ეს არის მთელი განწყობის თეორია, შთაგონების ძალა და ამ თემასთან ცოტა ფრთხილი მიდგომაა საჭირო, უმრავლესობამ რატომღაც ამ ფილმიდან მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობის მოპოევების გზა დაინახა, იქ თუ გახსოვთ ქალი ყვებოდა როგორ გაინკურნა კიბოსგან ყველანირი ქიმიის და სხვა ჩარევების გარეშე და ეს მოახერხა დიდი რწმენით, საკუთარ თავის რწმენით...ეს მართლა დიდი სასწაულია!
* * *
თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს, არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს
და ამოცნების არასოდეს არ გახდე მონა,
დამარცხებას და გამარჯვებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად.
თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი,
ბრბომ, სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული სიცოცხლის დღენი,
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად;
თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად,
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;
თუ შეგიძლია წარბი შეკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ,
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს,
ნებისყოფაღა გეუბნება წინ მეთქი გასწ !
თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია და გერქვას - ა მ ი ნ !
ეს არის რედიარდ კიპლინგის ლექსი, რომელიც ყოველთვის დიდ რწმენას აღვიძებს ჩემში, იმედია მომავალში თქვენშიც გააღვიძებს

)