7 მაისს ჩემი ძმაკაცის დაბ.დღეა.
ხოდა
იქნება თხა იყოს - ტყუპი მაიგოს?!
შევსებიდან ახალ წლამდე ძაან მინდოდა მოგება
მერე მარტამდე აღარ ვფიქრობდი საერთოდ.
ეხლა ისევ ყოველ ღამე ვხედავ რომ ბილეთები ნაყიდი მაქვს და აეროპორტში რეგისტრაციას გავდივავარ.
არადა სხვა გზა აღარ დამრჩა
ჭაობიდან ვერ ამოვყავი თავი 14 წელია
ამ 14 წლის განმავლობაში ვმუშაობ წყვეტის გარეშე და ეკონომიური პროგრესი არ მაქვს.
აქედან მხოლოდ 2 წელი მქონდა 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი.
ძალიან მინიმალურ დონეზე ვიკმაყოფილებ იმას, რასაც სხვები კომფორტს ეძახიან.
5 სულიანი ოჯახის სარჩენად არ მყოფნის, რასაც ვიღებ.
ვამოწმებ ხოლმე ვაკანსიებს შტატებში (ენერგეტიკაში) რა ანაზღაურება აქვთ იმ სფეროში სადაც ვარ
სხვაობა არის კატასტროფულად დიდი.
ისე ვარ დათრგუნული არ ვიცი რა...
იძულებული ვარ გაქცევაზე ვიფიქრო რა.
ჩემი თავი რო მქონდეს შესანახი კიდე ხო, მარა სხვებზე როცა ფიქრობ ძალიან ძნელია
ყველაზე ცუდი კიდე ისაა, რომ გაყურებინებენ შენზე უცოდინრებს რამხელა თანამდებობებზე და ხელფასებზე ნიშნავენ.
თუ პროტექტორი არა გყავს, კლდეზე ჰკიდიხარ ყველას.
დიდი-დიდი ვიღაცა რეგვენი-უცოდინარის კონსულტაცია გავწიო.
რაში სჭირდებათ ჩემი დაწინაურება?! დასჭირდებათ ჩემი აზრი და კოსნულტაციას ისედაც მიიღებენ!
აი ესაა ჩვენი ქვეყანა!