"დავაზვრატებაზე" გამახსენდა. შორეთაში ვიყავით მგონი (ან სადმე ახლოს). დავბანაკდით, მდინარეშიც ჩავჭყუმპალავდით, კარვებიც გავშალეთ, საძილეებიც გავამზადეთ და ვზივართ კოცონის გარშემო ჩაის ადუღებას ველოდებით. ერთ-ერთ მეგობარს რაღაც დაჭირდა და კარავში შევიდა. იქიდან გამოსულმა გამოაცხადა, ჩემი ზურგჩანთა მოუპარავთო (ხდება ხოლმე ეგეთებიც, გაირყვნა ხალხი). აღვშფოთდით, ცხადია.როგორც იქნა დაგვამშვიდეს აქოთქოთებული და იმ ღამითვე სოფელში ჩასავარდნად გამზადებული ქალები და დაგვპირდნენ, რომ დილით თავად მოაგვარებდნენ საქმეს. დილითვე წავიდნენ. ნახეს ვიღაცეები. ამობრუნდნენ. შუადღისას მოიტანენო თქვეს და მერე ისე, სასხვათაშორისოდ იკითხეს რა გედო მაინც იმ ზურგჩანთაშიო. აღმოჩნდა, რომ ტრუსიკები და ერთი მაისური ჰქონდა მარტო (ნერვიულობდა თან - საკრედიტო ბარათივით ანულირებას გაუკეთებ ტრუსიკს თუ რა. თან ორი კვირით რომ ხარ წასული ტყეში - მე შენ გეტყვი გაიქცევი და იყიდი რომელიმე ბუჩქთან), გაგიჟდნენ კინაღამ, ტრუსიკების "დასავაზვრატებლად" როგორ გაგვიშვით 4 კაციო. შევახსენეთ, რომ ტყეში ყოველ ნივთს ოქროს ფასი აქვს და მუჯლუგუნებით გავყარეთ სულ. რომ მახსენდება, როგორი უბედურები იყვნენ მოსატანად რომ წავიდნენ
This post has been edited by rokapi on 13 Jun 2003, 03:02
. .