ჩემში იწვის და ბორგავს ყოველი
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს
ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი
გემუდარებით აღმომაჩინეთ
აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა
იქნებ ვშრიალებ თქვეს წინ ჩინარად
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა
იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი
ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი
გემუდარებით აღმომაჩინეთ
ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთები
ნაზი ქარშავა ტალღებს აცინებს
მალე ჯებირებს გადმოვდინდები
გემუდარებით აღმომაჩინეთ
თუ არ ვცდები მწერალთა კავშირის წევრია რუსიკო

მე ეს ლექსი მიყვარს მაგრად, მოსმენილი მაქვს როგორ კითხულობს თავის ხმით და ცრემლებს ვერ ვიკავებდი...
თელავში არის ერთი ტაძარი
შუამთა ქვია ტაძარს სახელად
დგას შეკაზმული ვით პატარძალი
ღვთის სადიდებლად ცოდვილთ სამხელად
ეზო დიდია ვითა ღვთის კალთა
ბუნება არის მართლაც ზღაპარი
ახლოს, სულ ახლოს ტაძრის ჭიშკართან
მოსჩანს ობოლთა თავშესაფარი
ამ ბავშვებს ჰქვიათ რომ ვთქვათ ობლები
ვისზეც უფალმა უკვე იზრუნა
სულყველასა ჰყავს რომ ვთქვათ მშობლები,
მშობლები, შვილნი რომ მოიძულა
დაბაჯბაჯებენ როგორც ბელები
გოგო ბიჭები სამი წლისები
ზოგნი დამსხდარან როგორც ბერები
ზოგს სიმწრისაგან თვალზე სდის ცრემლი
აგერ ლამაზი კოხტა ბიჭუნა
მარაოსავით რომ ხრის წამწამებს
განმარტოებით რად დადის ჩუმად
თვალთაგან ცრემლი რად მოსწანწკარებს?
სცემა აღმზრდელმა, ძილში დასველდა
პურის ნატეხი ეპყრა ცივ ხელში
ვკითხე - პატარავ სადა გყავს დედა?
დედაჩემია - იქა, ციხეში/
გული დამეწვა, სიმწრით ავტირდი
მე ადამიანს მეტი რა მექნა
ფიქრში სულყველას მშობელსა ვსჯიდი
ქრისტე კი მათთვის ჯვარზე გაეკრა
დიდება ქრისტეს რომ ის ღმერთია
და ის არა გვგავს ადამიანებს
გვიხმობს, გვეძახის ტკბილად მესია
ცოდვას გვაცლის და გულს დაგვიამებს
მოდით ცოდვილნო ყველა ღმერთში და
იფიქრე, მერე არ დაგვიანდეს.