მოკლედ და კონკრეტულად:
* თოვლი საკმარისია, არც ცოტა, მაგრამ არც ბევრი
* ახალი ტრასები ჯერ არ არის. ეგ კი არა და ერთი ძველი ტრასაც აკლია - ანუ მეორედან რომ ეშვები, უკიდურესი მარჯვენა (სამოყვარულო სადაც ბევრი ხალხი სრიალებდა ხოლმე) ტრასა არ არსებობს ჯერ. შესაბამისად, უმრავლესობა სრიალებს შუა ტრასაზე (მიხვდით ახლა როგორც გინდათ რომელს ვგულისხმობ

)
* ახალი მეოთხე კანატკა ტესტირების პროცესშია, ხანდახან ცარიელი ტრიალებს ხოლმე, ჯერ ხალხს არ უშვებენ რა თქმა უნდა
* სიცივით საკაიფოდ ცივა, უფრო სწორად კანატკაზე სერიოზულად ცივა. ვისაც "ბალაკლავა" გაქვთ (რამე რაც ცხვირ-პირს დაგიფარავთ), აუცილებლად წაიღეთ.
* "ხიჟინა" არ მუშაობსო (თუმცა მე ნამდვილად არ შემიმოწმებია რამდენად შეეფერება ეს ფაქტი სინამდვილეს), მეორეს დასაწყისში ფუნქციონირებს "მთვრალი ალუბალი" და მეორე "უსახელო", სადაც ძალიან საკაიფო ღორის მწვადი აქვთ (გლინტვეინი კი 5 ლარი ღირს + 12% მომსახურება)
* სხვა ფასები - აბონიმენტი ისევ 25 ლარი, ერთჯერადი ასვლა ისევ 4 ლარი.
* ამინდები სეზონის გახსნის დღიდან იყო მზიანი და მოწმენდილი ცა და საკაიფო ყინვა
* ამის მერე accu-ს პროგნოზით უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თოვლი და მაგარი ყინვები, რომელიც realfeel ხანდახან -25-ს ურტყავს დღისით. კანატკიდან გადმოხედვისას კარგად ჩანს, რომ თოვლი საჭიროა!!!!!
* თბილად ჩაიცვით, უფრო სწორად ძალიან თბილად ჩაიცვით
* შაბათისთვის მარკო პოლოში მოიკითხეთ კანატკა იმუშავებს თუ არა, რაღაც ჭორები დადიოდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გათიშული იქნებაო
* კვირას შეიძლება ისევ შემოგიერთდეთ

პ.ს. არც ისე მოკლედ გამომსვლია
This post has been edited by bacila on 3 Jan 2008, 23:07
Roads are for journey, not for destination...
Why be difficult when I can be impossible ;)