აბა თქვით ახლა, განა არ არის ეს მოდერნი?
ბუზის სიკვდილიmorning
ისევ გაჩნდნენ ჩვენს ქალაქში უშნო ბუზები,
ახლა, ამ წუთას, დახურულ მინებს ისეთი გამეტებით ურახუნებს თავს დიდი ბუზი
ისეთი თავგანწირვით ცდილობს ოთახში შემოფრენას,
რომ მას ნამდვილად ვიღაცა მოსდევს.
კი გავუღებდი ბუზს ფანჯარას, შემოვუშვებდი,
მაგრამ რა ვიცი, რა ჯიშის ძაღლის სკორედან არის ამოფრენილი
ან საერთოდ მე რა ვიცი ვინ მოსდევს უკან,
მერე კიდევ იმ ვიღაცას უნდა ავუხსნა,
რატომ შემოვუშვი ოთახში ბუზი,
დიდი ხანია ვიცნობ ამ ბუზს, თუ მე მას პირველად ვხედავ...
evening
უნამუსო სიცივეა გარეთ...
სულ ტყუილად არ შემოვუშვი ის ბუზი დილით
შესცივდებოდა
და გდია ახლა ალბათ საცეცებდაკრუნჩხული
ფრთებდაფშეკილი
მიცვალებული...
არადა, დილას ალბათ ქუჩებში სკორედან სკორეზე დაბზუოდა,
მზეს შეჰხაროდა
night
ჩავიცვი და დავიხურე
და მივდივარ იმ ბუზის საძებნელად
დილით ჩემს ფანჯრებს თავს რომ ურტყამდა
ის იმსახურებს დაასაფლავონ ისე
როგორც ზურმიხტისფერთავიან ბუზს შეჰფერის
დავასაფლავებ იმ ფიჭვის ძირში,
სადაც ყოველ დილას
რძისფერი ლაბრადორი ოქროსფრად შარდავს...

This post has been edited by ameliamelia on 12 Feb 2011, 00:25