დღეს გავიგე.რა საშინელებაა.
არადა, დარწმუნებული ვიყავი რომ, ერთ დღესაც, აუცილებლად, გავიცნობდი რეალურ ცხოვრებაში.
ფესტივალებზე, ,,ბათუმელების" დახლთან რამდენჯერაც მივსულვარ, ისე ემთხვეოდა, რომ სულ მასთან ვხვდებოდი.
ბევრჯერ მინდოდა მეთქვა მეც ფორუმელი ვარ, შორიდან გიცნობ-შენ პოსტებს ვკითხულობ-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად მერიდებოდა.
მახსოვს, დახლთან რომ იდგა, თითქოს ეფერებოდა წიგნებს. თან წიგნს რომ მაწვდიდა, ისე თბილად მიღიმოდა.
მეტროშიც იმდენჯერ შემხვედრია.

საშინელებაა როცა ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება ძალიან უყვართ, ასე ადრე მიდიან.