1. მშვიდად იჯდა და ჟანს გაოცებული შეყურებდა. უკანასკნელი გროშები, რაც კი გააჩნდათ, ვახშამზე დაეხარჯათ და ამ ავბედითი სიღატაკის ჟამს, გრიზელდა წუხდა თავისი ქმრის უნიათობის გამო.
კაცს საშინელი არყისა და როსკიპების მყრალი პარფიუმის სუნი ასდიოდა. Woman _
2. იმ დილით სკოლაში წასვლა დამიგვიანდა და შიშმა შემიპყრო, რომ დამტუქსავდნენ, ბატონმა ამელმა გვითხრა, მიმღეობებს გამოგკითხავთო. მე კი მიმღეობა სულ არ ვიცოდი. ეს გარემოებაც მაშინებდა. გავიფიქრე, მოდი, გაკვვთილს გავაცდენ და მინდვრებისაკენ გავინავარდებ-მეთქი.
თბილი ამინდი იყო, ნათელი დღე!
ავტორი
3. დირიჟორის ჯოხს თვალს ვაყოლებდი, გონება კი ცოცხლად მიხატავდა პროვანსის ჭრელა-ჭრულა პეიზაჟებს: უკიდეგანოდ ლურჯი ცა, ისეთი თითქოს მხატვრას ღრუბლის დახატვა დავიწყნიაო, დახუნძლული ვაზის რტოები და რაც მთავარია მუდამ კეთილგანწყობილი, ოქსიტანურ დიალექტზე ტკბილად მოსაუბრე მისი მკვიდრნი. SPC
4. დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ სამანტა ვერ იტანდა დილით ადრე გაღვიძებას. მოახლეები მკაცრად იყვნენ ამის შესახებ გაფრთხილებულნი და სამანტას ოთახშიც მხოლოდ მზე თუ შეიხედავდა დილაუთენია. სწორედ ამიტომ მოხდა ეს გაუგებრობა, რომელიც მერე ისეთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა, რომ მისმა სამივე ახლო მეგობარმა ძლივს გაუგო თავი და ბოლო. ქალაქის მერი კი ფრიად შეშფოთებული დარჩა იმ ამბით, რომ სამანტა აუვერდე შეიძლება ვერ დასწრებოდა წლის მთავარ ცერემონიალს. Show-girl
5. პიერი დიდი ჯაყვით ჩხაპნიდა მერხს, თან უღრუბლო ცას მიშტერებოდა; საკლასო ოთახის ფანჯრები ისე იყო დაწკრიალებული, ჩარჩოებიდან ამოღებული გეგონებოდა. ბიჭის გონებაში უჩვეულო ფანტაზიები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: იგი ფიქრობდა, რომ ჩარჩოებს შორის, მინის ნაცვლად, ცა ზის, ყველას შეუძლია, რაფაზე აძვრეს, კაშკაშა სილურჯეში გააღწიოს და სხვა სამყაროში გავიდეს. Varisvincavar
Woman_
2. SPC -0
3. Varisvincvar-0
4. show girl +1
5. ავტორი -0
Show girl გამოიცნო, სულ 1ქულა
Varisvincavar
4 - ორიგინალი - 0
1 – show girl – 0
2 – woman_ - 0
3 - SPC- +1
მოატყუა -2, SPC გამოიცნო, სულ 3 ქულა
SPC
4 - ორიგინალიო - 0
ვერაფერიც ვერ გამოიცნო

0 ქულა
Show girl
5 – originali – 0
ვერაფერიც ვერ გამოიცნო

0 ქულა