რამდენიმე დღეა დავამთავრე რობერტ ჩარლზ უილსონის სპინი
https://www.goodreads.com/book/show/910863.Spinახლა, რატომ დავინტერესდი ზოგადად ამ წიგნით: კინგს აქვს ნათქვამი, რომ უილსონი მგონი თანამედროვეობის საუკეთესო საი-ფაი მწერალიაო. + წინა კვირაში ზედიზედ 3 სტატია გამოქვეყნდა თორ.ქომ-ზე ამ წიგნის შესახებ, ერთ-ერთი სტატია დასათაურებული იყო როგორც: "მიზეზები (მგონი 5 :დ) თუ რატომ არის სპინი თანამედროვე საი-ფაის კლასიკა".
მოკლედ, ეხა რაც შეეხება წიგნს: სიუჟეტი იწყება იმით, რომ რამდენიმე მეგობარი ბავშვი უყურებს ცას და ბრახ, უცებ ვარსკვლავები ქრება. მერე მეცნიერებია, ისენი,ესენი დაადგენენ, რომ დედამიწას აკრავს რაღაც უცნაური და ამოუხსნელი სარტყელი, რომელსაც დაარქმევენ სპინს. მერე ამ ბავშვებიდან ერთი ხდება ექიმი, მეორე მეცნიერი და იწყებს სპინის გამოკვლევას. დეტალებს რომ გვერდი ავუაროთ, ზოგადად წიგნის საუკეთესო მომენტები ეხება თაობას, რომელმაც სპინის გამო საკუთარი სახე დაკარგა და ზოგადადაც, მთელ წიგნს გასდევს აპოკალიფსის მოლოდინი. ადამიანები ცხოვრობენ ჩვეულებრივად და იკვლევენ იმ მოვლენას, რომელიც, ყველას აზრით, აპოკალიფსის გარდაუვალი მიზეზი გახდება.
მოკლედ, ძალიან საინტერესო წიგნია, დასასრულიც ლოგიკური და მოსალოდნელი, მაგრამ კარგი გაგებით მოსალოდნელი. ერთი ეგაა რომ ძალიან დიდია და მეორე ნაწილის წაკითხვის სურვილი ალბათ კააი ხანი არ მექნება. არის ზედმეტად დეტალებში გარჩეული როგორც სამეცნიერეო, ისე სამედიცინო მომენტებით, მაგრამ სტენლი რობინსონისგან განსხვავებით (რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ...) ადამიანურ გრძნობებზე დიდი აქცენტია გაკეთებული და სფეის ოპერაზე მეტად საპნის ოპერას ემსგავსება, მაგრამ ეგეც კარგია რა. სადღაც კინგის "ით"-ის და ბრედბერის იმ მოთხრობების ნაზავია, სადაც ის მარსზე და მარსელებზე მოგვითხრობს.
პ.ს. მარსი და მარსელები კიდევ ერთი ფიშკაა ამ წიგნში. + დიდი დოზით რელიგიური მომენტები, რომელიც საბოლოო ჯამში არც ანტი-რელიგიურია და იმას არ ამბობს, რომ ყველა რელიგია "ბოდავს" (როგორც ეს ბევრ წიგნშია) და არც კონკრეტულ ერთ რელიგიაზე აკეთებს აქცენტირებას.
ჩემი საყვარელი მომენტი - მთავარი გმირი მიუტანს მარსელს (კი, მარსიდან ჩამოსულ ელჩს) დედამიწელი ფანტასტების მიერ დაწერილ წიგნებს მარსის შესახებ - უელსს, ბრედბერის, რობინსონს და სხვებს. შემდეგ ეს მარსელი ესაუბრება შთაბეჭდილებებზე:
I pondered that. “Even the H. G. Wells novel—” “His Martians are barely seen. They’re abstractly, indifferently evil. Not wise but clever. But devils and angels are brother and sister, if I understand the folklore correctly.”
”But the more contemporary stories—”
“Those were deeply interesting, and the protagonists were at least human. But the truest pleasure of those stories is in the landscapes, don’t you agree? And even so, they’re transformative landscapes. A destiny behind every dune.”
“And of course the Bradbury—”
“His Mars isn’t Mars. But his Ohio makes me think of it.”
მიმაგრებული სურათი
.