არ ჩამქოლოთ

პლანეტა-Х ნიბირუ
ბოლო 200 წლის განმავლობაში ახალი პლანეტების აღმოჩენას კაცობრიობა უფრო მათემატიკურ გამოთვლებს უნდა უმადლოდეს, ვიდრე სრულყოფილი და უზარმაზარი ტელესკოპების შექმნას. მაგალითად პირველად ნეპტუნის არსებობა ურანის ტრაექტორიის ანომალიის გამოთვლებით გახდა ცნობილი. მსგავსად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ნეპტუნის მოძრაობაზე რაღაც უცნობი გრავიტაციული ძალა ახდენდა ზემოქმედებას, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს პლუტონი.
ამ პრინციპის გათვალისწინებით ასტრონომები დარწმუნდნენ იმაში, რომ ურანის, ნეპტუნის და პლუტონის, ასევე მცირე ზომით იუპიტერის და სატურნის ობიტებიდან გაუგებარი გადახრა ჯერ კიდევ უცნობი პლანეტის არსებობისგან იყო გამოწვეული.
შედეგად ჩვენი სისტემის მახლობლად აღმოაჩინეს პლანეტა ნიბირუ.
ნიბირუს ორბიტის დახრილობა როგორც ვარაუდობენ მზის მოძრაობის სიბრტყისკენ მიმართებაში 30 გრადუსია. ჩვენს სისტემაში ნიბირუ ოვალური ტრაექტორიით შემოიჭრება რაც მთელი რიგი პლანეტების ორბიტის შეცვლის, ნგრავისა და განადგურების მიზეზი შეიძლება გახდეს. მის "გავლას" შეიძლება რამოდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ნასა უკვე აკვირდება ამ პლანეტას სამხრეთ პოლუსის ახალი ტელესკოპიდან (South Pole Telescope Area).
ნიბირუზე დაკვირვება ჩვეულებრივი ტელესკოპებით სავარაუდოდ 2009 წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი და იგი სუსტ მოწითალო ობიექტად გამოჩნდება. ის დედამიწის ორბიტის გასწვრივ იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2009 წელს მასზე დაკვირვება მხოლოდ დედამიწის სამხრეთი ნაწილიდან იქნება შესაძლებელი.
2011 წელს დედამიწის მთელს მოსახლეობას ექნება საშუალება შეუიარაღებელი თვალით ნახოს ნიბირუ, ხოლო 2012 წლის 21 დეკემბერს ნიბირუ (Nibiru) იმდენად მოგვიახლოვდება, რომ მეორე მზესავით გამოჩნდება. დაიწყება მიწისძვრები და ცუდი ამინდი.
ყველაზე ცუდი 2013 წლის 14 თებერვალს მოხდება, დედამიწა მზისა და ნიბირუს შორის მოექცევა, პოლუსები და დედამიწის დახრილობა შეიცვლება. იქნება უძლიერესი მიწისძვრები და ცუნამი.
2014 წლის 1 ივლისიდან ნიბირუ დასტოვებს გალაქტიკის ჩვენს ნაწილს, მაგრამ მის მიერ გამოწვეულ კატაკლიზმებს კაცობრიობის 2/3 შეეწირება.
ნასა შეგნებულად მალავს ინფორმაციას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მასიური პანიკა რომ არ გამოიწვიოს.
* * *
This post has been edited by kalkaff on 19 Aug 2009, 16:54
მიმაგრებული სურათი
საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი