პრინციპში მგონი არ დაშავდება არფერი ახლა რომ დავდო :
1) მოხუცი ქალი და მისი ქალიშვილი ისხდნენ სახლის წინ, როცა გზის ბოლოს უცნობი კაცი გამოჩნდა. მოხუცი ქალი სკამის კიდეზე გადაჩოჩდა და წინ გადმოიხარა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდა მიტოვებულ ადგილას ერთადერთ ქალიშვილთან ერთად და პირველად ხედავდა ამ უცნობს, ხვდებოდა, რომ ეს კაცი იყო მოგზაური და არანაირი საფრთხე არ მოელოდა მისგან. გოგონა კი შორს კარგად ვერ ხედავდა და აგრძელებდა თითებით თამაშს. კაცის გამხდარი ფიგურა ცალ მხარეს იყო გადახრილი, თითქოს ძლიერი ქარი აწვებაო; ეცვა შავი, კლასიკური კოსტუმი და ეხურა ყავისფერი ქუდი, რომელიც საერთოდ არ უხდებოდა. იგი მათ უახლოვდებოდა ნელი ნაბიჯებით და თან წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა.
2) ყველამ იცის რომ საგნებზე მიშტერება არც მათ მდგომარეობას შეცვლის, არც მნიშვნელობას და არც არსს . მეც ვიცი - საკუთარი სახლის რკინის კარის წინ რამდენი საათიც უნდა ვიდგე, არავინ გამიღებს - მაგრამ ვდგავარ. არც კარში გარჭობილი საშინლად თეთრი და ტკიცინა კონვერტი გაქრება სადმე . მე ის უკვე დავინახე. თვალები რომ ამოვითხარო მაინც დავინახავ. ვფიქრობ აღარასდროს მეცოდინება როგორ უნდა მოვიქცე, ჩემნაირებს ფრონტიდან ცოცხლებს არ უნდა უშვებდნენ, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ ტყვიას , შიმშილსა და სიცივეს, სახლის მიკეტილი კარისა და გამოსამშვიდებებელი კონვერტის წინაშე კი უძულრები ვართ. ზურგჩანთიდან წყალი წვეთავს და სველი ბეტონის სუნი დგება.
3) ჯულიანის დედას ექიმმა უთხრა, რომ ოცი ფუტით მაინც უნდა მოიკლოს წნევამ რომ დაუწიოს. და ყოველ ოთხშაბათ საღამოს ჯულიანს მიჰყავდა ის ახალგაზრდული ქრისტიანული საზოგადოების ადგილობრივი კლუბის სატანვარჯიშო დარბაზში. დარბაზი მუშაობდა კვირაში ერთხელ 50 წელს გადაცილებული მანდილოსნებისთვის, რომლებიც იწონიდნენ 160-დან 200 ფუნტამდე. ჯულიანის დედა იქ ერთ-ერთი ყველაზე ტანწერწეტა იყო, თუმცა უყვარდა თქმა, რომ ქალი თავის ასაკსა და წონას ყოველთვის უნდა მალავდეს. მას შემდეგ, რაც მოიხსნა აბრები - "მხოლოდ თეთრკანიანთათვის", დედამისი საღამოობით ავტობუსით მარტო აღარ მგზავრობდა, ხოლო რადგან ტანვარჯიში მისი ერთ-ერთი მცირერიცხოვან გართობათაგანი იყო (ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც, და რაც მთავარია -უფასოც) ის ჯულიანს შეახსენებდა რომ დედამისისთვის უნდა გარჯილიყო, მას ხომ ამხელა ამაგი ჰქონდა შვილზე. ჯულიანს არ უყვარდა, როცა ამას შეახსენებდნენ, მაგრამ ყოველ ოთხშაბათს მაინც იმარჯვებდა საკუთარ თავზე და დედა კლუბში მიჰყავდა. ქალი უკვე მზად იყო წასასვლელად, მხოლოდ ქუდს იხურავდა მისარებში სარკის წინ.
4) აუტანელი სიცხით გათანგული ღამე იდგა. სინქრონულად ბზუოდნენ ფრთებშემოღრღნილი ვენტილატორი და ოკიჩობის ნაპირებიდან საშოვარზე გამოსული გრძელფეხება კოღოები. ოფლში გახვითქული საიმონი მალიმალ ილოკავდა დაშაშრულ ტუჩებს და დროდადრო უმწეოდ აფათურებდა ხელს ნოტიო იატაკზე, სახრახნისმოგლეჯილი ვისკის მათარა კი საგულდაგულოდ შეცურებულიყო საწოლქვეშ.
5) თავიდანვე ვერ დავუდე გული ამ სამსახურს. მოსვლის დღესვე უთანხმოება მომივიდა ჩემი ქვეგანყოფილების უფროსთან და მიება ერთმანეთს უსიამოვნებები, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. -"ჩვენ ამას ასე ვერ დავუშვებთ!" ახლაც ყურებში მიდგას მისი გამკივანი, წვრილი ხმა და მოსვენებას მიკარგავს. არასოდეს მინანია დაუფიქრებლად გადაგმული ნაბიჯები, მაგრამ ახლა იმდენად მზად ვიყავი გასაქცევად რომ, დაუნანებლად მივატოვე ის აუცილებელი გროშები, რასაც აქ მუშაობაში მიხდიდნენ და უკანმოუხედავათ მივაშურე ჩემს ერთადერთ თავშესაფარს.
აბა, ბოდიში შეცდომებისთვის და ველოდები პმ-ებს