#59683637 · 3 Oct 2022, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეცამეტე საუკუნეში ათონის მთაზე ერთმა ქართველმა ბერმა თანამედროვე რულეტკის ანალოგი გამოიგონა. მის დაფაზე ციფრების ნაცვლად ქართული ანბანი იყო დატანილი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ხუცური.
ბერი დებდა ფსონს რონელიმე ასოზე , ააგდებდა კოჭს და ისიც რომელიმე ანბანის ასოზე ვარდებოდა. ამ ასოზე დაწყებულ ლოცვას კითხულობდა . დრო და დრო ორ და სამ ასოზე დებდა და შესაბამისი ასოთი დაწყებულ ლოცვებს კითხულობდა. მერე გაყო ანბანი ანიდან კანამდე, კანიდან ჰოემდე.
მერე ფსონის დებდა და თუ კოჭი იმ ასოს ეცემოდა რომელზეც ფსონს დებდა ლოცვას 33 ჯერ კითხულობდა. მერე ხმოვნებზე და თანხმოვნებზე დაიწყო ფსონის დადება. მოგების შესაბამისი პროცენტზე გამრავლებით. თუ წერტილი ამოდიოდა მოგებად სანთელი უნდა დაენთო.
აზარტში შესულმა ვერც კი შეამჩნია რომ ყველაფერზე ერთად დადო ფსონი და სასწაულებრივად ყველა მოიგო.
მისი გაუჩინარების შემდეგ ქართველმა ბერებმა ვერაფერი გაუგეს ამ კონსტუქტივს. ან გაუგეს და ვერ იპოვნეს ის აზარტი.
დაა
ხარის ტყავზე ამოტვიფრული უცნაურ სექტორებად დაყოფილი ანბანი . თავის მორფოლოგიურ სინტაქსური კავშირებით და ორთოგრაფიული ინსტუმენტებისთ გამდიდრებული დაახვიეს და რომის პაპს მიჰყიდეს. რომელიც დიდი ხანია დაინტერესებას გამოთქვამდა ამ არტეფაქტის შეძენაზე შუამავალი პირების საშუალებით. ჯაშუშების შეგზავნით მან ისიც მოახერხა რომ წესებიც გაიგო ნაწილ-ნაწილ შეზარხოშებული ბერებისგან.
სანამ რომის პაპამდე მივიდოდა . ამ რულეტკის წინაპარმა ჯერ ბერძნების ბიბლიოთეკა გამოიარა მერე სომხების და იმათმაც ვერ ჰპოვეს საზრისი . მხოლოდ თავშესაქცევის თამაშის აზრი მიანიჭეს და მალევე მობეზრდათ. სომხებმა თანხა სკივრებით ჩამოიტანეს ვატიკანიდან და თავის მონასტერს ერთი სამრეკლო კიდე დაამატეს გუმბათზე იმ თანხით.
რულეტკა კი ვატიკანის ბიბლიოთეკის კვლევით ლაბორატოერიაში მოხვდა. სადაც შესასწავლად გადაეცა ბოლონიელ გრამატიკის დოქრორ პირონეზის. რომელიც ამავე დროს თავისი დროის წამყვან მათემატიკოსად ითვლებოდა. პაპს მისი ვალი ქონდა რომელსაც უგვიანებდა. ხან ტაძრის მოხატვისთვის აკლდებოდა ფული ხან ხან მოსეს ქანდაკება უგვიანდებოდა. გადაგიხდი გადაგიხდიო და თუ მე ვერ გადაგიხდი ხო იცი ვინც გადაგიხდისო. სამაგიეროდ თაფლს და ესპანურ ხამონს არ აკლებდა.
პირონეზიმ პაპს რულეტკის წესები ასე აუხსნა. თუ ღმერთის ნება იქნება ერთ ორქროს დუკატს დადებ ფსონად რომელიმე ასოზე და 33 ად გექცევა. თუ არადა არ ყოფილა ღმერთის ნება და ის იქრო გაჭირვებულებს დაურიგეო. პაპმა დაუფუქრებლად მთელი ვატიკანის ბიუჯეტი გამოიტანა ხაზინიდან და ჯ ასო დადო. ააგდეს კოჭი და ანი ანსა და ბანს შორის დაჯდა ტირესავით. წაიღო პრონეზიმ ოქრო საუნჯე მთელ იტალიაში დაარიგა არც თავისთვის დაუკლია და ბოროტი ენები ამბობენ ხელიც კარგად მოითბოო.
გაოგნებული პაპი ჯერ ვერ იჯერებდა რომ მისი ნება და ღმერთის ნება ასე რადიკალურად გაიყო. მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ევროპელმა რაციონალურად განიხილა საკითხი და ღმერთის ნება ამაშიც დაინახა. მოიწვია ყველა კარდინალი. აქ იყო პადრე კორახე არგენტინიდან. აქ იყო პადრე ტომატინი გენუიდან და ყველა ეგეთი ღვთისმოშიში ქველმოქმედი და მძიმე ქისით. დადეთ ფსონები და თუ თმერთის ნება იქნება იმხელა ტაძრებს ააშენებთ თქვენს სამრევლოებში ცეს მისწვდება და პირდაპირ ქვის კიბით ავა თქვენი მრევლი ზეცაშიო. ხოლო თუ ღმერთის ნება არ იქნება დადებული ფსონი ვატიკანის ხაზინას გადაეცემა ყველაზე დიდი ტაძრის ასაშენებლადო.
გაუხარდათ კარდინალებს. ეგონათ ერთ ოქროს 33 აქცევდნენ და მუჭა ოქროს ქვითკირის ტაძრად. ასე შეივსო დანაკლისი ვატიკანის ხაზინაში და გაღატაკდა ყველა სააბატო.
მაგრამ ან-ბანთკრების (ასე ერქვა თავიდან რულეტკას) თითო ეგზემპლიარი ყველა აბატმა წაიღო თავის საბატოში შემდგომში საკვლევად.
აბატებმა მდიდარი არისტოკრატია გაყვლიფეს. და ფული ვატიკანში სათამაშოდ წაიღეს. არისტოკრატიამ რაინდები და უმცროსი ძმები გაპარსეს ინტიმურ ზონამდე და ბოლოს ღარიბი აზნაურობა გლეხებს დაერია .
შეიქმნა სათამაში სახლები . დუქნებშიც არ ერდებოდათ კოჭის ტრიალი ღმერთის ნების გამოსავლენათ.
გამწარებული გლეხები ასოების რანაირ კომბინაციებს არ იგონებდნენ რომ ღმერთის ნება შეეცვალათ თავისი მწარე ყოფა გამოესწოებინათ. "ჭღრ- პღრ". "არა შეჯდა მწყერი ხესა". "ვოდ ლიცეტ იოვი". "ინ ვინო"
ერთხელ ერთმა დიაკვანმა უკანასკნელი ვერცხლით " უფალო შეგვიწყალენ " დაფსონა და იმდენი მოიგო სახლი მოუვიდა იმ თანხით ტბის პირას. წავიდა და მეტი აღარ უთამაშია. ღმერთის ნებით * * * პუნქტუაციური ინსტრუმენტებით უნდა ეწეროს ორთოგრაფიულის ნაცვლად
This post has been edited by ვისლასთან-მისვლა on 3 Oct 2022, 14:18
|