Veretei
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1778
წევრი No.: 241090
რეგისტრ.: 3-March 18
|
#52603836 · 26 Apr 2018, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინდელ ჩემს პოსტს ერთ-ერთი სტრატეგიის შესახებ გამოეხმაურა ბევრი ადამიანი, რომლებმაც პირადში მომწერეს. გადამიხადეს მადლობა, დამისვეს შეკითხვები როგორც თვითონ სტრატეგიის შესახებ, ასევე საერთოდ ბეთინგის შესახებ. რა თქმა უნდა ყველას ვუპასუხე, რამდენადაც შესაძლებელი იყო ასეთი მიმოწერის ფორმატში. პირადი მიმოწერის დროს წამოჭრილი საკიტხების სინთეზირებას შევეცდები და დავდებ ამის შესახებ პოსტს. მე ვარ ერთ- ერთი ექსპერტი ბეთფეირ ტრეიდინგის. წლებია 24 საათიან რეჟიმში მიხდება ამ უზარმაზარ სპორტულ ბირჟაზე მუშაობა. სატოტალიზატორო ბიზნესი ჩემთვის უცხო არ არის, არც შიგნიდან და არც გარედან როგორც მოთამაშისთვის, თუ როგორც ბუკმეკერისთვის. ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ერთი მწერს, რაც არ უნდა წარმატებით ვეთამაშოო, გრძელ დროში გამოდის რომ ადგილს ვტკეპნიო. და ეს დამახასიათებელია სათამაშო რეჟიმში მყოფი ადამიანისთვის. ტოტალიზატორი თავისი არსით ეს არის ქვის ხანა სპორტულ ბირჟასთან შედარებით. ფაქტიურად საქართველოში აზვირთებული სატოტალიზატორო მოძრაობა თავისი თვალისმომჭრელი რეკლამებით ერთი კარგად ფრცქვნის მოსახლეობას. ეს ფაქტია ! ტოტოს მთავარი საზრუნავი ბრუნვის გაზრდაა ! თავისი მარჟა კუშებში აქვს. ეს ყველაფერი მათემატიკურად დათვლილია და იუვე მოიგებს თუ ბარსა, თუ ყველა ფავორიტი ერთად, წლის განმავლობაში ტოტო გასცემს კიდეც გასაცემს და თავისი დარჩება. ეს თავისი კუშებშია ჩადებული. ამიტომ არის, ბრუნვის აწევის მიზნით, ქართულ კონკურენტულ სივრცეში ადგილის დასამკვიდრებლად რა აქციები არ ეწყობა. იქ ბინებიო, იქ მანქანებიო, იქ გაძვალტყავებული ქეშაუტიო და კიდევ ათასი რამე. ნორმალურ ქვეყანაში ეს აღვირახსნილი რეკლამირება გემბლინგისა მოქცეული იქნებოდა არტახებში. მაგრამ რეალობა რეალობაა და ჩვენც გვინდა არ გვინდა გვიწევს თვალის გასწორება ! რატომ ვწერ ამდენს. ჩემთვის მისაღებია რამდენიმე მიდგომა - ტოტოს გამოყენება ღირს თუ გაქვს რაიმე ხელმოსაჭიდი სტრატეგია ან სისტემა, რასაც სტაბილურად მოაქვს მოგება. ან ბეთფეირი, სპორტული ბირჟა, თუმცა აქაც საჭიროა ცოდნა, გამოცდილება და ბიზნესური მიდგომა. საქმიანი დამოკიდებულება. მზადყოფნა როგორც თეორიულად, ასევე ფინანსურად. მე ამ ყველაფრის შესახებ დაწერილი მაქვს უამრავი პოსტი სპორტული ამ ფორუმის სხვა გვერდზე, რომელიც ეხება სპორტული ფსონების ბირჟას ბეთფეირს. ტოტალიზატორები ბეთფეირთან არის ქვის ხანა ! ამიტომ შეკითხვები, რომლებიც მომდის პირადში, ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია. თუმცა მათზე პასუხი ჩემეული ერთადერთია. ტოტოს თამაში ჩემთვსი ძალიან მოძველებული ფორმაა. ეს აპარატები, ეს სამაგიდო თამაშები, ვითომ ნარდი და დომინო და სხვები დაყვანილია სათამაშო აპარატების დონეზე. მანდ გაგორების მექანიზმი გაკეთებულია ისე, რომ მსოფლიო ჩემპიონი რომ მოიყვანო ნარდში, შეიძლება პარტია ვერ მოიგოს. ასევეა დომინო. და სხვა თამაშები. ყველაფერი გამზადებულია და გაკეთებულია ერთი თვალსაზრისით - აბუქსაოს მომხმარებელია, ბოლოს კი ბუქსაობის რეჟიმით დაიყვანოს ნულზე, რათა გავარდეს და ახალი დეპოზიტირება განახორციელოს. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია და სატოტალიზატორო სივრცე იმდენად მოძველებულია, რომ არა ამდენი შეკითხვა, არც კი გავამახვილებდი ყურადღებას. თან ერთი მომენტია. ეს ტოტოები არიან კურდღლები ! როგორც კი დიდ ფოსტებით დააჯდები, ან არბიტრაჟს ( ვილკებს რომ ეძახით და უეჭველ ანუ sure betting - ს) განახორციელებ, ან თუნდაც ეთამასები , მაგრამ ისეთი მიდგომით რომ აშკარად ტოტო კაი საგრძნობ მინუსში მიდის, ეგრევე გზღუდავს, გალიმიტებს, კუშებს გიგდებს, გაშავებს და გბლოკავს და უამრავი სხვა რამ. და რა გამოდის - ამათ უნდათ ლუზერები და ზამასკიანი ხალხი, მთელი დღეები სკებიდან გამოფრენილი ფუტკრებივით ფული ნექტარივით უზიდოს ამათ. არა და მე ვიცი მოთამაშის ფსიქოლოგია ! გაპარტახებულ ქვეყანაში, დანგრეული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ბევრი სწორედ აქ მოგებულ ფულზე ცდილობს სამომავლო იმედის აგებას. ნებისმიერი განხორციელებული 1 ლარი ტოტოში, ერთგვარი საიმდღეისო "იმედის შეშხაპუნებაა" და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა სპორტის სიყვარული. კლუბების ფანობაც და მხარდაჭერაც. და ეს ყველაფერი ერთობლივად ხდება. და სანამ ვინმე ამდიდრებს მოთამაშეების წაგებული ფულებით გაქონიანებულ ბუკმეკერებს, მანამ ვიღაც სხვა, ჩაღრამავებული ამ სფეროში ძალიან მაგრად, წყნარად აკეთებს ფულს. მე მაქვს უზარმაზარი გამოცდილება. მითამაშია ათწლეულების წინ მაზავშიკებთან. ასტრონომიული ციფრები წამიგია კიდეც და მომიგია. ტოტოებშიც ნაღდ ფულზე. უამრავი ისტორია გადამხდენია და ვიცი ეს სფერო საკმაოდ მაგრად. მერე ტავად მქონდა ტოტო.. ანუ შიგნიდანაც ვიცი რაც არის და რაზე დგას და როგორ მუშაობს.საკმაოდ ბევრი წელია 24 საათიან რეჟიმში მიწევს შეხება ბეთფეირთან. ესეც მიუხედავად იმისა, რომ ტოტოს ჯობია ყველაფრით, საკმაოდ ძნელია. მოითხოვს უდიდეს ცოდნას, გამოცდილებას, ნებისყოფას, საჭურო კაპიტალს, საქმიან და ბიზნესურ მიდგომას. მე მთხოვეს პირადში თუ არის შესაძლებელი სხვა სტრატეგიების ტირაჟირებაც. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ალბათ თუ დროს მოვნახავ, გამოვაქვეყნებ სხვა საკმაოდ კარგ სტრატეგიებსაც, როგორც ფეხბურთზე ასევე, ჩოგბურთზე თუ დოღზე. თუმცა. შესაძლებელია ერთგვარი კლუბის გაკეთებაც. შემიძლია თუ იქნება მსურველები, დავდო ლინკი, საიდანაც მოხდება კლუბის წევრთა პირდაპირ ჩემს კომპიუტერში შემოსვლა და ბეთფეირის პროგრამებში მეცადინეობა, გარკვევა, ვარჯიში, გამოცდილების მიღება. სტრატეგიების მოსინჯვა, გაცნობა, გათავისება. ეს იდეა სულ ცოტა ხნის წინ დაიბადა სპორტული ფსონების ბირჟის გვერდზე, სადაც დადებული მაქვს უამრავი პოსტი გემბლინგზე, ბეთფეირზე, სპორტულ ბირჯაზე ფულის გალეთების, როგორც ბიზნესის საკითხებზე. მე , რა თქმა უნდა, ვერ მოვახდენ ზემოქმედებას ვერავისზე, და ის ვინც ჯიუტად ცდილობს ტოტოს ეჯიკაოს, ნება მისია და ეჯიკაოს. მესმის ის მუღამიც, მაგარ ბილეთს რომ დასვამ რა სიამოვნებაა, გარდა მისი ფინანსური უკუგებისა. არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, მე ერთგვარ "საგმებლინგო მესიად" წარმოვჩნდი აქ, ან ვინმეს მინდა ჭკვა ვასწავლო ან ზემოდან ველაპრაკო. არც ისე მინდა იქნეს გაგებული, თითქოს ჩემთვის არ იყოს რთული გარკვეული საკითხები. თუმცა, გავიმეორებ - უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება მაქვს. გადატრიალებული მაქვს 700 ზე მეტი სტრატეგია. გამოცდილი ფულში, სადღეღამისო მუშაობით, შექმნილი მაქვს საკუთარი სტრატეგიებიც და ასე შემდეგ და ნამდვილად შეიძლება ერთგვარი ცენტრის გაკეთება, რომელიც შემოიკრებდა დაინტერესებულ პირებს, მოახდენდა ამ ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას.
|