ძალიან კარგად ვიცნობ თქვენს გამომცემლობას, წიგნებსაც, ლოგოსაც, პროექტებსაც

თუმცა არამარტო თქვენსას, ზოგადად, ამ სფეროს

რაც შეეხება სახელს

ზემოთ აღნიშნეს და ვეთანხმები, რომ ინგლისურენოვანი და თან ორსიტყვიანი სახელი არ იქნება მომგებიანი.
”დიოგენე” უკვე ბრენდია. თან მარტივი და ყველასთვის ნაცნობი სახელია. გამომცემლობას რომც არ იცნობდეს, მაინც სიბრძნესთან ასოცირდება.
თან ლამაზი სიტყვაა

ლოგოს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობაც და მაღაზიაც ერთი ბრენდი პროდუქტი იქნება, ლოგოს მოდიფიკაცია პრობლემა არ იქნება (თუმცა დასაწუნიც არაფერი აქვს).
ახალ პროექტებზე რომ თქვით, ეს სიახლეები ლოგიკურად გააგრძელებს უკვე განხორციელებულ პროექტებს და ძალიან მომგებიანი იქნება ”დიოგენესთვის”.
”დიოგენეს” დარქმევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იყოს მომგებიანი, თუ მხოლოდ გამომცემლობასთან მიბმულის ასოციაციას დატოვებს. მაგრამ ზემოთაც აღვნიშნე, სწორი მარკეტინგის შემთხვევაში ეს პრობლემა არ იქნება.
მე მგონია და ვფიქრობ, არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ასე კომპლექსურად უფრო კარგად გამოჩნდება დიოგენე როგორც მაღაზია და როგორც გამომცემლობა

”დიოგენე” უკვე ბრენდია და მგონი მის ინტერესებშიც შედის, რომ მაღაზია მის ერთ-ერთ პროექტად დაფიქსირდეს

გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს