sesi-eliot
ვაფშეტა 2006-ში დავამთავრე სკოლა და "მისწავლიაში" საკუთარ თავს არ ვგულისხმობდი.
რა შუაშია აქ ქვეყნის დალაგება და დიდაქტიკური მოტივები? მარტივად არის საქმე. არ უნდოდათ თუ არ ასწავლეს, მოსწავლეთა 90%-ს არ უსწავლია ქიმია , ფიზიკა და ბიოლოგია იმ დონეზე, რომ დღეს გამოცდები ჩააბარონ. რა ფიზიკაზე და ქიმიაზე საუბრობთ? კოლბა და წრედის სისტემები არ გვქონდა სკოლაში. ხოდა გამოდიხარ და ამბობ, განათლების სისტემა არ ვარგოდაო და ამ უვარგის სისტემა გამოვლილ ბავშვებს თხოვ გამოცდების ჩაბარებას? ალოგიკურს ვერაფერს ხედავთ დავიჯერო?
ის კიდევ სხვა საკითხია რატომ მევალება მე , რომ ვიცოდე ვალნეტობა რა არის.

ნუ ზრუნავთ რა ერთმანეთის ზოგად განათლებაზე.

მთავარი შენი საქმე იცოდე , ერთი საქმე, რომელშიც პროფი იქნები. ქიმიური ფორმულების გამოთვლა თუ არ იცის იურისტმა, მისი პრობლემა არ არის, არც საზოგადოების და საერთოდ მამიდობის ინსტიტუტი დროა ჩაბარდეს წარსულს. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს.
დაუნიშნონ გამოცდები ეხლა ვინც მე-9 კლასშია და დაბლა იმ მოსწავლეებს. რადიკალური რეფორმები ერთ დღეში ვერ ტარდება, თუ ტარდება და უხარისხოდ. 3 წლის წინ გვეგონა რომ ეროვნულ გამოცდებზე უკეთEსი არაფერი იყო, ეხლა აღმოჩნდა, რომ არ ვარგოდა