მიყვარს და დადებითი ენერგიით ვიმუხტები:
1. როცა ჩემი მეგობრები მირეკავენ/მადგებიან მოულოდნელად
2. როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან (განსაკუთრებით თუ ლამაზი ქალები აკეთებენ ამას)

3. როცა ცეკვის დროს მისი თმის სურნელი მეცემა
4. როცა კარგ წიგნს მომიტანენ/ვიშოვი, სახლში მივდივარ და ვიცი - რომ წინ დიდი სიამოვნება მელის
5. როცა ვიცი რომ ხვალ/ზეგ/იმ კვირაში უნდა გავფრინდე/წავიდე მანქანით/მატარებლით/მარშუტკით იმ ქალაქში/ქვეყანაში სადაც დიდი ხანია მინდოდა წასვლა
6. როცა არავის დანახვა არ მინდა - მარტო დარჩენა
7. როცა ადამიანები უსიტყვოდ მიგებენ
8. როცა დედაჩემს ვხედავ
9. როცა მწვანე ბალახზე ვწევარ, თვალები დახუჭული მაქვს და მზის სითბოსა და სინათლეს ვგრძნობ
10. როცა მეგობრებთან ერთად პრეფს ვთამაშობ, ყავას ვსვამ და ვტკბები თავისუფლებით