ეგ გენერალი თუ არ ვცდები სუვოროვი იყო ბავშვობაში მაქვს წაკითხული
მერე კითხა სამხედრო პროფესიულ ენაზე რას ნიშნავს (რაღაც სიტყვა რომელიც უკანდახევას ნიშნავდა ) და ჯარისკაცმა უპასუხა არ ვიციო
სუვოროვი გაგიჟდა როგორ თუ ჩემმა ჯარისკაცმა რაღაც არ იცისო, ჯარისკაცმა უპასუხა რაც თქვენ ხართ მთავარსარდალი უკან არასდროს დაგვიხევია და ეს სიტყვა საიდან უნდა ვიცოდეო სუვოროვს მოეწონა პასუხი და ჯარისკაცი დააჯილდოვა

ისე სხვათაშორის სუვოროვს შვეიცარიაში მარშალმა მასენამ დედა უტირა სულ კუდით ქვა ასროლინა მარა რუსები არ წერენ უნდოდათ რომ დაუმარცხებლად მოეხსენებინათ ....
კაი ერთსაც დავწერ
იმპერატორი ნაპოლეონი ღამე პოსტებს ამოწმებდა და ნახა ერთ ჯარისკაცს პოსტზე სძინავს რა მოიმოქმედა მისმა უდიდებულესობამ?
კიდევ ერთი
თუმცა არ ვიცი რამდენად კარგია
ნაპოლეონი ინგლისის დასაპყრობად ემზადებოდა და ბულონის ბანაკში ყავდა ორასი ათასიანი არმია, ლა მანში იყო გადასალახი
ათასნაირი გეგმა შედიოდა ნაპოლეონთან თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ სრუტეზე
ერთი ასეთი გეგმა იყო
ერთი კაცი ამბობდა გავწვრთნათ დელფინები შევსხათ ფრანგი ჯარისკაცები და ჰერი ინგლისისკენო
ეს იყო დამუშავებული მთელს რვეულში საკმაოდ მოცულობითი სამუშაო იყო ჩატარებული
ნაპოლეონმა რომ წაიკითხა განრისხდა და ეს კაცი უნდა დავხვრიტოო რაზე მაცდენსო
მერე გეეცინა და დახვრეტა გადაიფიქრა...
რატომ?
სხვათა შორის შევიდა წყალქვეშა ნავის გეგმა(ფულტონის გეგმა) და არ განიხილეს არადა რეალური გეგმა ყოფილა პროსტა იმ დრომ ვერ შეაფასა წყალქვეშა ნავები...
* * *
რაფაელმა ერთერთ ვაჭარს ჭერი მოუხატა ანგელოზებით და ჰონორარი მოსთხოვა (4 ანგელოზი თუ კარგად მახსოვს)
ვაჭარს ეძვირა არ ღირს ამდენი და მოვიწვიოთ ვინც ეს საქმე იცის და შევაფასებინოთო....
მოიწვიეს ბუონაროტი მიქელანჯელო ნამუშევრის შესაფასებლად ....
მიქელანჯელომ შეაფასა ნამუშევარი და სთქვა ფასი ნამუშევარს არ შეესაბამებაო
ვაჭარს გაუხარდა რაფაელს ეწყინა ...
(მიქელანჯელოს არ ევასებოდა რაფაელი იმიტომ რომ მიქელანჯელო ჩაკეტილი კაცი იყო რაფაელი ქალებში იყო გაჩითული ქალებს ევასებოდათ )
დაასრულეთ მიქელანჯელო ბუონაროტის შეფასება რა სთქვა ბოლოს მიქელანჯელომ?
* * *
ტრაფალგართან ადმირალი ნელსონი სასიკვდილოდ დაიჭრა ფრანგი სნაიპერის ტყვიით...
დაკრძალვაზე რა ცერემონია ჩაატარეს მეზღვაურებმა?
(ეს ცოტა რთული და სპეციფიკურია უნდა უეჭველი იცოდე რომ უპასუხო...)