)) შევეცდები ყველას ერთად გაგცეთ პასუხი
))
1. მივდივარ იმიტომ, რომ საკმაოდ სოლიდური რაოდენობა დავაგროვე და კიდევ მჭირდება რაღაც რაოდენობა. როგორც კი მაგ რაოდენობას დავაგროვებ ავიღებ იმ საჩუქარს, რომელიც მინდა (რის გამოც დავიწყე გაკონტროლება) და იმ დღიდან "ჯიპისი"-ში ფეხს აღარ შევდგავ!
2. საქმე იმაშია, რომ 1 წლის წინ დავიწყე ჯიპისი-ში რეკვა და გარკვევა რა ხდება, ძალიან შეწუხებულები თითქოს ვერ მიხვდნენ რა გაუგებრობაა დაიწყეს გამორკვევა. 6 თვის მანძილზე ვცდილობდი მიმეღო ჩემი ანგარიშიდან ამონაწერი, (სხვათაშორის აქ თემის გახსნის მერე მივაღწიე და გამომიგზავნეს) როცა მივიღე ამონაწერი იყო სეკვესტრირებული.
3. აქ გავხსენი თემა "ჯიპისი" ვაშლების ქურდია, დამიკავშირდა "ჯიპისის" წარმომადგენელი რომელიც ჯიუტად მთხოვდა დამეხურა თემა და მპირდებოდა რომ ყველაფერი დალაგდებოდა და გაირკვეოდა, მართლაც მივიღე ჩემი სეკვესტრირებული ამონაწერი, და მოვითხოვდი, რომ ის დაკლებული ვაშლები დაესვათ ჩემ ანგარიშზე - დამპირდნენ რომ დაემტებოდა.
როგორც კი თემა დავხურე და საიტიდან გაქრა საერთოდ თემა (ჩემივე თხოვნით), მართლაც ხარვეზი გაასწორეს, მაგრამ გამომიცხადეს რომ დაკლებული ვაშლების ხელოვნურად ანგარიშზე დასმა იყო შეუძლებელი, ვინაიდან პროგრამაში უხეში ჩარევა იქნებოდა და გამოიწვევდა არეულობას, და ამიტომ გადმომცეს კომპენსაციის სახით 100 ვაშლიანი კუპონი რომელიც შემეძლო გამომეყენებინა.
მივედი აფთიაქში მიხარია რომ ჩემ 250 ვაშლს დავუმატებ ამ 100 და მივიღებ საჩუქარს მითხრეს არავოოოოოოოოოო ეს 100 ვაშლი იმ ვაშლებთან არაფერ შუაშია და კომპლექსში ვერ გამოიყენებო
(((
მაგათი თავი არ მქონდა და ამიტომ შევეშვი ის 100 ვაშლი გამოვიყენე ცალკე და მერე 2 თვე აღარც შევსულვარ მაგათ აფთიაქში.
9 თებერვლიდან ისევ მივაკითხე ჯიპისის და დღემდე დავხარჯე 105 ლარი, უნდა მომმატებოდა 42 ვაშლი და მომემატა 34.
ისევ მივმართე ჯიპისის ....
თუ დანარჩენი გაინტერესებთ მოგიყვებით
* * *
rock in roseარადა მე მეუბნებიან ჯიპისიში რომ მე ვარ ერთადერთი გიჟი, რომელსაც აქვს პარანოია და ეჩვენება, რომ ვაშლებს აკლებენ თორემ სხვას ყველას ყველაფერი წესრიგში აქვს
((
* * *
Kissieჰქონდათ, თუმცა 2 თვეა არ მუშაობს.
This post has been edited by radost73 on 6 Mar 2009, 10:10