თხრობის სტილია თავისებური.თავიდან გამიჭირდ,ა მაგრამ მერე ავუღე ალღო.
დასასრული აქვს საინტერესო

ქართულად მაქვს წაკითხული და არა უშავდა რა..დედაჩემს აჩუქა მთარგმნელმა ეგ წიგნი. კიდევ რამდენიმე მოთხრობაც იყო.
მარშალი ფევზი ჩექმექი ჩარჩა გუნებაში რატომღაც (ერთ-ერთი მოთხრობიდან) და მას შემდეგ რამდენჯერ დავინახავდი თურქული მაღაზიის ვიტრინაში გამოდგმულ ფრაიფურის კულას თუ რაღაც ასეთს, ზედ გამოსახული ულვაშა სამხედროთი, მაშინ ვფიქრობდი-ეგ ხომ არაა-მეთქი

"ფარული სახე" ამქვს კიდევ წაკითხული, მაგრამ იმდენად უვარგისი თარგმანია, რომ სულ დაკარგული აქვს ნაწარმოებს მთელი ღირსება (თუკი ჰქონდა ორიგინალში). გირჩევთ, ქართული თარგმანი არ წაიკითხოთ..
ისე, გულახდილად გითხრათ, ჯერ ვერ გავიგე, რა არის პამუკში ასეთი ჩანგლების გასაყრელი..არ ვიცი, შეიძლება, "მე მქვია წითელი", "თოვლი" მართლა ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ ზოგადად, მე მგონი უფრო ეგზიტიკის ამბავია მისი პოპულარობა. თურქული და ირანული კულტურა დასავლეთ ევროპისათვისაა უცნობი და უცხო (ჯერაც) და აქედან გამომდინარე, აჟიოტაჟსაც იწვევს..თორემ ჩვენ, ქართველებს, საუკუნობით გვქონდა კულტურული (რაღა მარტო კულტურული, აქედან ერთი გვწეწავდა და იქიდან-მეორე) ურთიერთობა და ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი რა უნდა იყოს ნეტავი.
კინოსაც ეხება ეგ, სხვათა შორის.
თურქული ლიტერატურა ითარგმნებოდა ქართულად (თურქოლოგები მაინც გვყავდა წესიერი) და გამოიცემოდა კიდეც ("არმაღანის" კრებულებში) და პამუკი მაგ ტრადიციების გამგრძელებელია, ასე ვფიქრობ...
2006-ში პამუკს რომ ნობელი გადაეცა, მაშინ მომიწია სტამბულის აეროპორტში გავლით ყოფნა. გაზეთები გადაჭრელებული იყო მისი სურათებით (სამწუხაროდ, ის კი ვერ გავიგე, იწონებდნენ თუ იწუნებდნენ, რადგან თურქული არ ვიცი). სამაგიეროდ, წიგნის მაღაზიაში უკვე მოესწროთ მისი წიგნებისატვის შესაბამისი ფასის დადება
This post has been edited by Solveig on 30 Jun 2010, 07:21
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!