
მოკლედ
გამოიცანით ახლა ორიგინალი აბზაცი ზოლას "შემოქმედებიდან"
1. მატყუარა დასაწყისი იყო, რომ შთაგაგონებს და მერე დაიმალება.გგონია არ არსებობს, მოჩვენება იყო სულაც. ეძებ ყველგან , ყავის ჭიქაში,ზე ცაში, მეზობლის ფანჯრებში. ცარიელი სივრცე, სიჩუმე . არა და შთაგაგონა, წარმოიდგინე კიდეც, თითქმის ხელშესახებად- პატარა ბავშვი რომ მაგიდაზე კანფეტებს ეპოტინება ,თითის წვერებზე რომ დგება...მერე კუნთები ეჭიმება და ნებდება ისე.მატყუარა დასაწყისი -ცარიელი მაგიდა.
2. საღამოს მატარებელი მძიმედ ჩამოდგა ბაქანზე. ორ წუთში იქაურობა მატარებლიდან გადმოსული ხალხით გაივსო. ვის აღარ ნახავდით აქ - კარად ჩაცმულ პორტფელიან ბატონებს, ხელკავით რომ მოსდევდნენ ასევე კარად ჩაცმული შლიაპიანი ქალბატონები, ტვირთისაგან წელში მოკეცილ მეკურტნეებს, უხეშხელებიან გლეხებს თუ დაუდევრად ჩაცმულ სტუდენტებს.
3 .კლოდმა დიდხანს იარა პარიზის დიდ ბაზარში, მერე ვერა და ვერ იჯერა გული ღამის პარიზის ცქერით. ქალაქის თვითმმართველობის სახლს რომ მიადგა, კოშკის საათმა ორჯერ დაჰკრა. ივლისის სულისშემხუტველი სიცხე იდგა, უეცრად იელვა და ისეთი თქეში წამოვიდა, ისეთი მსხვილი წვეთები დაუშვა, დაბნეული კლოდი თითქმის სირბილით გაყვა გრევის სანაპიროს. სული ყელში ებჯინებოდა, ლუი–ფილიპეს ხიდს რომ მიუახლოვდა, თავის თავზე გაბრაზდა, სისულელედ მოეჩვენა, წყალმა როგორ უნდა შემაშინოსო და ხელების ქნევა–ქნევით ხიდი ნელა გადაიარა. თვალს ადევნებდა, ამ თავსხმაში გაზის ფარნები თანდათანობით რომ ქრებოდა და ყველაფერი წყვდიადში ინთქმებოდა.
4. ...არაფრით გამორჩეულს, იერი სძენდა ერთადერთ ღირსებას. მოუქნელი იყო და ვერასოდეს პოულობდა საჭირო სიტყვებს თავისი აზრების გამოსახატად. ასეთი იყო სოლფერინოს ბრძოლაშიც, მისი ხუმრობა ყოველთვის უადგილო იყო და რომელიმე კეთილმოსურნე თუ გაიღიმებდა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იშვიათად იყო. მიუხედავად გარეგნული სიტლანქისა, ომში ფიზიკურზე მეტად სულიერმა ბრძოლებმა დაღალა. ამას ვერასოდეს გამოხატავდა და ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა მის მდგომარეობას. "ღორები, ღორები...." - ახლაც ასე ჩაილაპარაკა, როდესაც გაახსენდა Fუანი. Fუანი იქ მისი ერთადერთი მეგობარი იყო, რომელიც უბრალო ჭრილობისგან გარდაიცვალა, სათანადო ყურადღების არარსებობის გამო
5. ის დილა მოულოდნელი სიურპრიზებით დაიწყო. თავიდანვე ვგრძნობდი რომ წინ არც თუ ისე სასიამოვნო რამ მელოდა. წვიმდა, როცა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მიყრუებულ და ჭუჭყიან ქუჩას დავუყევი, თან ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ უნდა გამეტანა თავი , როცა ჯიბეში მხოლოდ ორიოდე ლივრი მეყარა.
თამაშობენ
darialaSPCMathildaqeti-qetusiaაბა დაყარეთ
თქვენი ვარიანტები
ეგეც პმ ში
აქ არ დაწეროთ თორემ აზრიდ აეკარგება

ეგრევე ყველა მიხვდება პპასუხს
glavke კარგი შენ სემდეგ წიგნზე დაწერე თან წოტა მოვწესრიგდებით და ყველა ყველაფერს გაიგებს
მერე დროსაც დავნიშნავთ
ანუ ვადას რამდენ ხანში უნდ ადაწეროთ
ახლა უკვე გამოვაქვეყნე სხვები და აზრი აღარ აქვს
დაგფლუდავთ სემდეგ თემაზეც
This post has been edited by ფრენოლოგი on 1 Feb 2012, 19:35