დღეს იუჯინიდისის ,,თვითმკვლელი ქალწულები" წავიკითხე.
ფილმი ბავშვობაში მქონდა ნანახი და აღარც მახსოვდა წესივრად, რაზეა.
ძირითადი ემოცია რაც დამრჩა წიგნიდან ისაა, რომ ასე არ უნდა გაზარდო შვილები,
რაც შეიძლება მეტი თავისუფლება უნდა მისცე მათ სივრცეს, ინტერესებს,
საჭიროა ბევრი გულახდილი საუბარი შვილებთან,
ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, იმისათვის რომ მსგავსი სიტუაცია აირიდო თავიდან.
მთლიანობაში, მაინც უფრო მეტს მოველოდი - ძალიან მშრალი და მონოტნური თხრობა იყო. არანაირი მოულოდნელობა, არც ცხოვრებისეული ირონია ან ისეთი სცენა რომელიც დაგშოკავს თუ არა, ცოტახნით მაინც აგაფორიაქებს