მეც შემიძლია დავაიდეინო ჩემი თავი და იესო გამომიცხადდეს სიზმარში და რაც მინდა ის მითხრას.
ძალიან თუ მინდა ამ ზაფხულს ბორჯომში წასვლა და დასვენება, იმდენს ვიფიქრებ ამაზე და პლიუს ამას იმდენს ვილოცებ იესოს ხატის წინ რომ ერთხელაც გამომეცხადება სიზმარში და მეტყვის რომ წახვალ ამ ზაფხულს ბორჯომშიო. მე კიდე იმდენს ვიჩალიჩებ წასვლაზე რომ მართლაც წავალ. მერე დავჯდები და "სასწაულებს" მოვყვები
კსტაწი. სიზმარი (ერთი კონკრეტული ღამის) მოიცავს ადამიანის მთელ ქვეცნობიერს, მის ყველა სურვილს. მარა უმეტესწილად ერთი კონკრეტული სიზმარი დაკავშირებული არის ხოლმე წინა დღეს გადატანილ მოვლენებთან და ემოციებთან.
ბავშვს ასეირნებს მამა და შეპირდება რომ აი იმ კარუსელებამდე მივალთ და დავბრუნდებით სახლშიო. მარა შEმოაღამდებათ და კარუსელებამდე არ მისული დაბრუნდებიან სახლში.
ბავშვს თუ ძალიან უნდოდა იმ კარუსელებამდე მისვლა, ღამე დაესიზმრება იგივე სიუჟეტი ოღონდ უკვე იქ მივა და ისე. როგორც მას სურდა.
პატარა ბავშვს დააწვენენ დიდ საწოლზე და დაესიზმრება რომ ძალიან დიდია თითონ, საწოლი კი - პატარა.
ანუ - ბავშვი დაკომპლექსდა რომ ამხელა საწოლზე ასე "პატარად" გრძნობდა თავს და სიზმარში აიხდინა ოცნება. ანუ საწოლზე დიდი გახდა.
ეს ბავშვების სიზმრები. პრიმიტიული და ბავშვური.
დიდების სიზმრები ძალიან ჩახლართულია და უამრავი სიმბოლოებით დატვირთული. არა მარტო ვიზუალური, არამედ სიტყვიერი, რიცხვები, რომელიც შEიძლება მიუთითებდეს ისეთ კავშირზე რომ ძალიან ზუსტი ჩაძიება ჭირდებოდეს.
როგორც წესი ერთი სიზმარი ერთი უზარმაზარი თემის გარშემო ტრიალებს.
This post has been edited by ჭ on 23 Mar 2007, 01:57