მოკლედ მართალია დღევანდელი რამოდენიმე ბილეთი კრახით დასრულდა, მაგრამ ეს 5-10 ლარიანი ბილეთების ხარჯები ლაივზე გაყოლებით მაინც ამოვიღე. ზუსტად ჩემს ფულში დავჯექი და რაც მთავარია ჩემი მთავარი ბილეთი რომელიც პარასკევს გამთენიისას შემოგთავაზეთ მიდის კარგად...
ვილიარეალის 1 დაჯდა
იუვეს კი დაჯდა
ბავარიის ჰანდიკაპი დაჯდა
ხვალ დარჩა ოსასუნას მეტობა და მილანის 2.
თუ ვინმე იხეირებთ თქვენ გაიხარეთ.
მაგრამ შემომრჩა 2 "თუმანი" ანგარიშზე და ხვალის იდეებსაც შემოგთავაზებთ (რა თქმა უნდა მილანის და ოსასუნას გამოკლებით)
პ.ს. კალათბურთებს და ტენისებს ჩემგან ვერ მიიღებთ... " ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად" ამბობდა დავით გურამიშვილი და ვეთანხმები, არაა ჩემი საქმე არც ერთი... ფეხბურთს რაც შეეხება ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, მსუქანი ვიყავი და ვერასდროს ვთამაშობდი კარგად. ახლაც მსუქანი ვარ და თავისთავად ამას რომ დავუმატოთ სმა და სიგარეტი უფრო ვეღარ ვთამაშობ... ასე რომ მთელი ჩემი ჟინი თეორიაში გადავიტანე
რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი ავაცილო ანუ "გავმაზო" მაგრამ არასდროს ვდებ იმ ლიგებზე და იმ გუნდებზე რომლებსაც არ ვიცნობ... ამიტომ ჩემი ძირითადი სათამაშო არეალი არის რუსეთი, თურქეთი, ხანდახან პორტუგალია და ჰოლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია...
თან ბილეთებს სახელებს ვარქმევ ხოლმე. ზემოთ ავღნიშნე რომ ჩემი ცენტრალური ბილეთი მიდის და მას ქვია "ნებიერა" ახლა კი გავაკეთებ "მეოცნებეს"
ზოგადად სამი კატეგორიის ბილეთები მაქვს ხოლმე:
1. ნებიერა – რომელიც არის მოვლილი, დავარცხნილი, აწონ–დაწონილი, გაანალიზებული, მაქსიმალურად დაცული რისკებისგან.
2. მეოცნებე – ბილეთი რომლის შედეგიც აუცილებლად 4 ციფრა უნდა იყოს, ხოლო ფსონში არა უმეტეს 2–3 ათეულისა
3. განდილა – განდილას არაფერი არ აქვს განსაზღვრული, აქ ერთმანეთის გვერდით შეიძლება თავს იწონებდნენ 1.3 და 7.8 კოეფიციენტები...
Go, Go, Go Dreamer!!!
ცივი და დიდი რუსეთი (რუსეთი მტერია)
ცსკა – სპარტაკი. მოსკოვური დერბი. ალბათ რთულია მოახერხოს სპარტაკმა, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, 5 ტურით ადრე ისე გაანიავოს 7 ქულა რომ ჩემპიონი ვერ გახდეს. აი ცსკასთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ის ერთი ქულით უსწრებს ზენიტს და ლიგის ადგილს არკვევენ ერთმანეთში. ზენიტი რომელიც ორშაბათს ბოლო ადგილოსან და ფაქტიურად გავარდნილ ტომსკს ხვდება და ვფიქრობ აუცილებლად მოიგებს. ეს ნიშნავს იმას რომ ცსკამ აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშოს, თორემ ყველა სხვა საწინააღმდეგო შემთხვევაში 1–2 ქულით ჩამორჩება ზენიტს და მერე უკვე ძალიან გაუჭირდება ამის აღმოფხვრა. ასეთი მატჩები როგორც წესი ბევრი ემოციების და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ბარათებს ჩავხედე და ჯერ ერთი ტოტალი მაღალია და პლუს ისეთ დარღვევაზე (მოჩეხვა) რაზეც მაგალითად ჰოლანდიაში შეიძლება ტრიბუნებიდან მაცქერალი ბავშვი პირდაპირ ფსიქოლოგთან წაიყვანონ, მსაჯმა წითელი ამოიღოს და იმ მოთამაშეს 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ვანიამ შეიძლება სათამაშო ეპიზოდად ჩათვალოს. (ბევრჯერ მომსვლია ასე) ასე რომ აქ ბარათებისას ვერაფერს გაიგებთ, ჯარიმები კი სამწუხაროდ არ აქვს ლიდერს რუსეთზე. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ცსკამ უნდა შეუტიოს, ცსკამ უნდა ბევრი დრო გაატაროს შეტევაში. სპარტაკისთვის მატჩის მოგება ადვილი არ არის (ნუ რუსეთის დონეზე) პირველ რიგში იმიტომ რო სპარტაკს ხელმძღვანელობს მასიმო კარერა. იტალიური სამწვრთვნელო სკოლის წარმომადგენელი, მართალია ის არც ლიპია, არც ანჩელოტი და არც კაპელო, მაგრამ იგი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, სხვა თუ არაფერი 4 წელი ასისტენტი იყო ანტონიო კონტესი, 2 წელი იუვენტუსში, 2 წელი იტალიის ნაკრებში, რაც თავისთავად დიდი გამოცდილება და პრაქტიკაა, ყოველ შემთხვევაში ბელორუს ალკოგოლიკ ვიკტორა გონჩარენკოზე უკეთ რომ იცის ფეხბურთი ეს ფაქტია და სავარაუდოდ ტაქტიკაში მაინც უნდა დაჯაბნოს. ჯარიმებზე, მატჩის დაძაბულობაზე, დერბიზე და ცსკას შეტევის აუცილებლობაზე ტყუილად არ დამიწერია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრაცია. დიდი ალბათობით რაც მეტი დრო გავა მით უფრო მეტი სივრცე გამოუჩნდება სპარტაკს და სახალხო გუნდს კონტრშეტევებისთვის მეტად გაეხსნებათ ხელფეხი. მოდით ვნახოთ ვინ არიან ცსკას იმედები დაცვაში. ცსკა როგორც წესი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, გუნდს 4 ცენტრალური მცველი ყავს, ესაა ვიქტორ ვასინი, რომელიც უფაში იყო განათხოვრებული და ახლა დაბრუნდა ზამთარში, ტყუპები ძმები ძმები ბერეზუცკები რომლებიც გამომდინარე იქიდან რომ ტყუპები არიან გაგიკვირდებათ და ორივე 34 წლისაა და 37 წლის სერგეი იგნაშევიჩი. ყველა ბარძალი, ნესტა და მალდინი ვერ იქნება ამ ასაკშიც მაქსიმალურად სანდო იყოს. შესაბამისად ერთ დროს რუსეთის ნაკრების დაცვის ბურჯებს ასაკმა მაინც დაატყო კვალი და ყველანაირი გამოთვლებით უნდა გაუჭირდეთ სპარტაკის სწრაფი შემტევების და ნახევარმცველების გაჩერება, რომლებსაც ბურთი ძალიან სწრაფად ამოაქვთ შეტევაში (ვინც ჯანოს ხათრით უყურებს სპარტაკის თამაშებს დამეთანხმება) ვფიქრობ ასეთ მატჩში მიეცემათ შანსი და პრომესი, ჯანო, მელგარეხო, კომბაროვი, სამედოვი, ფერნანდო... სწრაფად ამოუტანენ ბურთს ბებერ ცსკას და ერთხელ მაინც გაუქანავებს ბადეს შიგნიდან.
მოკლედ მე არ ვიცი რას იზამს ცსკა, მოიგებს თუ გაიტანს, მაგრამ სპარტაკის მჯერა ამ მიზეზების გამო.
ცსკა – სპარტაკი მეორე გუნდი გაიტანს კი (1.4)
პორტუგალიაში ერთი კარგი თამაში ჩანს
ბრაგა – სპორტინგი. სპორტინგი მესამე ადგილზეა, ზემოთ ვერ წავა და ქვემოთ 5 ქულა აქვს პლიუსი. მესამე ადგილი გამსვლელია ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში. დიდად სანერვიულო არაფერი აქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ბრაგა ევროპა ლიგის ზონაშია, მეხუთე ადგილზეა და მასაც აქვს 4 ქულიანი ფორა მდევართან, არც ის იტყვის უარს მოგებაზე მაგრამ მას რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ყავს ტრამვირებული. პირველ ტურში ბრაგამ გასვლა მოუგო სპორტინგს, მაგრამ ისაც უნდა აღინიშნოს რომ მაშინ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ ლისაბონელები და მატჩი 0–1 დათმეს. სპორტინგს საკმაოდ საინტერესო გუნდი ყავს: ბას დოსტი, ჯელსონ მარტინსი, ჯოელ კემპბელი (გახსოვთ ეს ჯიგარი არსენალიდან? მსოფლიო ჩემპიონი თავის ბენეფისად რომ გადააქცია 2014 ში) ადრიან სილვა (მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანი გუნდის) ვილიამ კარვალიო, ეზიქელ სკელოტო და პორტუგალიის ნაკრების მთავარი მეკარე რუი პატრისიო. ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მეძებარი გუნდისთვის ზედმეტი ფუფუნება უნდა იყოს ბრაგას ორივე მატჩი დაუთმოს და 2 მატჩში 0 ქულა აიღოს. იმ პირობებში როდესაც ბრაგას 3–4 წამყვანი ფეხბურთელი მაინც დააკლდება ლისაბონელებმა მინიმუმ მატჩი არ უნდა წააგონ, თუ ვინმე გაურისკავთ, გულში ორიანისაც მჯერა, მაგრამ მე არ წაგებას დავჯერდები
ბრაგა – სპორტინგი X2 (1.3)
საფრანგეთში სამი მატჩია. დააკვირდით
კაენი – მარსელი
დიჟონი – ბორდო
ორი აბსოლუტურად იდენტური მატჩი. მარსელი და ბორდო უეფას ზონისთვის იბრძვიან და მეზობლად არიან ცხრილში, კაენი და დიჟონი დასარჩენად და მეზობლები არიან გასავარდნ ზონასთან. ინტუიცია მაფრთხილებს ამ ორი თამაშიდან ერთ–ერთი დიდ კვერცხობას დაახეთქებსო და ამიტომ არ მივეკარები, არ მინდა მარჩიელობა რომელმა შეიძლება დააკვერცხოს. აი ნიცა – პსჟ კი ძალიან მომწონს.
იმისთვის რომ უნაი ემერიმ პოსტი შეინარჩუნოს მან უნდა მოიგოს საფრანგეთის ჩემპიონატი, იმიტომ რომ ის თანხები რაც დაიხარჯა ამ გუნდისთვის საფრანგეთის თასით ვერ დაკმაყოფილდებიან შეიხები.
მონაკო რომელიც სამი ქულით უსწრებს პსჟ –ს და დღეს თავისი მატჩი მოიგო, 3 დღის წინ ნამდვილი კაპიტულაცია გამოუცხადა თასზე პსჟ–ს და 5–0 წააგო მეორე შემადგენლობით. რაც ნიშნავს იმას რომ მათთვის მთავარი ახლა საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაა. მართალია ისინი ბრწყინვალე ფორმაში არიან, მაგრამ სადღაც წესით უნდა გაუჭირდეთ, ან ლიგაზე ან საფრანგეთში. პსჟ მას კუდში მიყვება სამი ქულის ჩამორჩენით. ჩასაფრებული ელოდება ფეხის მონაკოს ფეხის დაცდენას, მონაკო ცდილობს ბოლომდე "გაწუროს" მაგრამ სეზონის ბოლოს ორ ფრონტზე მაინც ძალიან გაუჭირდება. რასაც ვერ ვიტყვით პსჟ–ზე.
ნიცასთან გასვლას თუ არ ჩავთვლით მერე უადვილესი კალენდარი აქვს. ბასტია, სანტ ეტიენი და კაენი. ნიცამ თავისი სასწაული უკვე მოახდინა, ის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია გასული, ეს გადაწყვეტილია 17 ქულით უსწრებს მეოთხეადგილოსან ლიონს. ამისთვის მათ დიდი ბრძოლები გადაიტანეს და დამსახურებულად არიან ამ ადგილზე! ახლა შეუძლიათ დატკბნენ შედეგით და მომავალ წელზე და ევროპაზე იფიქრონ, აი პსჟ–ს კი აუცილებლად მოგება სჭირდება. ამ გუნდის ფეხბურთელებს დასამტკიცებელი მართლაც ბევრი აქვთ, მარტო მათი ხელფასები შეიძლება მთელ ნიცად ღირდეს.
მოკლედ პსჟ – მ აუცილებლად უნდა მოუგოს და მონაკოს დაუცადოს, მას სხვა არაფერი დარჩენია...
ნიცა – პსჟ 2 (1.65)
ესპანეთში სელტა – ატლეტიკია.
სელტა ევროპა ლიგის ნახევარფინალშია და მანჩესტერ იუნაიტედი ერგო. არ ვიცი რისი იმედი აქვთ, წესით ძალიან უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ წელს მანჩესტერი ნამდვილი გუნდი "?" – ია. რას იზამს კაცმა არ იცის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი დარჩენია მოურინიოს ევროპის მოგების გარდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ასე რომ სელტა მთელი არსით წესით გადართული უნდა იყოს იქითკენ, ბილბაოს კი აუცილებლად მოგება უნდა, როგორც ვივარაუდე ვილიარელმა და სოსიედადმა თავის მატჩები მოიგეს და ჩამოაქვეითეს მეშვიდეზე ბასკური გუნდი. მე ორიანს ვერ გავრისკავ, ჯერ ერთი იმიტომ რომ მოიგო ბარსამ, რეალმა, ატლეტიკომ, სოსიედადმა, ვილიარელმა, მოკლედ ზედა ნაწილში ყველას + 3 აქვს ამ ტურში და სადღაც შეიძლება ცუგას თავი იყოს ჩამარხული. ამას გარდა ატლეტიკი გამოკვეთილად სახლის გუნდია და უჭირს გასვლები. აი რაც მომწონს აქ არის ის რომ ბოლო ხუთი მატჩის საშუალო ყვითლები 7.2 აქვთ ამ გუნდებს. ახლაც როდესაც ბასკები საომრად გამოვლენ, სელტას მხრიდან კაპიტულაცია საკუთარი მაყურებლის წინაშე (რომელსაც ბოლო ორი მატჩია გოლიც კი არ გაუტანია ისე აგებს საკუთარ მოედანზე) ნამდვილად აუტანელი იქნება, მათ მოუწევთ წინააღმდეგობის გაწევა, ესპანეთში კი მოგეხსენებათ ყვითლები არავის უკვირს. არც არბიტრ დევიდ ბორბალანს უჭირს ჯიბეში ხელის ჩაყოფა. მოკლედ ვფიქრობ ბილბაო არ მისცემს მოდუნების საშუალებას სელტას, ბარათები ვფიქრობ იქნება!
სელტა – ბილბაო 4.5 ზე მეტი ბარათი (1.4)
გერმანია
აქაც ბარათებით დავიწყებ. აუგსბურგი – ჰამბურგი. მასპინძელი 32 ქულით 16 ადგილზე (გერმანია 18 გუნდიანია, თავისთავად 16 გასავარდნი ზონაა) ხოლო ჰამბურგი 33 ქულით 15 ზე. ფაქტია რომ ორივესთვის გამარჯვება თითქმის დარჩენას ნიშნავს ბუნდესლიგაში, ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს და უამრავი ფეხბურთელი ყავთ ტრამვირებული. რთულია აქ რომელიმეს უპირატესობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მატჩში რომ მთელი გული და სული უნდა ჩადონ ეს ფაქტია. მოკლედ სასწორზე ბუნდესლიგაა, აქ თავის დაზოგვა აღარ გამოდის და შესაბამისად მატჩი თავგანწირულ–უხეში უნდა გამოდგეს.
აუგსბურგი – ჰამბურგი 3.5 ზე მეტი ბარათი (1.5)
რატომ უნდა გახვიდე ჩემპიონთა ლიგაზე პლეიოფით, როდესაც შეგიძლია მოხვდე პირდაპირ ჯგუფში! მითუმეტეს როცა ჰოფენჰაიმი ხარ?!
დღეს ბავარიას თუ არ ჩავთვლით, გერმანიის 31 ტურში საჯარო განავალის ჭამას ქონდა ადგილი. დორტმუნდი 0–0, ლაიფციგი 0–0.... დაღუპეს ხალხი.
ჰოფენჰაიმს კი მშვენიერი შანსი მიეცა მესამეზე გადავიდეს და გადაასწროს BVB-ს. რატომაც არა როდესაც შესანიშნავი გუნდი გყავს, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც დამსახურებულად არიან ლიგის ზონაში?!
აინტრახტი 11 ადგილზეა. მართალია ქულები ძალიან მჭიდროდაა და მეექვსე ადგილამდე მხოლოდ 4 ქულაა (უეფას ზონა) მაგრამ გუნდს ტრამვირებული ყავს თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი, რაც მათ შედეგზეც აისახა. ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ აუტსაიდერ აუგსბურგთან აიღეს სამი ქულა.
მაინც ვფიქრობ დღევანდელ უნამუსობას რაც ბუნდეში მოხდა, ხვალაც არ ექნება გაგრძელება და ჰოფენჰაიმი მშვიდად და წყნარად გადაინაცვლებს მესამე ადგილზე
ჰოფენჰაიმი – აინტრახტი 1 (1.6)
ინგლისის პრემიერლიგა ხანდახან ბრიტანული შოუ მგონია, რაღაც British Got Talent ის პონტში.... სადაც ბოლოს აუცილებლად უნდა დაძაბონ ყველაფერი... რა მშვიდად ჩანდა არა ზამთარში ყველაფერი, ახლა კი ისეთი ბოლო ტურები გველის, ნამდვილად დიდ ფულს დაწერს ტელევიზიები და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ფულს დახარჯავენ პრემიერლიგაში... ნამდვილად ღირს!
დავიწყოთ მიდლსბრო – სიტით.
პირველ ტურში მათ 1–1 ითამაშეს, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. სეზონის დასაწყისისკენ, როცა ხურდებოდა ყველაფერი. ახლა სურათი უკვე ნათელია. მიდლსბრო 7 ქულით ჩამორჩება ჰალ სიტის, შესაბამისად 7 ქულა უნდა აღმოფხვრას 4 ტურში რომ პრემიერლიგაში დარჩეს. მოკლედ ალბათ უკვე ჩემპიონლიგაზე უნდა ფიქრობდეს და იმაზე თუ როდის დაბრუნდება კიდევ "უმაღლესში". აი სიტის კი ნამდვილად რთულად აქვს საქმე. მას "კუდზე" იუნაიტედი და არსენალი (ერთით ნაკლები თამაშით) აზის. უშუალო კონკურენტ – იუნაიტედს თუკი უეფადან შეიძლება ქონდეს იმედი ლიგაზე მოხვედრის, გუარდიოლას გუნდს "ვიხოდები" არ აქვს. მან უშუალოდ პრემიერლიგის ოთხეულით უნდა მოიპოვოს ლიგაზე თამაშის უფლება.
წინა ტურში მანჩესტერული დერბი იყო, სიტიმ ყველაფერში დაჩაგრა იუნაიტედი, მაგრამ ბედის და მოურინიოს "დამსახურებით" მატჩის მოგება ვერ მოახერხეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. ახლა კი დროა მიდლსბროს მოუგოს და მოუგოს დამაჯერებლად, რომ კითხვის ნიშნების და ნერვიულობების გარეშე ადგილი შეიმაგროს ოთხეულში. 1–0 დან თამაში სიტიმ ნამდვილად არ იცის და ის ქულები რომ დავუბრუნოთ რომელიც ბოლო წამებზე გაანიავა წელს, ახლა შეიძლება ჩემპიონობისთვისაც ებრძოლა. ასე რომ ველოდები დამაჯერებელ თამაშს გუარდიოლას ვარსკვლავური კოლექტივიდან.
მიდლსბრო – სიტი –1.5 2 (1.7)
ძალიან საინტერესო მატჩია მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი. მართალია მთელი სამყარო ოლდ ტრაფორდზე მასპინძლების გამარჯვებას ელოდებიან, მაგრამ დავიწყოთ იუნაიტედის არასტაბილურობით, დავუმატოთ ტრამვები და დისკვალიფიკაციები: იბრა, მატა, ფელაინი, როხო, ფილ ჯონსი, სმოლინგი... ასევე პოგბა მცირე ტრამვით. მეორე მხარეს სუონსი, რომელსაც სამი ქულა აშორებს პლ – ში დარჩენამდე. არადა მათ საკმოდ კარგი გუნდი ყავთ, თქვენ თვითონ ნახეთ: ფერნანდო ლორენტე, ჯორდან აიუ, გულფი სიგურდსონი და სხვა ყოჩაღი ბიჭები. მოკლედ ყავს გოლის გამტანი როგორც ერთ გუნდს, ისევე მეორეს. კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია. 2.1. მაგრამ რადგან ეს ბილეთი არ არის განდილა და არის მეოცნებე ამიტომ ავიღებ უბრალოდ 2 გოლს, ანუ 1.5 ზე მეტს. რასაც კოეფიციენტიც ნორმალური 1.3 აქვს.
მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი გოლების რაოდენობა 1.5 ზე მეტი (1.3)
მართალია ტოტენჰემს ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული პლ–ში. (22) მაგრამ არსენალს, რომელსაც ნამდვილად დიდი გაჭირვება აქვს და შეიძლება არსენ ვენგერისთვის უკანასკნელი სეზონიც კი იყოს, გოლის გატანა აუცილებელია. დაცვაში ძირითადი მცველები კოშელნი და მუსტაფი დამტვრეულები არიან, შეტევაში კი საქმე უკეთესად აქვს, ყველა მწყობრშია, ისევე როგორც ჩემპიონობაზე მეოცნებე ტოტენჰემში.
ბომბარდირობისთვის 5 ეულში ჰარი კეინი და ალექსის სანჩესი არიან. ტოტენჰემს 69, არსენალს კი 64 ბურთი აქვს გატანილი. არსენალმა 32 თამაშიდან 23 მეტობა ითამაშა. ახლაც, როდესაც ცენტრალური მცველები აკლია და მოგება უნდა, ვფიქრობ მეტობა გარდაუვალია.
ტოტენჰემი – არსენალი 2.5 ზე მეტი (1.55)
ევერტონი – ჩელსისგან თავს შევიკავებ და მშობლიურ იტალიაში გადავალ
მილანის შედეგს მართალია არ ვეკარები, მაგრამ ბოლო 2 წელია დიდ პატივს ვცემ მილანის კუთხურებს. ახლაც ვფიქრობ როდესაც მილანის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დგება, იცით როგორ მჯერა მისი მოგების, ასევე მჯერა რომ ამ მოგებას დაჭირდება შეტევა, მილანისთვის კი ახალგაზრდა, სწრაფი ბიჭები უტევენ ფლანგებიდან რომ გამოცდილი ბაკა მოამარაგონ ცენტრში, არც შორიდან დამრტყმელები აკლია, არც ტექნიკური შემტევები, საჯარიმოში შემრბენები. მოკლედ 5 კუთხური მილანმა კროტონეს კი უნდა მოუწოდოს.
კროტონე – მილანი მეორე გუნდის კუთხურების რაოდენობა 4.5 ზე მეტი (1.45)
ინტერსა და ნაპოლის ერთმანეთში კი ბოლო სამი მატჩია არ უთამაშიათ. ეს სამივე შეხვედრა 2016 წელს მოხდა. ახლა კი ორივე გუნდი არც გაშვებას ერიდება და არც გატანას. მარტო იმის თქმა რომ ინტერმა ბოლო 10 ტურში 26 გოლი გაიტანა და 17 გოლი გაუშვა... ხოლო ნაპოლის, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი სერია ა –ში (77) უკვე მიბიძგებს იმისკენ რომ ორივეს გატანა ავიღო. ასეთმა გუნდებმა 4 მატჩში ზედიზედ 4 "არა" ითამაშონ, ჩემთვის რთულად დასაჯერებელია!
ინტერი – ნაპოლი ორივე გაიტანს კი (1.5)
რომა – ლაციო.
რომაული დერბი! რომელიც გაიმართება 14:30 წუთზე... უკვე აღარაა საინტერესო.
ამიტომ ვერც იმას ვიტყვი რომ აქ ბარათები იქნება, წითლები იქნება, დაინგრევა აქაურობა. მითუმეტეს ცოტა "გატრუხდა" ეს დერბი. უახლოეს თვენახევარში ეს უკვე მესამე მატჩია მათ შორის. ლაციო გაცდა უკვე რომას თასზე და ფინალში იუვეს ელოდება, ახლა რომას სჭირდება ქულები რათა იუვეს ბოლომდე სდიოს, მითუმეტეს ახლა, როდესაც იუვემ ფრე ითამაშა და რომაელებს შეუძლიათ გაქცევა 6 ქულამდე შეამცირონ. ამას დავუმატოთ რომ რომას იუვესთან სათამაშო აქვს ე.წ. 6 ქულიანი მატჩი. ამიტომაც ვფიქრობ დღეს მოგება რომას უფრო სჭირდება, რომელსაც ყველა წესრიგში ყავს, აი ლაციოს კი მეკარე მარკეტი და ნამდვილი აღმოჩენა და ლიდერი მილინკოვიჩ სავიჩი აკლია. სიმშვიდისთვის
რომა – ლაციო 1X (1.26)
მოკლედ ესაც ჩემი "მეოცნებე"

მთლიანად დადების ამ ბილეთის რა გითხრათ და ამოსარჩევად კია კარგი !
წარმატებები
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare