
ვენომი
ვენომი არის მარველის კომიქსების მიერ გამოგონილი პერსონაჟი, სიმბიოტი, უცხოპლანეტელი თხევადი ფორმით. საარსებოდ იყენებს ადამიანის სხეულს, როგორც პარაზიტი, სანაცვლოდ კი ”მასპინძელს” ზეადამიანური შესაძლებლობებით ”აჯილდოებს”. თანდათანობით, პარაზიტი ვენომი აღწევს სრულ კონტროლს მასპინძელზე და მართავს მის სხეულს სურვილისამებრ. გარდაქმნის რა ბოროტმოქმედად, იყენებს მას დედამიწაზე მზაკვრული გეგმების განსახორციებელად. კომიქსებში სიმბიოტი წარმოადგენს ადამიანი-ობობას მტერს, ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს. თავად ობობა იყო პირველი, ვის სხეულსაც დროებით დაეუფლა უცხოპლანეტელი პარაზიტი. ხოლო მას შემდგომ, რაც ობობამ მოიცილა იგი, სიმბიოტმა უამრავი მასპინძელი გამოიცვალა, მათგან აღსანიშნავია ედი ბროკი.
ისტორია
კომიქსის ადრეულ ნომრებში, ვენომი პიტერის კონკურენტი – ჟურნალისტი ედი ბროკია, რომელმაც პარკერის გამო დაკარგა სამსახური და საშილად შეიძულა იგი. მას შემდგომ, რაც პიტერი გათავისუფლდა მთვარიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ’უცხო კოსტუმისგან’, რაც სინამდვილეში ცოცხალი არსება აღმოჩნდა, იგი ედი ბროკს ’შეესისხლხორცა’ და შურისმაძიებელ, შეუჩერებელ მონსტრად გარდაქმნა იგი.
კოსტუმს ერთადერთი სისუსტე აღმოაჩნდა – შიში ხმაურის მიმართ, რაც სიმბიოტს ჭკუაზე შლის… ობობამ სათავისოდ გამოიყენა იგი და დაამარცხა ძლევამოსილი მოწინააღმდეგე. ამგვარად დაასრულა არსებობა ”ვენომის” პირველმა ვერსიამ.კომიქსის ახალ სერიებში (The Ultimate Spiderman), ბროკი უბრალო სტუდენტია, რომელმაც პიტერს შემთხვევით აღმოჩენილი უცნობი ნივთიერება აჩვენა. ასე გახდა თანამედროვე კომიქსებში პარკერი სუპერბოროტმოქმედი ვენომი, შემდგომ კი ედი გარდაიქმნა საშინელ მონსტრად
***
Abulabasხო ვიცი ვათვალიერებ ხოლმე მაგასაც )) და აქ რასაც ვდებ ეგენიც გადააკოპირე მანდ

რეპქორი სიცოცხლეა
This post has been edited by Wrest on 11 Feb 2012, 21:26