
შტორმი
პირველად გამოჩმნდა კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები. შექმნილია მწერალ ლენ უეინისა და ილუსტრატორ დეივ კოკრუმის მიერ. ორორო მუნრო ცნობილია არა მხოლოდ მარველის კომიქსებიდან, აგრეთვე ანიმაციური სერიებიდან, ვიდეო თამაშებიდან და სრულმეტრაჟიანი ფილმებიდანაც კი. ეს უკანასკნელი 20th Century Fox-ის ”იქს-ადამიანებია”, რომლის პირველი ნაწილი 2000 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე. შტორმს ფილმში ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი ქალი ჰალი ბერი ანსახიერებს.
ძალები და შესაძლებლობები:
შტორმი მეტად ძლევამოსილი ადამიანი მუტანტია, რომელმაც მრავალჯერ მოახდინა შესაძლებლობათა დიდი ნაწილის დემონსტრირება. უმეტესობა მათგანი დაკავშირებულია მის ზეთვისებასთან – მართოს ამინდი.შტორმი ფლობს გონებრივ შესაძლებლობას, მართოს ამინდის ყველა ფორმა ფართო დიაპაზონში. მას შეუძლია აკონტროლოს როგორც დედამიწის, ასევე სხვა პლანეტების ეკოსისტემა. შეუძლია გარემო ტემპერატურის, ნალექის ყველა სახის, სინესტის, სინოტივის კონტროლი, ელვისა და სხვა ელექტრომაგნიტური ატმოსფერული ფენომენის წარმოქმნა, ატმოსფერული წნევის კონტროლი, მეტეოროლოგიური შტორმის ყველა ფორმის წარმოქმნა, როგორიცაა: ტორნადოები; თოვლის ბუქი, კორიანტელი; ურაგანი; ნისლი. ასევე შეუძლია მსგავსი ამინდის გაფანტვა და ცის მოსუფთავება. ატმოსფეროს ამგვარი ზუსტი კონტროლის უნარი მას საშუალებას აძლევს წარმოქმნას ამინდის განსხვავებული ეფექტები: სურვილისამებრ შეუძლია ნალექის წარმოქმნა ატმოსფეროს ზედა ან ქვედა ფენებში, ტორნადოებისათვის მიმართულების შეცვლა, გარემომცველი ელექტრომაგნიტიზმის შესრუტვა და სხეულიდან ელექტრული ბლასტების სახით გატყორცნა, ადამიანებისა და სხვა ობიექტების გაყინვა, ატმოსფერული დაბინძურების გარდაქმნა მჟავა-ნალექებად და ტოქსიურ ნისლად. შეუძლია წარმოქმნას ქარის ნაკადი, საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ გაუძლოს მის წონას, ჰაერში აიტაცოს მისი სხეული და დიდი სისწრაფით ფრენის საშუალება მისცეს. მისი ჰაერის კონტროლის უნარი იმდენად დიდებულია, რომ შეუძლია ადამიანის ფილტვებში არსებული ჰაერიც კი მართოს, ამასთან ერთად, შეუძლია ადამიანის ყურისშიდა წნევის კონტროლი და ამ გზით მისთვის ტკივილის მიყენება. შეუძლია ნისლის, ძლიერი ბურუსის მეშვეობით გამოიწვიოს მზის სრული დაბნელება, წყვდიადი მის გარშემო, რაც მას უჩინარს გახდის. რამოდენიმეჯერ შტორმმა შეძლო ისეთი ბუნებრივი ძალების მართვა, როგორებიცაა: კოსმიური შტორმი, მზის ქარები, ოკეანის დინებები და ელექტრომაგნიტური ველი. მას აქვს უნარი, დაშალოს წყლის მოლეკულები ჟანგბადად და წყალბადად ელექტროლიზის მეშვეობით, რაც საშუალებას აძლევს ისუნთქოს წყალქვეშ. ღია კოსმოსში მას შეუძლია გავლენა იქონიოს თვით ვარსკვლავთშორისსა და გალაქტიკათაშორის სივრცეებზე.შტორმს შეუძლია შეცვალოს მისი ვიზუალური აღქმის უნარი იმ მიზნით, რომ დაინახოს სამყაროში მიმდინარე კინეტიკური, თერმული, თუ ელექტრომაგნიტური ენერგიის ცვალებადობა, რათა მართოს ეს ენერგია სურვილისამებრ. შტორმი მეტად მგრძნობიარეა ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების მიმართ, ასევე მისი გავლენა ამინდზე დამოკიდებულია და იცვლება მისივე ემოციების შესაბამისად, ამიტომ შტორმი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ემოციებს აქცევს, რათა არ გამოიწვიოს ამინდის მომაკვდინებელი ცვლილება. მუტანტს შეუძლია იოლად დააფიქსიროს სხვადასხვაგვარი ობიექტი განსხვავებულ ატმოსფერულ გარემოში, მათ შორის – წყალშიც. მისი სიახლოვე ბუნებასთან საშუალებას აძლევს შეიგრძნოს, მაგალითად, დაავადებული და მომაკვდავი ხე. ერთხელ მუტანტმა იგრძნო ურაგანის არასწორი მიმართულება ჩრდილო ნახევარსფეროში. გრძნობს გრავიტაციულ სტრესს მიქცევა-მოქცევაზე მთვარისა და მზის მიერ, ასევე ცვლილებებს პლანეტის მაგნიტური გარსში, ასე რომ შტორმის ძალები ბოლომდე ცნობილი არაა. ოროროს შესაძლებლობათა ერთადერთი ლიმიტი მისი სხეულის სიძლიერე და გამძლეობაა, მაგალითად კანადაში ველური ქარბუქის შესაჩერებლად მას რამდენიმე საათი დასჭირდა, მთლიანად გამოიფიტა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალების გამოყენებისას მისი ცისფერი თვალები მთლიანად თეთრდება და ამგვარად მუტანტს საზარელ შესახედაობას აძლევს. მართებულია შტორმის განხილვა ომეგა-დონის მუტანტად.შტორმი ფიზიკურად არაჩვეულებრივ ფორმაშია — კარგი მოჩხუბარია. ვინაიდან იგი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ქურდულ წესს მისდევდა, იგი მეტად სწრაფი „ჯიბის-ქურდია“, არის არაჩვეულებრივი პარტნიორი და უდიდესი ინტელექტის მქონე მუტანტი.
* * *

დოქტორი ჰენრი ფილიპ ”ჰენკ” მაკკოი (მხეცი) – გამოგონილი პერსონაჟი, მარველის კომიქსების სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი).
თავდაპირველად, ჰენკ მაკკოი იყო მუტანტი, რომელიც ფლობდა მაიმუნის-მსგავს ზეადამიანურ ფიზიკურ ძალას, სიმარდეს, დიდი ზომის ფეხებსა და ხელებს. სხვა მხრივ ჩვეულებრივ ადამიანს ემსგავსებოდა. მხეცად გარდაქმნის შემდგომ კი მუტანტმა შეიძინა ცხოველის-მსგავსი გარეგნობა: ლურჯი ბეწვი, წვეტიანი ყურები, ბასრი კბილები და ბრჭყალები, კატისებრთა თვისებები. მისმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა და მგრძნობელობამ უმაღლეს დონეს მიაღწია.
მიუხედავად მისი გარეგნობისა, იგი არაჩვეულებრივი ხელოვანი და მეცნიერი, ბიოქიმიასა და გენეტიკაში მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი, იქს-ადამიანების მკურნალი ექიმი და მეცნიერებისა და მათემატიკის მასწავლებელია იქსევიერის ინსტიტუტში. ჰენკი აგრეთვე პოლიტიკური ფიგურაა. ცხოველური ინსტინქტების, საზარელი გარეგნობისა და სოციალური გაკიცხვის შიშის გამო, ჰენკმა მთელი სიცოცხლე უკეთესი მსოფლიოს შექმნას მიუძღვნა – ადამიანებისა და მუტანტებისათვის.
წლების მანძილზე, მხეცი იქს-ადამიანების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, ასევე შურისმაძიებლებისა და მცველების წევრი. პერსონაჟი პირველად 2003 წელს გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები 2 – მცირე ეპიზოდში. 2006 წელს კი ფილმში იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა, სადაც მას მსახიობი კელსი გრამერი ანსახიერებს. 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მხეცმა 180-ე ადგილი დაიკავა.
ჰენკი დაბადებიდანვე ფლობდა უდიდეს ძალასა და ფიზიკურადაც (გიგანტური სხეული – ხელები, ფეხები) ძლიერ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. მისი უცნაური გარეგნობა იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დოქტორი ჰენკ მაკკოი შეუდგა მუტანტთა გენების შესწავლასა და შეეცადა აღმოეჩინა ის ალტერნატიული გზა, რისი მეშვეობითაც თავად შეძლებდა ”განკურნებას”.
დიდხნიანი შრომის შემდგომ ჰენკი იძულებულია საკუთარ თავზე გამოსცადოს ”წამალი”. დოქტორი მაკკოის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი უეცრად ემსგავსება ცხოველს და საბოლოოდ რწმუნდება, რომ ”დაავადებისაგან” განკურნება შეუძლებელია (ან ძალზედ რთული). თუმცა ჰენკს, წარუმატებლობის მიუხედავად, არ შეუწყვეტია დაწყებული სამუშაოები და მალე, როგორც დიდმა მეცნიერმა, მსოფლიო მასშტაბით აღიარება მოიპოვა
* * *

ჰალკი იგივე The Hulk:
ჰალკი – სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა კომიქსში გასაოცარი ჰალკი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კიბრის მიერ. იგი მარველის კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.ჰალკი ცნობილია არა მარტო კომიქსებიდან, არამედ სატელევიზიო სერიებიდან, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან: ჰალკი Hulk (2003) და გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulk (2008). ტელე-სერიალებში სუპერგმირს ლუ ფერიგნო ანსახიერებს. რაც შეეხება ფილმებს, პირველად, 2003 წელს ჰალკის როლი ერიკ ბანამ შეასრულა, 2008 წელს გადაღებული ფილმის მეორე სერიაში კი ედვარდ ნორტონმა. ჰალკი ასევე ცნობილია ანიმაციური სერიებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.
ჰალკის დაბადება
საკუთარი ხელებით შექმნილი ბომბის აფეთქების შემდგომ, სასწაულით გადარჩენილი ბრუს ბანერი საშინელ მონსტრად – ჰალკად გადაიქცა. მისი ქმედებები უკონტროლო და ძნელად გამოსათვლელია. ჰალკის კანის ფერი დროდადრო იცვლებოდა სხვადასხვა გამოცემებში, თუმცა საბოლოოდ ავტორებმა მწვანე ფერი ამჯობინეს.
ძალები
ულევი ფიზიკური ძალა მის გაცოფებაზეა დამოკიდებული,შეუძლია ხელის დარტყმით ძლიერი რადიაციული ტალღის წარმოქმნა.სწრაფი შეხორცების უნარი, რაც მას გაუნადგურებელს ხდის, მისი ულევი ძალის დასაწყისი 100 ტონის აწევის შესაძლებლობიდან იწყება.შეუძლია შეეჩვიოს ნებისმიერ გარემოს და ტემპერატურას.ძალაში დაუმარცხებელი.
This post has been edited by Wrest on 11 Feb 2012, 21:20