ბავშვობაში ვკითხულობდი. მგონი, ვიღაც ინგლისელი თუ ამერიკელი მწერლის მოთხრობაა.
მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს და მოქმედება დაახლოებით ასეთია.
სასტუმროში არიან რამდენიმე კაცი და ყაჩაღები ალყაში მოაქცევენ. ხოდა, ამ დროს ისტორიების მოყოლას დაიწყებენ. თითქმის მთელი წიგნი 4 ისტორიაზეა. პირველი ორ ძმაზეა, ერთი დადებითი პერსონაჟია, მეორე - უარყოფითი. ბოლოს ერთი კლავს მეორეს.
მეორე ისტორია - ერთ ღარიბ ტიპზეა, რომელიც სულს მიყიდის ვიღაცას სიმდიდრის სანაცვლოდ, მაგრამ ვერანაირ ბედნიერებას ვერ ნახავს ამაში და საბოლოოდ უკან მოპარავს სულს ამ ვიღაცას.
დანარჩენი ორი არ მახსოვს.
მოკლედ, თუ ვინმემ იცით რა ჰქვია ამ წიგნს და ვისი დაწერილია, დამეხმარეთ. დიდი მადლობელი ვიქნები.