Max''მოკვდა კაცი, მორჩა კინო''
არა მაქს, მართლა პატარები ხომ არავართ, რომ გავიბუტო.
რამდენჯერ დავკეტე და რამდენჯერ გავხსენი, მაგრამ რა შეიცვალა?
არავის ბრალი არაა, უბრალოდ ეტყობა ასეც უნდა იყოს/არსებობდეს.
თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეზეა ლაპარაკი.
სიმართლე გითხრა მე სხვებზე ძალიან დავიღალე, მაგრამ ხომ ხედავ შედეგი მაინც არ არის.
მე ვიცი რომ ხვალეც იგივე განმეორდება.
იმიტომ რომ ძველი ხალხი არ იცვლება, ხოლო ახალი მოთამაშე კი უკვე ტრადიციას არ უღალატებს და ასევ ყველაფერი თავიდან განმეორდება.
ჩემი მინუსი ისაა, რომ თავის შეკავება განსაზღვრულ მომენტამდე შემიძლია, ამავე დროს შეიძლება უკეთესი ყოფილიყოს მეტი თავშეკავება გამომეჩინა, მაგრამ თვით ამ თემის არსის მიხედვით ასევე ძნელია თავის შეკავება, რადგან თუ ხელიდან გაუშვი წესრიგი, ხშირ შემთხვევაში თამაში აირევა.
ამავე დროს ყველასათვის ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ.
შესაბამისად პასუხს ვაგებ ყველაფერზე, დაწყებული კითხვებში დასმულ ფაქტიდან, დამთავრებული ქულების შეჯამებით.
ამიტომ ვამჯობინე საბოლოოდ შეჩერება, მიუხედავად იმისა რომ მე რამოდენიმეჯერ ვცადე ეს არ გამეკეთებინა. ეტყობა ვერ შევძელი.