მეც ასე ვფიქრობდი რამდენიმე ათეული წელი!
მეც მიყვარდა (სიგიჟემდე) შემწვარი გოჭის ტკაცუნა , დაბრაწული კანი, ღორის ჩლიქების მუჟუჟი, წალამზე წამოგებული ნაკვერჩხალზე შემწვარი ახალი დაკლული ღორის მწვადები, გემრიელად გაკეთებული ვაზის ფოთლის ტოლმა სქელი არაჟნით, ხინკალი ფშაური ჩემი ხელით შეხვეული ცხიმი რომ გასდის.
ქუჩაში თუ მომშივდებოდა მაკდონალდისკენ მივიწევდი დამშეული მგელივით... ფუმფულა კარგად შეკმაზული კატლეტები გარნირით და ისეც,
გაზქურაში კარგად ტკიცინა დაბრაწულკანიანი ქათმის ხორცი (გულისპირები განსაკუთრებით)...
ხვდებით ალბათ, რომ გულწრფელი ვარ!
ამ ყველაფერს მივირთმევდი, მანამ, სანამ შემთხვევით არ მოვხვდი ფეისბუქზე, ვეგეტარიანელების გვერდზე...
რამდენიმე პოსტის წაკითხვის შემდეგ ისეთი სინანული ვიგრძენი, ისე შემძულდა ჩემი თავი და ყველა ის, ვინც თავისი ნაყროვანებისთვის ცხოველებს კლავს, რომ სასწრაფოდ გადავწყვიტე ჩემი ცნობიერება ძირეულად შემეცვალა, რაც ჩემდა გასაკვირად ძალიან ძნელი აღმოჩნდა...
საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ სრულად მეთქვა უარი ცხოველურ საკვებზე, რაც განპირობებული იყო ცხოველების მიმართ თანაგრძნობაში, ძალიან გამიძნელდა... სამი წელი ვებრძოლე ჩემს "მსუნაგობას"...
შეიძლება ითქვას, რომ დემონივით იყო ჩემში ჩასახლებული ხორცის ჭამის სურვილი, ოღონდაც მართლა!
ჩემმა ასეთმა სისუსტემ კიდევ უფრო დამაფიქრა...
დავუახლოვდი ვეგეტარიანელ ადამიანებს, მაინტერესებდა მათი აზრი ხორცის ჭამასთან დაკავშირებით.
მათგან ერთნაირი და ლაკონური პასუხი მივიღე, ეს პასუხი იყო ელდის დამცემი... ის სიმართლეს შეესაბამებოდა... ლამის შოკში ჩავვარდი...
თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მაგრამ მათი ნათქვამის სისწორემ და ჭეშმარიტებამ შეკამათების მორალული უფლება არ მომცა...
რატომ არ უნდა ჭამდეს ადამიანი ცხოველის ხორცს და რამდენად მიუღებელია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის ამაზე ბევრია სალაპარაკო,
მე მხოლოდ იმ მოკლე ფრაზას გეტყვით, რამაც ძირეულად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოველური ნებისმიერი პროდუქციის მიღებაზე...
მე მივხვდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიკბებებოდი მოკლული ცხოველის გვამით. ხან ვწვავდი, ხან ვხარშავდი, ვკმაზავდი სუნელებით და მარილით, ვაგემრიელებდიდა ვერ ვხვდებოდი სინამდვილეში რა იყო ეს... ეს იყო ადამიანის მიერ ნატანჯი და მოკლული ცხოველის ხორცი, რომელიც ჩემი და შენი კუჭების ამოყორვისთვის
მოკლეს... სიკვდილის შემდეგ ცოცხალი ორგანიზმი ხდება გვამი ეს ყველამ კარგად ვიცით...
იცით, რა, მე უკვე სრული ერთი წელია ცხოველებს ვუცხადებ სოლიდარობას და ვუარყოფ ადამიანის სისასტიკეს!
ჩემი პოზიცია ასეთია და უკვე ძალიან ძნელია ჩემი გადასხვაფერება

მე ეს შევძელი. მე გავიმარჯვე სისასტიკეზე და მსუნაგობაზე!
ასეთნაირად გავხდი ვეგეტარიანელი!
<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>
სისხლი, ტანჯვა, ტკივილი...
მე აღარ ვარ ამისი თანამოზიარე! თქვენ თუ გინდათ იყავით... ღმერთმა შეგარგოთ!... მაგრამ ეჭვი მეპარება ღმერთს მოსწონდეს ცხოველის სისხლის ნთხევა, ტანჯვა და ტკივილი...

<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>
This post has been edited by Era on 27 Dec 2015, 14:25