საიდანაა ეგ?
ახალ სერიას არ ვკითხულობ ვაგროვებ
ისე გაუტია ამან სულ ხო
ავტორების ჩასვრას რაც შეეხება
ეს ძირითადად შეეხება სელესტიალების გამოჩენას და რამდენადაც ცოდნა მომცემს საშუალებას ავხსნი
რამოდენიმე ნაწილს გამოვყოფ
პირველი: X-Termination-ში თქვეს რომ უნივერსის დაბადებას დაესწრნენო სელესტიალები
ეს პირველ რიგაში იმიტომ არის შეცდომა, რომ სეუძლებელი inner multiversal არსებები ეტერნიტზე უფრო ადრე დაიბადნონ
ისტორიაში ნათქვამია, რომ წინა სამყაროს განადგურების შემდეგ გადარჩა მარტო გალანი, რომელიც გახდა რჩეული და დაევალა ბალანსის დაცვა სიკვდილსა და არსებობას შორის და არის force of nature რომლის განადგურება კატასტროფის ტოლფასია. (fantastic four - origin of galactus ერთი თავია და მანდ წერია)
ხელახლა დაბადებამდე იყო ობლივიონის ერა. ქაოსი და სიცარიელე მთელს მულტივერსში და ცხადია ამ პერიოდში შეუძლებელია რამეს ეარსება.
silver surfer -ის ერთერთ თავში eternity ამბობს, რომ celestial წარმოიშვნენ მისი სიზმრებიდან (ამას ხომ თითქმის სულ ძინავს) and from this meditation came as manifestation as celestials აქედან ვასკვნი რომ celestial ეთერნითმა შექმნა.
თუ სწორად მახსოვს infinity saga-ში იყო, ლივინგ ტრიბუნალი ეუბნება ეთერნითს რომ infinity gem-ის შეკრებამდე ის იყო ყველაფერი უნივერსში, უნივერსში კი celestial-ებიც იგულისხმება.
ეტერნალების უკანასკნელ ვოლუმში, ფულკრუმი ამბობს რომ მან შექმნა სელესტიალები/ჰორდე/ვოჩერები და დიდი აფეთქების შემდეგ ეძებს კომპანიონს და ტიამუტი აირჩია, რამდენადაც მძინარე სელესტიალმა მიაღწია ინდივიდუალიზმს.
აქაც ორი ვარტიანი შეიძლება გაიშალოს
1-ფულკრუმი არის ტოაა(ნამდვილი ღმერთი) და ტიამუტი გახდა მისი თანასწორი
ანუ გამოდის რომ აღნიშნული ღმერთი არ ყოფილა ნამდვილი omnipotence, რადგანაც ყოვლის შემძლე მარტო ერთი უნდა იყოს სამყაროში. თუნდაც გადავახტეთ ამ ლაფსუსს X-Termination ვნახეთ რა უქნეს ტიამუტს თანაც აქამდე სინისტერმა თავი ააცალა პირდაპირი მნიშვნელობით და თუ ესაა შემოქმედის თანასწორობის გამოხატულება კარგად ყოფილა საქმე
ვარიანტი მეორე- ფულკრუმი არის უბრალოდ მაღალი დონის აბსტრაქტი, ვთქვათ, ეთერნთის ერთ-ერთი მანიფესტაცია (როგორ პიმი, სტარკი და რიჩარდსია თავიანთ დარგებში). აქ აშკარაა ცუდ მწერლობა, რადგანაც არ შეიძლება ასეთი პერსონაჟის უბრალოდ შემოგდება და უპასუხო კითხვების დატოვება.
დავუშვათ იმის ალბათობა რომ, celestial-ის შესახებ ნახსენები ინფო სიმართლეა, მაშინ მივდივართ დასკვნამდე
თითოეული celestial მეტია ეთერნითზე და სხვა აბსტრაქტებზე \, მაშინ ff-ის mad celestial არკაში რატომ პირდაპირ არ ანადგურებდნენ სამყაროს?
თუ ესწრები სამყაროს შექმნას, იგულისხმება რომ ხარ არსება მულტივერსის გარედან, როგორცაა დორმამუ(ამაზე ბოლოს ვიტხვი ერთ ორ სიტყვას), Shuma-Gorath (http://marvel.wikia.com/Shuma-Gorath_(Earth-616)) , Living Tribunal (http://marvel.wikia.com/Living_Tribunal ) , Cyttorak (http://marvel.wikia.com/Cyttorak_(Earth-616)) ან თუნდა ბიონდერთა რასიდან
თუმცა ტრიბუნალის გარდა დანარჩენ სამთან დაკავშირებით არის გარკვეული კითხვები.
კომიქსებში ვნახეთ თუ რა გაქანების არსებები არიან ესენი (სამყაროთა განადგურება, რეალობის შეცვლა) ხოლო ამდაგვარი საოცრება celestial-ებს არ უჩვენებიათ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არსება არის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი მთელს ომნივერსში, celestial-ებს კი ყავთ ალტერნატიული რეალობის სასტავი. თუ წაიკითხეთ the thanos imperative, როდესაც canserverse-მა ომი დაიწყო (სამყარომ სადაც სიკვდილი მოკლეს და Many-Angled Ones-ს დაემორჩილნენ, რომლის ნაწილიც იყო უკვე ნახსენები შუმა-გორატსი) ვნახეთ, თუ რა უქნა შუმას ძალის პაწაწინა ნაწილით გაძლიერებულმა გალაქტუსმა 616-ის აბსტრაქტებსა და სელესტიალებს. ვხედავთ რომ შუმა მეტია celestial-ზე. თავის მხრივ შუმა ნაკლებია კიტტორაკზე
თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ სელესტიალების საცხოვრებელი ადგილი უცნობია.
ასევე, თეორიულად თუ დავუკვირდებით, შესაძლებელია რომ ადამიანურმა თეQნოლოგიამ თუ ძალამ დააზიანოს კოსმიური ღმერთები. ეს ნიშნავს რომ ჩვენ თანაბარ და ერთ განზომილებაში ვარსებოვთ (დაახლოებით კოღოს ნაკბენი ჩვენთვის), მაშინ როცა თუ მათი ზეუნივერსალური წარმოშობა სინამდვილეა, ვერ უნდა აღვიქვამდეთ, ვერ უნდა ვაზიანბდეთ და მითუმეტეს infinity gauntlet არ უნდა მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი ესენი მოხდა უკვე კომიქსში.
ახლა დააკვირდით, თუ როგორი შეუთავსებლობაა ერთდროულად გამოშვებულ კომიქსს შორის თუ X-Termination-ში სელესტიალები მაზაფაკერები არიან, uncanny avenger-ში დაჟანგული ნაჯახით კლავენ, გასაგებია, რომ ჯადოსნური და მაგიურია, მაგრამ სელესტიალების მეოთხე ჰოსტის დროს, სამმა ყველაზე ძლიერმა დედამიწელმა ღმერთმა (ოდინი, ზევსი, ვინშუ) ერთდროული შეტევით, არიშემი ვერც კი გაჩხაპნეს. შე დალოცვილო, ამ კომიქსს რომ წერ, შეათანხმე მაინც თუ რაზე უნდაა გააკეთო აქცენტი და რა დაწერო, კომიქსია მანგა ხომ არაა რომ მარტო შენ ქმნიდე ყველაფერს.
კვლავ X-Termination: აპოკალიპს ჯინ გრეი ებრძვის ისეთ არებებს, რომელთაგან ერთმა ტიამუტი გაიგდო.
ფენიქსის ავატარი რომ იყოს გასაგებია, მაგრამ დაკარგული აქვს ეს ძალები და როგორ ახერხებს ამას ნამდვილად საოცარია( ეს კოხორას ინტონაციით უნდა ითქვას).
თანაც ყველა აპოკალიპსის ძალის მატარებელი დაახლოებით თანოსის დონეც არ არის, სადღაც სერფერამდე ქაჩავენ, მეტს კი არა.
ან ის რა იყო, ილაიანამ დორმამუს9http://marvel.wikia.com/Dormammu_(Earth-616)) სულ ყველაფერი რომ ამოუტრიალა
თავისი განზომილების იქით კი სუსტდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ვიღაც ლიმბოელმა დაამარცხოს.
სატანიში, ერთ-ერთი ჰელლორდი რომელის მეფისტოფელის ძალისაა დორმამუმ შექმნა, დორმამუა დოქტორი სტრეინჯის მეტოქე, რომელის უდიდესი ჯადოქარი და უძლიერესი არტეფატების მფლობელია, ასე რომ ეს კიდევ ერთ ჩავარდნად უნდა მივიჩნიოთ ამ კვირაში.
ასე რომ, მთელი ის კოსმური იერარქია, რასაც სტენ ლი და ჯეკ კირბი რუდუნებით აშენებდა ახალი თაობის მწერლებმა ერთი ხელის მოსმით დაანგრიეს.
და ამას მე ვამჩნევ დამწყები მკითხველი, ხოლო გამოცდილი მარველისტი ხო გასაგებია რა დონის ხინჯს აღმოაჩენს.
კიდევ შემეძლო გამეშალა მაგრამ დამეზარა, თანაც ბრაზმა გადამიარა ცოტა
წერა მაშინ გენახათ, ესპანურ გუნდებს რომ მოეგოთ ლიგაზე.
პ.ს. გმადლობთ ყურადღებისთვის
პ.ს.ს. რაც დავწერე მაგის უმეტესობის სკანებიც მაქვს და შემიძლია დავდო არაა პრობლემა
* * *
Forrest 13თუ 1993 წლისას გულისხმობ, მაშინ მარტო ტორენტებზე
http://thepiratebay.is/torrent/6521511/ ეს გახლავს
სხვა რესურსებზე ვერ ვნახე
This post has been edited by thanos on 26 Apr 2013, 01:50