეფშს, -გადაირია ნინო - დედაჩემს ძლივს გამოვართვი, ფრანგული ჭურჭელია.
- - ფრანგული თუ იყო , თავიდანვე ვერ მითხარით - წამოვდექი მე.
- რა იყო? -გაიკვირვა მამუკამ.
- - როგორ თუ რა იყო, ბებიაჩემის წმინდა სულს კაპიტალისტურ ნაწარმტან რა საერთო აქვს, - ვთქვი მე და კარი გავაღე.
- - რა არასერიოზული ხარ, - მითხრა მშვიდად დიანამ.
- არასერიოზული კი არა, დებილია - დააზუსტა ნინომ - ყველაფერზე ხუმრობა როგორ შეიძლება?
მე გავიცინე და საერთო მადლობა ვთქვი კომპლიმენტებისათვის. გამოვუხურე კარი და წამოვედი.
არ გამიმართლა თეფშმა. მე კი მჯეროდა, საყვარელი ბებია , მხოლოდ ფრიადს რომ მისურვებდა, მაგრამ უნივერსიტეტში არავინ დამიჯერა, ხუთიანი რომ მეკუთვნოდა . კი ვუთხარი გამომცდელს, მიმიღეთ და ვისწავლი-მეთქი, მაგრამ არც ეგ დამიჯერეს. შენ ახლა არ გისწავლია და მერე რაღა უნდა ისწავლოო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე , გამომისტუმრეს და აღარ მიჯაჯგურია. ყველა თეფშიც და ჭიქაც გვერდზე გადავდე და წიგნი მოვიმარჯვე , ამხელა კაცი უსწავლელი ხომ არ დავრჩები?
)earth
Alan Leruaრისი მადლობა ..
მე მემახსოვრება და თუ რამე გავიგებ შეგატყობინებ