ეს ინფო დაიდო rocko.ge-ზე
მიკვირს, როგორ ადექვატურად არის ყველაფერი აღწერილი
რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავსდიახ, ტელეკომპანია ”რუსთავი2” გეი-აღლუმის გამართვას აპირებს. აბა სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანო გუშინდელი სიუჟეტიდან? კურიერის პირველივე ბლოკში, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თავდასხმისას მოკლული პატრულის თანამშრომლის შემდეგ, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ შეთხზულ მითს იმის შესახებ, რომ თურმე თბილისში 29 ივლისს გეი-აღლუმი იმართებაო. არადა, არავინ მართავს გეი-აღლუმს, მაგრამ ამხელა ფილარმონია ტელეკომპანია ხომ არ მოგვატყუებდა?..
რეალური სიტუაცია კი ასეთია: მთელი ევროპის მასშტაბით ევროსაბჭოს დაფინანსებით დაწყებულია კამპანია ”All Different - All Equal” (ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი). ამ კამპანიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მის ფარგლებში გამართული აქციები მიმართულია რასიზმის, ანტი-სემიტიზმისა და ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოში კი ამ კამპანიის ორგანიზატორია ორგანიზაცია ”21-ე საუკუნე”. რუსთავი2-ში კი, უმცირესობების ხსენებაზე მაშინვე რატომღაც სექსუალური უმცირესობები გაახსენდათ, ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიება (ლოლ) და დაადგინეს, რომ თურმე, იმავე შენობაში, სადაც მდებარეობს ”21-ე საუკუნე” განთავსებულია ორგანიზაცია ”ფონდი ინკლუზივის” ოფისი, რომლებიც სექსუალურ უმცირესობათა საკითხებზე მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ”21-ე საუკუნის” წარმომადგენლები ძალიან გარკვევით, ქართულ ენაზე ამბობენ ინტერვიუში, რომ ამ ორ ორგანიზაციას მხოლოდ შენობა აკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენ არ ვმართავთ ერთობლივად გეი-აღლუმსო, ჟურნალისტს მაინც არ ჯერა მისი და, სავარაუდოდ, ”ფონდი ინკლუზივის” თანამშრომელთან გადაწყვეტს გასაუბრებას. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს კამერაში გამოჩენის სურვილი არ აქვს, სამაგიეროდ ჟურნალისტს პირად საუბარზე თანხმდება და ცდილობს იგივე ჭეშმარიტება აუხსნას, რაზეც მანამდე ”21-ე საუკუნე” საუბრობდა. და რას აკეთებს ამ დროს ოპერატორი? რათქმაუნდა! იგი ამ საუბარს ფარულად იღებს და შემდეგ სიუჟეტში უშვებს!..
ერთი სიტყვით, ყველა აცხადებს ერთს: 29 ივლისს ტარდება ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავი და მხარდამჭერი აქცია, თუმცა, თუ სექსუალურ უმცირესობებსაც მოუნდებათ გამოსვლა, ეს მათი ნებააო - აცხადებს ქეთი მელქაძე ”21-ე საუკუნიდან”. მაგრამ არა! რუსთავი2-ს არ სურს დაიჯეროს, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა! იგი ქუჩაში გადის და მოქალაქეებს პირადად ეკითხება, თუ რა რეაქცია ექნებათ 29 ივლისს გამართულ გეი-აღლუმზე…
სიუჟეტის ბოლოში მაინც შემოაგდეს ინტრიგა, ნამდვილი პროფესიონალები არიან! ”აქცია, რომლის ზუსტ შინაარსს და მონაწილეებს ორგანიზატორები არ ადასტურებენ…” - ციტატა სიუჟეტიდან. არადა, მთელი 4 წუთის მანძილზე ზუსტად ამ აქციის ზუსტ შინაარსსა და მონაწილეებზე საუბრობდა მისი ორგანიზატორი ”21-ე საუკუნე”…
თავი დავანებოთ იმას, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ისედაც უაზროდ აგრესიული საზოგადოება კიდევ უფრო გაღიზიანდა; იმასაც, რომ დღეს ყველა ამ სიუჟეტზე ისაუბრებს და თანაც ისე, როგორც ეს რ2-მა ჩაიფიქრა, მასა ხომ არა-ფეისების ინტერვიუს არ უსმენს, მას მხოლოდ ჟურნალისტის საუბრის სჯერა; ისიც დავივიწყოთ, რომ მსგავსი პროფესიონალიზმი ამ არხის საინფორმაციო სამსახურმა ამას წინათ, ბავშვთა სექსუალური თამაშების შესახებ გაკეთებულ სიუჟეტში უკვე გამოავლინა, რომლის გასვლის შემდეგაც გაჭირვების ჟამს ტყეშიც ვერ მომიშარდავს, იმის შიშით, რუსთავი2-ის რომელიმე ოპერატორი ქალაქის ხედების გადაღებით არ იყოს დაკავებული და შემდეგ ჩემი გენეტალიები 2 მილიონი ტელემაყურებლის ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდეს-მეთქი… მაგრამ მთავარი რა არის იცით? გუშინდელ სიუჟეტზე დაყრდნობით რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა უკვე დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება თბილისური გეი-აღლუმის შესახებ…

ТБИЛИСИ, 18 июля. Сексуальные меньшинства Грузии готовятся к первому в истории страны гей-параду — он состоится в Тбилиси 29 июля. Как заявили телекомпании «Рустави 2» организаторы этого мероприятия, акция будет не вполне такой, как в других странах…
სრული ტექსტი იხილეთ აქ:
http://www.rosbalt.ru/2007/07/18/401398.html.
არ მინდა ზოგიერთ მარაზმატიკ ოპოზიციონერს დავემგვანო, მაგრამ ნუთუ მართლა საზოგადოების ყურადღების გადასატანად კეთდება ასეთი სიუჟეტები? აბა როგორ დავიჯერო, რომ ასეთი ”შეცდომები” შემთხვევით მოსდით?
მოკლედ, მეტი რაღა გავაგრძელო… ძველი რუსთავი2 და ძველი კურიერი მენატრება…
This post has been edited by Lubek on 18 Jul 2007, 21:48