1. მე სიცოცხლის საწყისი ვარ. ჩემით დაიწყო და ჩემით დასრულდება დედამიწა.
2. ცხოვრება, სადაც ადამიანთა უმრავლესობა თავის ყოველდღიურ ბუნდოვან ემოციებსგარდაქმნის ისეთ გამოკვეთილ ფორმებად, როგორებიცაა "გულითადობა", "სიყვარული" ანდა "შერიგება". ამის ბოლომდე ახსნა ძნელია, მაგრამ არსებითად ასეთი რაღაც ხდება. დამეთანხმებით, უსასრულო არაფერია. კოსმოსი მარადიული რომ ყოფილიყო, მისი სტრუქტურა თავდაყირა დადგებოდა.
3. ფსიქოლოგიური ტესტის ხარისხი განისაზღვრება მისი ინტერპრეტატორის კვალიფიციურობით, შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი დებულებები და მათი სტრუქტურა არ არის პასუხისმგებელი მიღებული შედეგების უნივერსალურობაზე.
4. იამაკავა თვალს ვეღარ სწყვეტდა სანახაობას. ექსპერიმენტი სწორედ ისე მიმდინარეობდა, როგორც "შეშლილმა" მეცნიერმა იწინასწარმეტყველა: გაქუცული ვირთხა, საცოდავი ქმნილება, უსუსური ბავშვიც რომ პაწია მუჭით ამოხდის სულს, გამოუთქმელ ნეტარებას განიცდიდა; იმაზე მეტ ნეტარებას, იუკოკიკო რომ ხელს მოგკიდებს და მკერდის არეში ხვლიკივით გასხლტება ელექტროდენი! ნუთუ მახინჯმა მღრღნელმა, წითელ ღილაკს რომ "გაუმიჯნურდა" და, ექსტაზში შესულმა, კინაღამ ბუდიდან ამოაგდო, კაცობრიობის ოცნება - მუდმივი ნეტარების წყარო - აღმოაჩინა!
5. იმ ღამესაც წვიმდა. ის კი ამოუცნობი საიდუმლოს თითქმის ჩამწვდომი მზერით კარიბჭესთან იდგა, თავზე წვიმა ნიაღვრად ევლებოდა, ის კი ფიქრობდა, გრძნობდა, უბრალო ძალადობასა და საათივით აწყობილ საქმეზე ბევრად მნიშვნელოვანი რამ მომხდარიყო.
6, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა სეიტორო ფუკიამ ასეთი ბოროტმოქმედების ჩადენა -ამის თქმა დღემდე არ შემიძლია. თუმც ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამეთუ სულ სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.ფუკია ქესტად იყო და უნივერსიტეტში სწავლის საფასურის ასანაზრაურებლად მუშაობა უწევდა-იქნებ ამ სამწუხარო ვითარებამ უბიძგა დანაშაულისაკენ.
მაშ
მოთამაშეები:
1. მისპლაცედ
2/ვარისვინცვარ
3.სეტა
4. წომანქვედატირე
5 ედოგავა რამპო
დაა მე6- მონაწილედ დავამატე ჰარუკი მურაკამი :დდ
ანუ უფრო რომ დამებნიეთ ერთი აბზაცი მურაკამისაა
აბა ჰე, ეგეც უნდა გამოიცნოთ