ახალი წიგნის მაღაზიის გახსნას მივესალმები, ძალიან მიხარია. იმედია კონსულტანტები ყველა მყიდველს პოტენციურ ქურდად არ აღიქვამენ და ზურგს უკან არ გაჰყვებიან ყოველ ნაბიჯზე. ასევე არც ჯეიმს ჯოისი არ აერევათ ჯეიმს ჰედლი ჩეიზში. მყიდველი როდესაც კონკრეტულ წიგნს მოითხოვს, ერთი მეორეს არ გასძახებს ეს წიგნი სად დევსოjava[ertad]script:add_smilie(":)")
რუსული და უცხოური (მათ შორის გერმანული) ლიტერატურა თუ იქნება ორიგინალში, ძალიან კარგს იზავთ

ყველა მაღაზია სავსეა ინგლისური წიგნებით, აი ჰესე, გოეთე, გრასი, რემარკი, ბროხი და სხვა მწერლები კი იძულებული ვარ გერმანიაში შევუკვეთო.
კარგი იქნება თუ თარგმნით თანამედროვე და არათანამედროვე მწერლებსაც, რომელთა ნაწარმოებები ჯერ ქართულ ენაზე არ გვაქვს. ამით ბევრი მყიდველის გულს მოიგებთ.
ყველაზე მთავარი კი - ფასები

ნუ დაადებთ შეუსაბამოდ მაღალ ფასს, როგორც ეს თბილისის სხვა წიგნის მაღაზიებშია.
რაც შეეხება სახელს, ,,ინდიგო"-ზე უცებ ინდიგო ბავშვები და იისფერი რასა გამახსენდა

სახელთან დაკავშირებით გვჭირდება ერთგვარი სმარტ-იდეა

სახელი უნდა ჟღერდეს ლამაზად და იყოს ადვილად დასამახსოვრებელი. შეიძლება 2 სიტყვისგანაც შედგებოდეს, მაგალითად ავიღოთ თუნდაც პროსპეროს წიგნები, სულაც არ ჟღერს ცუდად

მაგრამ ,,დიოგენეს წიგნები" არ გამოვა აშკარად, მიმბაძველობაში დაგვადანაშაულებენ

ჩემი აზრით, ჯობია ავიღოთ მხოლოდ ,,დიოგენე", რადგან ძალიან ლამაზად გაჟღერდება სარეკლამო კამპანიაში - ,,წიგნის მაღაზია დიოგენე გეპატიჟებათ, წარმოგიდგენთ და ა.შ. ადვილად დასამახსოვრებელია, როგორც ზემოთ აღნიშნეს, ეს სიტყვა თავად სიბრძნესთან ასოცირდება. პატარებსაც უყვართ დიოგენეს ამბები

(ეხლა იტყვით ეს რა შუაშიაო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პატარებისთვის ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს

)
ასევე კარგს იზავთ, თუკი მაღაზიის რომელიმე კუთხეში, სწორად შერჩეულ ადგილას მინიატურულ და ლამაზად გაფორმებულ კასრს დადგავთ (დიზაინის მოფიქრება შეიძლება). ეს სიმბოლურად იქნება დაკავშირებული მაღაზიასთან და პატარებსაც დააინტერესებს
ჰო კიდევ, დაგროვებითი ბარათები, საჩუქრები და სხვა წამახალისებელი აქციებიც გვჭირდება შიგადაშიგ
This post has been edited by iza on 11 Feb 2011, 13:00