რას ფიქრობთ ამ მწერალზე?
21-ე საუკუნის ლიტერატურული მოვლენა გახდა მაგის "ჩემი ბრძოლა", ავტობიოგრაფიული 6 ტომეული, მთლიანობაში 3500 გვერდით.
ვცხოვრობთ სელფის ეპოქაში, ჩვენი ცხოვრების აფიშირებას ვაკეთებთ ინტერნეტ სივრცეში. ფეისბუქებით, ინსტაგრამებით, ტიკტოკებით. მაგრამ ამ ყველაფრით განა სააშკარაოზე გამოგვაქვს ჩვენი ცხოვრება, პირიქით, ვმალავთ ჩვენს რეალურ სახეს. ვატარებთ ნიღაბს. ვცდილობთ სხვა ადამიენებს ჩვენზე აზრი ჩამოვუყალიბოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. ვცდილობთ მოვიგოთ მათი პატივისცემა და სიყვარული, ხშირად შურიც ამ გამოგონილი ნიღბებით და იმიჯით.
კარლ ოვეს ეს 3500 გვერდიანი "სელფი" კიდევ ამის ანტითეზისია. იმ ბნელ კუთხეებში შედის და აზუმებს, რასაც ინტერნეტ სელფები ნიღბავენ. ამბობს შეულამაზებელ სიმართლეს - რომ ცხოვრება სავსეა შფოთვებით, დაუცველობის შეგრძნებით, ყოყმანებით და შიშებით რომ ის არ ვართ, რასაც ჩვენგან ჩვენს გარშემო მყოფები ელიან. არის ჭეშმარიტი სიხარულის და აღმაფრენის მომენტებიც, მაგრამ თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებები მოყვება. და მთავარი იმედგაცრუება კიდევ ყოველთვის ჩვენ თავადვე ვართ. და ეს ყველაფერი არის შეკრული რუტინის და ჩვევების ნაცრისფერ ფონზე, რომლითაც მისი წიგნები სავსეა.
პროზა პირველხარისხოვანია. პრუსტის გავლენები იგრძნობა, თუმცა პრუსტისდარი ბასრი ფსიქოლოგიური ჭვრეტა არ აქვს (ვის აქვს რომ?!). აქა იქ შეგხვდება ბრწყინვალე ფილოსიფიურ-მხატვრული პასაჟები აქვს ცხოვრებისეული მომენტების განზოგადებაზე. და ეს კნაუსგორისეული შფოთვა უნივერსალურია. ჩვენი თვითშეგნების ნაწილია და ძალიან ადამიანურია - ბნელი აჩრდილი, რომლეიც ჩვენს "მე"-ს სულ თან დაყვება. და მის ასე გულახდილად და აშკარად ჩვენებაა არის სწორედ კნაუსგორის გენია, ეპოქაში როცა ჩვენი იდეალური იმიჯის დაუფარავ პროპაგანდას ვეწევით ინტერნეტ პლატფორმებით. გარკვეულწილად, კნაუსგორის წიგნები ის საკრეა, რომლის ანარეკლს სელფს არ გადაუღებს არც ერთი თავმოყვარე ინსტაგრამელი.
მესამე წიგნი დავამთავრე და მეოთხე დავიწყე. პირადად ჩემი ფავორიტი მეორე წიგნი იყო. თუმცა მხატვრული თვალსაზრით პირველი ალბათ უფრო ძლიერია.
მოკლედ ვიმსჯელოთ ამ ადამიანზე, თუ გაქვთ წაკუთხული და თუ გსმენიათ.
თუ არ ვცდები სულაკაურს აქვს პირველი წიგნი ქართულად ნათარგმნი.
აბა თქვენ იცით.
This post has been edited by kaiser Soze on 28 Jun 2022, 13:52