სიახლე: მოიგეთ თანხა უკვე ყოველი ტურის შემდეგ !Tipchaser.com-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 4 დეკემბრიდან, ხუთ ჩემპიონატში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი ტურის შემდეგ. ცვლილება ჯერჯერობით არ შეეხება დანარჩენ 19 ჩემპიონატს.წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა,რომ ყველა თვეში, გარკვეულ ეტაპზე, მოთამაშეთა დიდი ნაწილი კარგავს მოტივაციას რეიტინგში ჩამორჩენის შემდეგ. ისინი წყვეტენ აქტიურობას და ელიან მომდევნო თვეს, როცა თანხისათვის “ბრძოლა’’ თავიდან იწყება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დავნერგოთ ისეთი სისტემა, სადაც არც ერთი მოთამაშე არ დაკარგავს მოტივაციასა და თანხის მოგების შანსს “ჩაგდებული’’ ტურის შემდეგ.
გამარჯვებულის გამოვლენა
• თითოეულ ჩემპიონატში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) გამოვლინდება იმდენი გამარჯვებული რამდენი ტურიც ჩატარდება.
• თითოეული ჩემპიონატის თითოეული ტურის გამარჯვებულს გადაეცემა 25$.
• გამარჯვებულია მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მაღალი ‘გარტყმის სიხშირე’ აქვს და ამავდროულად აქტივობა კონკრეტულ ჩემპიონატში აქვს არანაკლებ 75%-ისა.
თუ ორ ან მეტ მოთამაშეს ეს მაჩვენებელი თანაბარი აქვს, პრიზს მიიღებს ის მოთამაშე, რომელსაც უფრო მეტი ‘შემოსავალი’ აქვს.
თუ ‘შემოსავალიც’ თანაბარია, პრიზს მიიღებს ის მოთამაშე, რომელსაც უკეთესი შედეგი ჰქონდა ამ კონკრეტული ტურის წინა ტურში. აქაც იდენტური შედეგების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ამ კონკრეტული ტურის წინა ორი ტურის შედეგებს, შემდეგ წინა სამის და ა.შ. სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება.
თუკი წინა ტურებით გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელია, თანხა გაიყოფა თითოეულ მოთამაშეზე. თუკი ასეთი მოთამაშე ხუთზე მეტია,თანხა აღარ გაიყოფა, “გადავა’’ მომდევნო ტურში და გათამაშდება ორმაგი პრიზი (40 ან 50$).
გისურვებთ წარმატებას !
TipChaser-ით შეგიძლიათ გააკეთოთ უფასო ფსონები და ყოველთვიურად მოიგოთ $100.
http://tipchaser.com/
https://www.facebook.com/tipchaser