წავიკითხე ესენი, თუმცა საკმაოდ ზერელედ
ვს-ებით დავიწყე
მერე უკვე ორი ომნიბუსის მერე უკვე მოსაბეზრებელი გახდა
ძირითადად ერთი სიუჯეტი ტრიალებდა
იაუტჯა ჩამოვიდოდა სანადიროდ, მიახოცავდა რამოდენიმე ათეულ ადამიანს ერთმანეთს
მერე გაეძრობოდა ვიღაც, ვისაც ადრე ებრძოლა და ეს მოკლავდა...
ყველაზე კარგი, განსხვავებული და სისხლიანი Bad Blood-იყო...
თუ ბოლო კინოზე, predators-ზე გაქვთ ნაყურები, იქ რომ ეძრობა სუპერ მტაცებლების კლანი, ეგრეთ წოდებული ბერსერკერი რომ მეთაურობს, მერე კლასიკ იაუტჯასთან რომ იბრძოლებს, ისეთი პრედატორი იყო ბედ ბლუდში. იმენა ფსიხი, ნადირობა არ იყო მაგისთვის გამოცდა, ეს უკვე მანიაკი იყო, თავისი კლანის წევრებსაც ხოცავდა. დედამიწაზე რომ ჩამოვიდა, ობობებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული ყველაფერს ხოცავდა...
კომიქსის დასაწყისში რადიოს საუბარია, სადაც სერიულ მკვლელებზე და ფსიქოპატებზე საუბრობენ
აი ესენი იყვნენ მოხსენიებულნი
http://en.wikipedia.org/wiki/Ted_Bundyhttp://en.wikipedia.org/wiki/John_Wayne_Gacyhttp://en.wikipedia.org/wiki/Dean_Corllhttp://en.wikipedia.org/wiki/Edmund_Kemperhttp://en.wikipedia.org/wiki/Albert_Fishhttp://en.wikipedia.org/wiki/Jeffrey_Dahmerჯეიმს ჰუბერტი
http://www.crimelibrary.com/blog/article/j...acre/index.html( ამდენი სერიული მკვლელი რატომ ყავს ამერიკას>?

)
ერთ-ერთი ნაკლი კიდევ კომიქსის იყო ის, რომ ძან არასტაბილური ძალის მქონეები იყვენენ პრედატორები
აი მაგალითად, ზოგიერთი მარკ 1-ის ჯავშანს შიშველი ხელებით ფლეთდა, ზოგიერთი კი უბრალო ადამიანს ვერ ერეოდა
ზოგიერთი დედა გრიზლს ვერ კლავდა, ხოლო მეორე კომიქსში დამწყები მონადირეები თავისუფლად ხოცავდნენ მოდიფიცირებულ სამხედრებს, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ჯავშანი ეცვათ.
კიდევ ერთი მომენტია
ყველაზე ძველი მომენტი პრედატორების მოსვლის დედამიწაზე, როგორც მე დავაფიქსირე, იყო 4-5 საუკუნე, რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები მე-13 საუკუნის იაპონია. ამით რისი თქმა მინდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ პერიოდში იაუტჯას საზოგადოებას ან ფილოსოფიური ან ტექნიკური პროგრესი არ განეცადა? ანუ რას ვგულისხმობ, მთელი 7 საუკუნის განმავლობაში მაგათი ნადირობის სტილი არ შეცვლილა, თავიდან უჩინრად მოგეპარებიან და გკლავენ, მერე უკვე აზარტში შედიან და ლაზერს საერთოდ არ იყენებენ. გასაგებია, რომ შეიძლება ფეოდალურ იაპონიაში წინააღმდეგობა ვერავინ ვერ გაგიწიოს, მაგრამ 21-ე საუკუნის შეიარაღებასთან, მით უმეტეს თუ ოპონენტი სპეც დანაყოფია, ცოტა უაზრობაა... თან ბევრჯერ იყო აღნიშნული, რომ ოდნავი დაბრკოლების შემთხვევაშიც კი უცებ პროგრესირდებიან და ვითარდებიან პრედატორები, არადა ამის არაფერი არ ეტყობათ...
მოკლედ, მთელს 4 ომნიბუსს ალბათ 3,5 ეკუთხვენის 5-იდან...
პ.ს. ყველაზე მაგარი კაცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პ.ს. თემას ნუ ძირავთ